თვითმმართველობა
პოლიტიკურად ცხელი კვირა გურჯაანში
ლანა გულოშვილი
DSCN1639გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. გამგებლობის მსურველთა ერთი ნაწილი საპროტესტო აქციებს განაგრძობს და ამტკიცებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელზე ზეწოლა ხორციელდება. თავად ალექსანდრე სირბილაშვილი კი აღნიშნულს არ ადასტურებს. კვირის ბოლოს დანიშნული საკრებულოს სხდომა აზრთა სხვადასხვაობის გამო განსაკუთრებით ხმაურიან რეჟიმში დაიწყო, შემდეგ კი ჩაიშალა და ორშაბათისთვის გადაიდო.

"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფი "საიდუმლო სერობებს" აპროტესტებს

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურები ისვენებენ, კვირას 2 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, გამგებლობის პრეტენდენტებმა მიხეილ ფურცელაძემ და იოსებ ბერიკაშვილმა საპროტესტო აქცია მაინც მოაწყვეს. `ბატონო ბიძინა, გთხოვთ გადაარჩინოთ გურჯაანი~, `რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯონის დანიშვნას აიძულებენ~, `ოსიაშვილი იშოვის ფულს, გაისტუმრებს ვალებს~, `ოსიაშვილი პლიუს ყვირალაშვილი უდრის ძმებს.~ ამ შინაარსის სლოგანები აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე განათავსეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე სირბილაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მიხეილ ფურცელაძე `სპექტრთან~ კომენტარში აცხადებდა, რომ ალექსანდრე სირბილაშვილზე ზეწოლას ვინმე გიგა ბერიძე ახორციელებს. `არსებობს დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებმაც ალიკა სირბილაშვილს თბილისიდან დაურეკეს და პირდაპირ მოსთხოვეს, რომ გამგებელი უნდა იყოს ჯონი ოსიაშვილი, შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მან ოსიაშვილის კანდიდატურა უნდა წარადგინოს. რამდენიმე დღის წინ, ალიკამ გააჟღერა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც გადაწყვეტს თუ ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის გამგებელი,Mმაგრამ ახლა მასზე ზეწოლას ახდენენ, რათა ჯონი ოსიაშვილის სასარგებლოდ გაადწყვეტილება თავად მიიღოს. ეს არის გიგა ბერიძე (არჩევნების პერიოდში გურჯაანის მუნიციპალიტეტში `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის შტაბის უფროსი, ავტ.). ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ფორმით დაგვისვან რაიონის ხელმძღვანელი. აქციები არ შეწყდება. არ მივცემთ უფლებას, ჯონი ოსიაშვილი მოიყვანონ და დაისქელონ ჯიბეები.~ მიხეილ ფურცელაძის თქმით, ამ ეტაპზე ჯონი ოსიაშვილი და კიდევ ერთი კანდიდატი ზვიად ყვირალაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ. `ჩვენ როგორც გავიგეთ, რომ ეს ადამიანები გარიგდნენ. გეგმის განხორციელების შემთხვევაში ოსიაშვილი იქნება გამგებელი და ყვირალაშვილიც სერიოზულ პოსტს დაიკავებს. ვიმეორებ, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ვითხოვთ, ალექსანდრე სირბილაშვილმა გადაწყვეტილების მიღება სპეციალურად შექმნილ კომისიას დაავალოს.~ იოსებ ბერიკაშვილის განცხადებით კი, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, პროტესტს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გამოხატავს. `დღეს აქ იმ მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, რომლებიც კარგად იცნობენ ჯონი ოსიაშვილს და მისი გამგებლობა არ სურთ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. ვფიქრობ, თუკი ასეთი უსამართლობა გაგრძელდება, ამას გაცილებით მეტი გურჯაანელი გააპროტესტებს," _ გვითხრა იოსებ ბერიკაშვილმა.
DSCN1625სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს `კოალიცია ქართული ოცნების~ ერთ-ერთი აქტივისტიც. `ქართული ოცნების~ და გურჯაანის საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით ვითხოვ, რომ ჩამოყალიბდეს კომისია, ჩვენც მოქალაქეები, რომლებსაც არც გამგებლობა და არც სხვა თანამდებობები გვინდა, შეგვიყვანონ ამ კომისიაში და თავად გადავწყვიტოთ ვინ უნდა იყოს გამგებელი. პირადად ჩემთვის მისაღები კანდიდატი იოსებ ბერიკაშვილია". `ქართული ოცნების~ ერთი ნაწილისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარიგებაზე საუბრობს აქციის სხვა მონაწილეც, საინიციატივო ჯგუფის წევრი ხათუნა ბეციაშვილი: "ზვიად ყვირალაშვილი და ჯონი ოსიაშვილი შეთანხმდნენ და სკამები გადაინაწილეს. უნდათ, რომ ასეთი მაქინაციებით გამგებლად ჯონი ოსიაშვილი გაიყვანონ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს გამგეობაში შეხვედრა აქვთ. რატომ ხდება ეს კვირა დღეს, `საიდუმლო სერობაა?~ საკრებულოს დეპუტატებმა ამის შესახებ არაფერი იციან, უბრალოდ თბილისიდან ვიღაცეები ჩამოდიან და ალექსანდრე სირბილაშვილთან აპირებენ შეხვედრას. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ამის საშუალება არ მივცეთ," _ გვითხრა ხათუნა ბეციაშვილმა.
`სპექტრი~ შეეცადა აქციის მონაწილეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე სირბილაშვილთანაც გადაემოწმებინა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი სატელეფონო კომენტარშივე უარყო. მოგვიანებით კი აქციაზე მივიდა და ორგანიზატორებს გაესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ზეწოლას არავინ ახორციელებს და კვირას შეხვედრა არც არავისთან ჰქონდა დანიშნული. "ამ წუთისთვის არანაირი ზეწოლა და მითითება, არც სიტყვიერი და არც სატელეფონო ჩემს მიმართ არ ყოფილა. რაც შეეხება მოარულ აზრებს და შეხედულებებს, მე ვერ დავადასტურებ," _ აღნიშნა მან.

ბრძოლა კანდიდატებს შორის "არაცივილური ფორმით"

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალურად შექმნილი კომისია გამგებლის კანდიდატურაზე შეჯერდებოდა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგენდა. კომისიის შექმნის საკითხზე `სპექტრთან~ თავად ალექსანდრე სირბილაშვილმა ისაუბრა (#36(365)) "ყოველდღე მატულობს გამგებლობის მსურველთა რაოდენობა. ამავდროულად არასასიამოვნო ვითარება შეიქმნა. მიმდინარეობს კონფროტაცია კანდიდატებს შორის, სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლა ცივილური ფორმებით არ განვითარდა. ამიტომ გავიარე კონსულტაცია `ქართული ოცნების~ ცენტრალურ ოფისში, საკოორდინაციო საბჭოსთან კონკრეტულად რომან კუსიანთან. ერთობლივად ჩამოვყალიბდით იმ აზრზე, რომ სჯობდა კანდიდატზე რეკომენდაცია კოლეგიალურ ორგანოს მოეცა. ორგანული კანონის ორი ფორმა არსებობს, ერთი, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ წარუდგინოს საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად კანდიდატურა, მეორე, ეს მოხდეს საკონკურსო კომისიის მეშვეობით. ჩვენ მეორე ფორმაზე შევჯერდით. ჯგუფში აუცილებლად შევლენ კომპეტენტური პირები და დარგობრივი სპეციალისტები. ამ თემაზე ვმსჯელობთ ბიუროს სხდომებზე, ფრაქციებთან. კომისია დაახლოებით 10-11 კაცით დაკომპლექტდება და წევრების ვინაობა, ალბათ, საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება. ესენი იქნებიან იურისტები, მშენებლები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და ფინანსისტები.კომისია აუცილებლად იქნება ობიექტური. ვფიქრობთ, მოვიწვიოთ ადგილობრივი არასამთავრობოები და მათ აწარმოონ გარკვეული მონიტორინგი, სანდოობისა და გამჭვირვალეობისათვის," _ ამბობდა ის.
თუმცა კვირას მან აქციაზე განაცხადა, რომ ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა და გამგებლის კანდიდატურა რა ფორმით წარდგება საკრებულოს სხდომაზე ჯერჯერობით ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის. "პირადად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, რომ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შეჯერებით, კომპეტენტური პიროვნებების მონაწილეობით შემექმნას წარმოდგენა, რათა სწორედ ის პიროვნება შევთავაზო საკრებულოს, რომელსაც ყველაზე დადებითი შეფასება ექნება. შემიძლია კანდიდატურა კომისიის გარეშეც შევარჩიო და საკრებულოს წარვუდგინო, შემიძლია დავეკითხო კომპეტენტურ პიროვნებებს ამა თუ იმ კანდიდატის მომზადების დონის შესახებ. თუ კომისია იმუშავებს, ის აუცილებლად ღია და გამჭვირვალე იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით წარვუდგენთ საკრებულოს წევრებს კანდიდატებს. ეს საკითხი ხვალ, ზეგ გადაწყდება."
`სპექტრი~ ტელეფონით გიგა ბერიძესაც დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ კახეთში იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას არ აპირებდა და არც კანდიდატურის შერჩევაში იღებს მონაწილეობას. "ამ მიზნით ნამდვილად არ ვარ ჩამოსული, სხვა საქმე მაქვს. ჩემი მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. ამ ადამიანთან არც კი მისაუბრია, რა გავლენაზეა ლაპარაკი? რაც შეეხება ჯონი ოსიაშვილს, `ქართული ოცნების~ საკოორდინაციო საბჭომ ის ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინა, აირჩევენ თუ არა, ეს სხვა საკითხია."
"ქართული ოცნების" აქტივისტები ცენტრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ
მიხეილ ფურცელაძემ და იოსებ ბერიკაშვილმა მომხრეებთან ერთად, აქცია იგივე მოთხოვნით (საკრებულოს სხდომაზე გამგებლის კანდიდატურა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წარადგინონ), ოთხშაბათს, 5 დეკემბერსაც გამართეს. მოგვიანებით კი, მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ოთახში გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორები ამ დღეს უკვე ლევან ბერძენიშვილის სახელს ახსენებდნენ. "გასულ კვირას ალექსანდრე სირბილაშვილმა განაცხადა, რომ გამგებლის კანდიდატურას კომისია შეარჩევდა, ეხლა გვეუბნებიან, ასე აღარ მოხდება და სხდომაზე განსახილველი საკითხები საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა იქნებაო. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ვითხოვთ, შეიქმნას კომისია, რასაც ალექსანდრე სირბილაშვილი ჟურნალისტებთან წინა კვირას აცხადებდა. ჩვენი ინფორმაციით, მას გადაწყვეტილების შეცვლა თბილისიდან ბერძენიშვილებმა აიძულეს," _ აცხადებდა მიხეულ ფურცელაძე.
თავის მხრივ ალექსანდრე სირბილაშვილი მის კაბინეტში შეჭრილ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს არწმუნებდა, რომ არავის მითითებით არ მოქმედებს. ფურცელაძემ და მისმა მხარდამჭრებმა გამგეობის შენობა არ დატოვეს, სანამ ალექსანდრე სირბილაშვილისა და საკრებულოს დეპუტატებისგან წერილობითი პირობა არ მიიღეს, რომ პარასკევს საკრებულს სხდომაზე კიმისიის შექმნაც განიხილებოდა. იმავე დღეს, კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების~ გურჯაანის ოფისში ბრიფინგი გამართეს ჯონი ოსიაშვილმა და ზვიად ყვირალაშვილმა. `მოგესალმებით გურჯაანის `ქართული ოცნების~ რაიონული ოფისიდან. მე ვარ `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ჯონი ოსიაშვილი. ჩემს გვერდით იმყოფებიან `თავისუფალი დემოკრატები~-დავით ჭუნიაშვილი, `რესპუბლიკელები~ ზვიად ყვირალაშვილი, `ეროვნული ფორუმი~- გიორგი ჩეკურიშვილი. ასევე, ჩვენ გვიერთდება პარტია `კონსერვატორები~- აკაკი ბეგაშვილი. გვინდა ერთობლივად განვაცხადოთ: ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი გურჯაანის საკრებულოზე ზეწოლას ახორციელებს. მათ ხელმძღვანელობს თვითმარქვია მიხეილ ფურცელაზე, რომელიც არანაირ კავშირში არ ყოფილა "`ქართულ ოცნებასთან~ გურჯაანის რაიონში. ადგილობრივი `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები ვდგავართ აქ თქვენს წინაშე. ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით გამგებლის ერთ კანდიდატზე და თუ ვინ არის ის, უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება," _ განაცხადა ჯონი ოსიაშვილმა.
`სპექტრმა~ მათ კიდევ ერთხელ სთხოვა დაეკონკრეტებინათ კანდიდატის ვინაობა, თუმცა არც მან და არც ზვიად ყვირალაშვილმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

მორიგი სხდომა ურთიერთბრალდებებისა და შეურაცხყოფების ფონზე

DSCN1615პარასკევს, 7 დეკემბერს დაგეგმილი საკრებულოს სხდომა უჩვეულოდ ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში დაიწყო.დღის წესრიგში იყო ფრაქციის _ `რესპუბლიკელები ქართული ოცნება~ დამტკიცება, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და გამგებლის კანდიდატურის წარდგენის ღონისძიებების განხილვა. სესიაზე უმართავი სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე სირბილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დეპუტატი, ავთანდილ ზარდიაშვილი დაასახელა.ხმის მიცემის პროცედურის დაწყება კი მიხეილ ფურძელაძემ, მომხრებეთან ერთად, სკამებზე ასვლითა და ხმაურიანი შეძახილებით გააპროტესტა. როგორც ის ამბობს, ავთანდილ ზარდიაშვილი `ნაციონალების~ ინტერესების გამტარებელი იქნება. დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ გამგებლის კიდევ ერთი კანდიდატის, ჯონი ოსიაშვილის თანაგუნდელები, რომლებიც ფურცელაძეს მოუწოდებდნენ სხდომის ჩაშლისგან თავი შეეკავებინა.
მიხეილ ფურცელაძესა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ალექსანდრე სირბილაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სესია ჩაიშალა და ორშაბათისთვის გადაიდო. ცნობილი გახდა ისიც, რომ საკრებულოს სხდომა დიდ დარბაზაში 10 დეკემბერს პოლიციის თანხლებით გაიმართება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ფოიეში ხმაური ამ განცხადების შემდეგაც გაგრძელდა. სიტყვიერი შეურაცხყოფები და ბრალდებები ერთმანეთის მისამართით, ლოკალურად რამდენიმე ადამიანისგან ისმოდა. იმ ეპითეტებისა გამონათქვამების, ერთმმანეთისთვის წარსულის შეხსენების შემდეგ, რთული იყო გარკვევა ვინ არის `ქართული ოცნების~ წევრი და ვინ `ნაციონალი.~ მათი შემხედვარე იქ შეკრებილი რიგითი მოქალაქეებიც დროის უსწრაფესად იცვლიდნენ პოზიციებს და აშკარა დილემის წინაში იდგნენ, დაედგინათ ვინ ვინ არის და ვისკენ იხრება სიმართლის ვექტორი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.