ლანა გულოშვილი
ამ დრომდე უცნობია ვინ დაიკავებს რაიონის გამგებლის პოსტს. თანამდებობაზე პრეტენზიას რვა კანდიდატი აცხადებს. რაც უფრო ხანგრძლივდება ღირსეულის შერჩევის პროცესი, მით უფრო იკვეთება დაპირისპირება პრეტენდენტებსა და მათ მომხრეებს შორის. ერთმანეთისთვის ჩრდილის მიყენების მიზნით ისინი არც შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ბრალდებებს ერიდებიან. საზოგადეობის უფლებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე `სპექტრი~ კანდიდატების ავტობიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ოფიციალური მიმართვის საფუძველზე საკრებულოდან გამოვითხოვეთ.
კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემები
მიხეილ ფურცელაძე
დაბადების თარიღი: 05. 05. 1965 წელი. დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი მისამართი: ქ. გურჯაანი ა. ფურცელაძის ქ. #20 ტელეფონი: 568 61 51 88; 595 69 10 10 განათლება: უმაღლესი 1991-1996 წწ გურჯაანის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის- ეკონომიური ფაკულტეტი. 1984-1989 წწ ქ. მოსკოვი, კვების მრეწველობის ინსტიტუტი- მეღვინეობა. 1982-1984 წწ ქალაქ სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი- სამკურნალო. 1982-1984 წწ ქალაქ სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი- სპორტული კათედრა, ფეხბურთის მწვრთნელი. 1984-1986 წწ დამაჩნის ღვინის ქარხანა- მუშა. 1986-1990 წწ კაჭრეთის წისქვილ კომბინატი- მუშა. 1991-1993 წწ საფეხბურთო კლუბი ,,ალაზანი‘‘ - პრეზიდენტი. 1991-1993 წწ ფირმა მირანდას –პრეზიდენტი. 1994 წ ქ. ლაგოდეხის კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 1996-1997 წწ კახეთის რეგიონის კონტროლის პალატის აპარატის უფროსი. 1996-2000 წწ ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ,,ახატის‘‘ - პრეზიდენტი. 1998-1999 წწ ქ. წნორის საფეხბურთო კლუბის `მილანის~- მთავარი მწვრთნელი. 2000-2006 წწ საფრანგეთის რესპუბლიკა ქ. ნიცა- რესტორანი მოსკოვი- კომერციული დირექტორი.
აკაკი ოსიაშვილი
დაბადების თარიღი: 25.11. 1964 წელი დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ჩუმლაყი. თელეფონი: 599 32 99 08 ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული. ეროვნება /მოქალაქეობა: ქართველი, საქართველოს მოქალაქე. პირადი # 13001002047 განათლება : 1981-1987წწ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. სპეციალობა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია. სამუშაო გამოცდილება: 1984-1985 წწ. სოფელ ჩუმლაყის კოლმეურნეობა- ტრაქტორისტის დამხმარედ. 1985-1987 წწ. სოფელ ჩუმლაყის კოლმეურნეობა- კომკავშირის მდივანი. 1987-1989 წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1989-1990 წწ. გურჯაანის კომკავშირის რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე. 1991-1992 წწ. კოოპერატივი `ველისციხე~ ბუღალტერი. 1992-1994 წწ. კოოპერატივი `კოშკი~ -დირექტორი. 1994-2000 წწ. შპს `ალბატროსი~ -პრეზიდენტი. 2001-2004 წწ. ს.ს. `ბეტონოკონსტრუქცია~- გენ. დირექტორი. 2005-2011 წწ. შ.პ.ს. `საქავტოტრანსი~- დირექტორი გადაზიდვებისა და საგეგმო ეკონომიკურ საკითხებში. ენების ცოდნა: ქართული-მშობლიური რუსული-თავისუფალად კომპიუტერის ცოდნა: ვინდოუსი, ინტერნეტი
ნოდარ ჩიტოშვილი
დაბადების თარიღი: ქ. გურჯაანი 1959 წლის 2 სექტემბერი. მისამართი: თბილისი, ჩიტაიას ქ.#11 ტელეფონი: 2536097; 577 95 95 86 განათლება: 1986 წელს დავამთავრე თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. სპეციალობა- ინჟინერ- ტექნოლოგი. 2001 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ იურიდიული ფაკულტეტი. იურისტის კვალიფიკაციით. სამსახურებრივი გამოცდილება: 1977-1980წწ-მდე ქ. თბილისის გამწვანების კანტორა. 1980-1984 წწ ვარკეთილის საკონსერვო ქარხანა. ინჟინერ-ტექნოლოგი. 1986-1996 წწ გურჯაანის საკონსერვო ქარხანა (დირექტორი) 1996-2000 წწ ს.პ.ს. "დიკა" (წარმოების უფროსის თანამდებობა) 2001-2004 წწ საქართველოს კონტროლის პალატა. 2006-2007 წწ გურჯაანის რაიონის გამგებლის მოადგილე. 2008 წ-II-დან 2008 VIII-მდე საქართველოს კონტროლის პალატა. 2009-2011 წწ შპს "ჯორჯოან ეარ სერვისი"-გენერალური დირექტორი. ამჟამად სხვა ანაზღაურებადი სამსახური არ მაქვს. ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (მეუღლე და ორი შვილი.)
ნუგზარ კვაცაშვილი
დაბადების თარიღი: 25 მაისი 1953 წელი. დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდენახი. ეროვნება: ქართველი მოქალაქეობა: საქართველო მისამართი: გურჯაანის რაიონი სოფელი კარდენახი. ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (მეუღლე და ერთი ქალიშვილი). საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონი: 599 56 95 04 ელ-ფოსტა: ნუგზარკვატსასჰვილი@ყაჰოო.ცომ განათლება: თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი.სპეციალობა ეკონომისტი. სამუშაო გამოცდილება: 2009-2011 წწ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელი-სპეციალისტი. 2006-2009 წწ კერძო კომერციული საქმიანობა-სოფლის მეურნეობა. 2005-2006 წწ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2003-2005 წწ გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. თელავის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს გურჯაანის განყოფილების უფროსი. 1999-2003 წწ გურჯაანის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე 1998-1999 წწ გურჯაანის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე. 1991-1998 წწ `ცეკავშირის~ გურჯაანის რაიონული კოოპერატიული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1990-1991 წწ `აგრომრეწვტრანსის~ გურჯაანის ა/კ 2684 გენერალური დირექტორის მოადგილე. 1986-1990 წწ გურჯაანის რაიონული კოოპერატიული კავშირის `ცეკავშირის~ გამგეობის თავმჯდომარე. 1985-1986 წწ საქართველოს კპ. Gგურჯაანის რაიოკომის ინსტრუქტორი. 1983-1985 წწ კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატის მომარაგაბის განყოფილების ინსპექტორი, საგეგმო განყოფილების ეკონიმისტი. 1978-1983 წწ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის სტუდენტი. 1976-1978 წწ შსს თბილისის კალინინის სახ. რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ოპერინსპექტორი. 1974-1976 წწ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე. 1972-1974 წწ შსს თბილისის კალინინის სახ. რაიონის არასაუწყებო დაცვის ოპერმორიგე. 1970-1971 წწ კარდენახის ღვინის ქარხნის მუშა. Eენები: რუსული კარგად. კომპიუტერული ცოდნა: ჭინდოწს ხპ, Iნტერნეტ, ე-მაილ, Mს ოფიცე-ხპ
ზვიად ყვირალაშვილი
დაბადების წელი: 1972წლის 15 ოქოტმბერი. დაბადების ადგილი: გურჯაანი მისამართი: ქ. გურჯაანი ბესიკის ქუჩა #13 საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონი: 599 20 28 53; 577 95 54 01; 0353 22 25 32 ელ.ფოსტა: ზვიადკვირალასჰ@გმაილ.ცომ განათლება,სპეციალობა: უმაღლესი, ინჟინერ-ტექნოლოგი. სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი. 1994 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი გურჯაანის კოოპერაციული მრეწველობის კომბინატში, წარმოების უფროსის თანამდებობაზე. 2002-2003 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტში, საინჟინრო სამსახურის ქიმიური ნაწილის უფროსის თანამდებობაზე. 2006-2010 წლებში ვიყავი გურჯაანის თვითმმართველობის წევრად არჩეული და ფრაქცია `რესპუბლიკელების~ თავმჯდომარე. 2011 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 9 მარტამდე შ.პ.ს. `კეთილმოწყობის~ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2007 წლიდავ ვარ ,,რესპუბლიკური პარტიის‘‘ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამჟამად ვარ საქართველოს რესპობლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. კომპიუტერული პროგრამები: ჭინდოწს, ჭორდ, Eხელ უცხო ენები: რუსული ენა Oოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ერთი შვილი
ლენა მოდებაძე
დავიბადე 1955 წლის 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში. 1966 წელს შევედი ახაშნის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1972 წელს. 1975 წელს წარჩინებით დავამთავრე საგარეჯოს პოლიტექნიკური ტექნიკუმი, შემდგომ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ვმუშაობდი მეცნიერ მუშაკად. ამჟამად ვარ უმუშევარი.
იოსებ ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი: 18.05. 1957 წელი დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი სოფელი კოლაგი. გივი ბერიკაშვილის ქუჩა #63. ტელეფონი: 599 13 64 77 ელექტრონული ფოსტა: სოსო.ბერიკასჰვილი@მაილ.რუ. განათლება: 1964-1974 წწ. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის საშუალო სკოლა. 1979-1983 წწ. სსრ კავშირის ქ. ვოლგოგრადის შსს-ს აკადემიის საგამოძიებო ფაკულტეტი. სამართალმცოდნეობის სპეციალობა. იურისტის კვალიფიკაცია. ლეიტენანტის წოდება. სავალდებულო სამხედრო სამსახური: 1975-1977წწ. საყოველთაო სამხედრო სამსახური ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში. სამუშაო გამოცდილება: 1977-1979 წწ. საქართველოს შსს თბილისისი სპეც. მიმღებ-გამანაწილებელი. მილიციელი. 1983-1985 წწ. საქართველოს შსს-ს ქ. გორის შს. რაიონული განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილება. გამომძიებელი. 1986-1990 წწ. საქართველოს შსს-ს ქ. ახმეტის შს. რაიონული განყოფილება. საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი. 1990-2000 წწ. საქართველოს შსს-ს ქ. გურჯაანის საგამოძიებო განყოფილების უფროსი. 2001-2002 წწ. საქართველოს შსს-ს ქ. გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსი. 2003-2004 წწ. საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო-საკონტროლო სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. 2004 წლიდან დღემდე ვადამდელი პენსია. სპეციალური წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი. ენების ცოდნა: რუსული-ძალიან კარგად. კომპიუტერული ცოდნა: MIცროსოფტ ჭორდ, Iნტერნეტ Eხპლორერ
დავით ლაღიძე
დაბადების თარიღი: 05. 04. 1942 წელი. საცხოვრებელი ადგილი ქ. გურჯაანი ტელეფონი: 593 41 98 41 განათლება: საშუალო ოქროს მედალზე; უმაღლესი (ორი სპეციალობა). სამუშაო გამოცდილება: 1959 წელი, მუშა-რემონტიორი, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. დავამთავრე ლენინგრადის საინჟინრო ინსტიტუტი. ტექნიკური განყოფილების ინჟინერი, ჩრდილოეთის რკინიგზა ქ. იაროსლავლი. მშენებელი ოსტატი სალიანდაგო დისტანციაში ქ. იაროსლავლი.O ორწლიანი სამსახური ჯარში ოფიცრად ყაზახეთის რესპუბლიკაში 1968-1970წწ. სასოფლო მშენებლობის #4 ტრესტი, ტექნიკური განყოფილების გამგე, მთავარი ინჟინრის მოადგილე ქ. გურჯაანი. კომუნალური საწარმოთა კომბინატის უფროსი 21.07.1971 წ ქ. გურჯაანი. ქ. გურჯაანის კომუნალური მეურნეობის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი 1975წ. სამტრესტის გურჯაანის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე 1978წ. ,,საქღვინმრეწვის‘‘ გურჯაანის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი 1985 წ. გურჯაანის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე 1986 წ. რაისაბჭოს აღმასკომის სოციალური განვითარების განყოფილების გამგე, თავმჯდომარის მოადგილე 1989 წ. განვთავისუფლდი თანამდებობიდან უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით 1989 წ. უცხო ენა: ვფლობ რუსულ ენას, სალაპარაკო ინგლისურს. Kომპიუტერის მოხმარების უნარჩვევები: მაქვს.
ბრალდებებისა და კონტრარგუმენტების ტალღა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის საპირწონედ
"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით ნიკოლაშვილი, რომელიც ამავდროულად მხარდაჭერას გამგებლობის კანდიდატს იოსებ ბერიკაშვილს უცხადებს, გასულ კვირას `სპექტრს~ სტუმრობდა. მას ხელთ ჰქონდა `საქართველოს რესპუბლიკური პარტიის XIVYყრილობის მასალები~, სადაც წარმოდგენილი იყო გამგებლობის ამჟამინდელი კანდიდატის ზვიად ყვირალაშვილის ცვ. დავით ნიკოლაშვილი ზვიად ყვირალაშვილის ბიოგრაფიული მონაცემების ზოგიერთ დეტალს ეჭვქვეშ აყენებს (აღნიშნული მონაცემები ზვიად ყვირალაშვილის საკრებულოში, გამგებლობის კანდიდატად დარეგისტრირებისას წარდგენილ სივს ემთხვევა. ავტ.)
"ზვიად ყვირალაშვილი 9 აპრილის მიტინგის მონაწილე არ ყოფილა და არც ქვეყნიდან გაუძევებიათ. მაშინ გურჯაანში მიტინგი მოვაწყვეთ თქვენმა მონა-მორჩილმა, შოთა ქიტიაშვილმა, თემურ ქურდაძემ, ბესო ბეციაშვილმა და ა.შ. შესაძლოა, ყვირალაშვილი სკოლის მოსწავლეებთან ერთად იქ იყო, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ის ორგანიზატორი ყოფილიყოს. როდესაც ამბობს, რომ ამის გამო უშიშროება დევნიდა, მაშინ არც სკოლის დამთავრების საშუალებას მისცემდნენ (სივის მიხედვით, ზვიად ყვირალაშვილმა სკოლა 1989 წელს დაამთავრა). თანაც ჩვენ ეროვნული მოძრაობის წევრები ვახერხებდით, რომ უშიშროების მიერ რეპრესირებული ხალხი დაგვეცვა და გაგვეხმოვანებინა ეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება იმას, რომ უწერია 2002-2003 წლებში ვმსახურობდი საქართვლოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტში, საინჟინრო სამსახურის ქიმიური ნაწილის უფროსადო, ამ დროს ის კომისარიატში მუშაობდა გამწვევად. ვესაუბრე თბილისში ყოფილ კომისარს და მანაც აღნიშნა, რომ მსგავს თანამდებობაზე ზვიად ყვირალაშვილს არ უმუშავია. ასევე საინტერესოა, რატომ ამბობს ბატონი ზვიადი, რომ 2006 წლიდან 2010 წლამდე იყო "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, როდესაც 2006 წელს ნამდვილად "კონსერვატიულ" პარტიას ხელმძღვანელობდა. მაშინ მე ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში, "ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი. ზვიად ყვირალაშვილს მე და მისი დეიდაშვილი ზვიად სინჯიკაშვილი დავეხმარეთ, რომ "კონსერვატიული" პარტიის ლიდერი გამხდარიყო. არ ვიცი რატომ არ აქვს ეს სივში მითითებული, რა არის ამაში სამარცხვინო? გამოდის, რომ ზვიად ყვირალაშვილი ცრუობს როგორც გურჯაანელ საზოგადოებასთან, ასევე `რესპუბლიკურ პარტიასთან," _ ამბობს დავით ნიკოლაშვილი.
"სპექტრი" აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ზვიად ყვირალაშვილს ესაუბრა. დავით ნიკოლაშვილის შეფასებებზე თავისმხრივ მან კონტრარგუმენტები მოიყვანა.
"მახსოვს, რომ გურჯაანში ჩატარებულ 9 აპრილის მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ შოთა ქიტიაშვილი, ბესო ბეციაშვილი, აი დავით ნიკოლაშვილი არ მახსოვს. ამ დროს ვიყავი დამამათავრებელ კლასში. ჩვენმა კლასმა მოვახდინეთ მოსწავლეების მობილიზება, ფარდებისგან შევკერეთ დროშა და ახალგაზრდები მიტინგზე გამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კარიც კი ჩაგვიკეტეს, ეს მაინც მოვახერხეთ. მე, ალექსანდრე ქიტიაშვილი, მაკა მარგალიტაშვილი _ მეუფე კალისტრატეს ქალიშვილი და ჩემი მეუღლე ვიყავით ასე ვთქვათ თანამოაზრეები. ამავე დროს შემოგვიერთდნენ მეორე და მესამე სკოლის უფროსკლასელებიც და ერთად მოვაწყვეთ მსვლელობა. მართალია, მაშინ მოსწავლეები ვიყავით და ყველა მეგაფონში ვერ დავიწყებდით საუბარს, თუმცა აქციაზე პროტესტი ჩვენი ქმედებით გამოვხატეთ. ძირითადად უფროსი თაობა აქტიურობდა, მათ შორის შოთა ქიტიაშვილიც, რომელიც იყო პედაგოგი, ჩვენთან ერთად იდგა, მხარი დაგვიჭირა და მოსწავლეებს სოლიდარობა გამოგვიცხადა. ამის შემდეგ `კგბ~-მ დაიწყო ჩემს ოჯახზე მუქარების განხორციელება. მამაჩემი რამდენიმე დღით დააკავეს და `ამუშავებდნენ~, რომ კარგი შვილი ვერ გაზარდა, იძულებული გამხადეს სკოლის დამთავრებისთანავე საქართველოდან წავსულიყავი. ბანკეტზეც კი აღარ მტოვებდნენ. ამის ნება თანაკლასელების თხოვნის შემდეგ დამრთეს. 2002-03 წლებში რომ სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტში ვმუშაობდი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაშინ ვალერი ჩხეიძე იყო. იქიდან მივლინებით ვიმყოფებოდი ლაგოდეხში. ეს პერიოდი სამთო საზღვრებზე, მთის საგუშაგოებზე გავატარე. რაც შეეხება ჩემს პარტიულ ისტორიას, სივში მიწერია, რომ 2007 წლიდან ვარ `რესპუბლიკური~ პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.Aარ ჩავთვალე მიზანშეწონილად "კონსერვატიულ" პარტიაზე საუბარი, რადგან ამჟამად აქ ვარ. საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრება `ნაციონალების~ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყე, იმიტომ, რომ შევატყვე ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ იყო და გამიჩნდა პროტესტის გრძნობა. მე არ ვმალავ, არ უარვყოფ, რომ 2006 წელს "კონსერვატიული" პარტიიდან შევუდექი პოლიტიკურ მოღვაწეობას. ეს იყო ბლოკი `ხიდაშელი, უსუფაშვილი, ბერძენიშვილი." "კონსერვატორები" და "რესპუბლიკელები" ვიყავით ერთად და ასე გავედით. სივში შევიტანდი ამ ინფორმაციას თუ არა, ეს არაფერს ცვლიდა. კედელზე მაქვს "კონსერვატიული" პარტიის სიგელი, შეხედეთ, დასაფარი აქ არაფერია. ამ ადამიანებმა საკუთარ წარსულში ჩაიხედონ, ჩემთან ვერაფერს აღმოაჩენენ," _ განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი ამდრომდე ვაკანტურია. ვინ დაიკავბს ცარიელ სავარძელს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა საზოგადოება ნათლად აღიქვავს იმასაც, რომ კომპრომატების ომი რამდენიმე რეალურ კანდიდატს და მათ მომხრეებს შორის მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ორად გაყოფილი წარმომადგენლები (რომლებიც გამუდმებით იმის მტკიცებაში არიან, რომ თავად წარმოადგენენ კოალიციას, მოწინააღმდეგენი კი _ არა, თუმცა, დამადასტურებელი მანდატი `სპექტრს~ ვერც ერთმა მათგანმა ვერ წარუდგინა) საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე სირბილაშვილზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხრციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. გარდა ამისა, ერთმანეთს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაშიც ადანაშაულებენ. აღნიშნული მოვლენები ვითარებას მეტ ბუნდოვანებას მატებს, ეს კი საზოგადოების გულისწყრომას კიდევ უფრო ამძაფრებს და სამომავლო იმედებსაც კითხვის ნიშანს უსვამს. რამდენიმე დღის წინ "სპექტრს" კიდევ ერთი პრეტენდენტის, იოსებ ბერიკაშვილის მხარდამჭერი თინათინ ბარბაქაძე სტუმრობდა. მისი თქმით ის უალტერნატივო კანდიდატია.
"გურჯაანში კიდევ არიან ღირსეული ადამიანები. მათ შორისაა გამგებლობის კანდიდატი იოსებ ბერიკაშვილი. მერწმუნეთ, მას ამ პროცესებამდე არც კი ვიცნობდი. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მთელი კვირის განმავლობაში გამგეობის შენობის ფასადზე იკვრება კანდიდატების მამხილებელი პლაკატები, თუმცა მათ შორის ერთიც კი არ არის იოსებ ბერიკაშვილის მაკომპრომატირებელი. მითხარით ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ გავრცელებული რაიმე მოარული აზრი. ასეთი რამ არ არსებობს. ისიც კი გაჟღერდა საზოგადოებაში, ბერიკაშვილი იმდენად ალალი და კეთილშობილი პიროვნებაა, რომ შეძლებს კი შეებრძოლოს ამხელა მაფიას, ნაცბაცილებსა და ნაცხროვასო? მხოლოდ ზედმეტ კეთილსინდისიერებას თუ ჩავუთვლით ამ პიროვნებას უარყოფით მხარედ. პირადად ჩემთვის პრიორიტეტი სწორედ ესაა," _ ამბობს თინათინ ბარბაქაძე.
მასალის გამოყენების პირობები