თვითმმართველობა
გამგებლობის კანდიდატთა საეჭვოდ გასაიდუმლოებული CV-ები

 ლანა გულოშვილი

IMG_3494გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა კვლავაც ვაკანტურია. შესაბამისად, ეს თემა საზოგადოებისა თუ მედიისათვის ამ დრომდე აქტუალურია. 22 ნოემბერს დანიშნული საკრებულოს სხდომა გადაიდო. დღეისათვის კი გამგებლობის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ შესაბამის კანდიდატურაზე სპეციალურად შექმნილი კომისია იმსჯელებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა პრინციპით შეირჩევიან მისი წევრები. კომისიას მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაუწევენ.

 ვინ ვის უწევს კონკურენციას გამგებლის პოსტზე

004ბოლო მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე პრეტენზიას რვა კანდიდატი გამოთქვამს. ესენი არიან: ზვიად ყვირალაშვილი, აკაკი (ჯონი) ოსიაშვილი, იოსებ ბერიკაშვილი, მიხეილ ფურცელაძე, ელენე მოდებაძე, ნუგზარ კვაცაშვილი, ნოდარ ჩიტოშვილი და დავით ლაღიძე. ამათგან, პირველი ოთხეული კოალიცია "ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება. ცნობილია, რომ ზვიად ყვირალაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს ბოლო მოწვევის საკრებულოს წევრების მიერ ახლადშექმნილი ფრაქცია `ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები", რომელიც 6 ნოემბერს ჩამოყალიბდა და მისი რეგისტრაცია უახლოეს საკრებულოს სხდომაზეა დაგეგმილი. თუმცა ზვიად ყვირალაშვილის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე `ქართული ოცნების~ კიდევ ერთი ფრთის წარმომადგენლები, მიხეილ ფურცელაძის ხელმძღვანელობით მას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის ალიკა სირბილაშვილისგან მისი კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ. გასულ კვირას მიხეილ ფურცელაძე, დავით ნიკოლაშვილი და მათი თანამოაზრენი გამგებლის პოსტზე მხარს იოსებ ბერიკაშვილს უჭერდნენ. მას შემდეგ, რაც 22 ნოემბერს დაგეგმილი საკრებულოს სხდომა გადაიდო (რომელზეც შემდეგი საკითხები უნდა განხილულიყო: განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ, ახალი ფრაქციის დარეგისტრირება და გამგებლის არჩევა), სიტუაცია შეიცვალა. დღეს უკვე გამგებლის ერთ-ერთ პრეტენდენტად თავად მიხეილ ფურცელაძეც განიხილება. `სპექტრთან~ საუბარში მან გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: "ისეთი ადამიანები რეგისტრირდებიან, რომლებმაც რაიონი შეჭამეს და ახლა კიდევ უნდათ, რომ ბიუჯეტი თავიანთი სურვილების მიხედვით განკარგონ. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა. არ დავუშვებ, გურჯაანი ისევ ვიღაც-ვიღაცეებმა გააპარტახონ!" კითხვაზე, არიან თუ არა ის და იოსებ ბერიკაშვილი ერთმანეთის კონკურენტები, მიხეილ ფურცელაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

თუ საკრებულო მოქალაქეების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,                                       განმეორდება მარტვილის სცენარი

ამავე კვირაში გახმოვანდა, რომ გამგებლის კანდიდატურაზე სპეციალურად შექმნილი კომისია იმსჯელებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე სირბილაშვილმა `სპექტრთან~ საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნულ კომისიას მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაუწევენ. "ყოველდღე მატულობს გამგებლობის მსურველთა რაოდენობა. ამავდროულად არასასიამოვნო ვითარება შეიქმნა. მიმდინარეობს კონფროტაცია კანდიდატებს შორის, სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლა ცივილური ფორმებით არ განვითარდა. ამიტომ გავიარე კონსულტაცია "ქართული ოცნების~ ცენტრალურ ოფისში, საკოორდინაციო საბჭოსთან კონკრეტულად რომან კუსიანთან. ერთობლივად ჩამოვყალიბდით იმ აზრზე, რომ ჯობდა კანდიდატზე რეკომენდაცია კოლეგიალურ ორგანოს მოეცა. ორგანული კანონის ორი ფორმა არსებობს, ერთი, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ პირდაპირ წარუდგინოს საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად კანდიდატურა, მეორე, ეს მოხდეს საკონკურსო კომისიის მეშვეობით. ჩვენ მეორე ფორმაზე შევჯერდით. ჯგუფში აუცილებლად შევლენ კომპეტენტური პირები და დარგობრივი სპეციალისტები. ამ თემაზე ვმსჯელობთ ბიუროს სხდომებზე, ფრაქციებთან. კომისია დაახლოებით 10-11 კაცით დაკომპლექტდება და წევრების ვინაობა, ალბათ, საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება. ესენი იქნებიან იურისტები, მშენებლები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და ფინანსისტები. კომისია აუცილებლად იქნება ობიექტური. ვფიქრობთ, მოვიწვიოთ ადგილობრივი არასამთავრობოები და მათ აწარმოონ გარკვეული მონიტორინგი, სანდოობისა და გამჭვირვალეობისათვის," _ აღნიშნა ალექსანდრე სირბილაშვილმა.

IMG_3352კომისიის შესახებ "სპექტრთან" გამგებლობის კანდიდატმა მიხეილ ფურცელაძემაც ისაუბრა. მან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის რამდენიმე წევრის კანდიდატურაც შესთავაზა. "კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს პედაგოგებით, ექიმებით სოფლის მეურნეობის მცოდნე ხალხით, წარმომადგენლები უნდა იყვნენ რაიონის აქტივიდან. მაგათ ჩაფიქრებული აქვთ ჯგუფში 5-10 კაცი შიეყვანონ, მაგრამ ეგ იქნება ისევ ის კომუნისტური დანაშაული. მე ხელთ მაქვს სია, რომელშიც ადამიანები ასახელებენ პიროვნებებს, ვინც უნდათ რომ კომისიაში იხილონ. თუ ალიკა სირბილაშვილი მოქალაქეების ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ოთხშაბათიდან ჩვენ შევალთ გამგეობის შენობაში და მოვახდენთ პიკეტირებას. გურჯაანში მარტვილის სცენარი განმეორდება. აპირებენ გამგებლის დამტკიცება 15 დეკემბრამდე გადაიტანონ, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ."

კანდიდატების მონაცემებს დღემდე დაუდგენელი კომისია განიხილავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების~ კახეთის კოორდინატორი ნანა დევიძე ამბობს, რომ მათ შეთავაზება აქვთ და კომისიას მონიტორინგს გაუწევენ."ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა საუბრის დონეზე პოლიტიკურმა პარტიებმა გვთხოვეს ჩავერთოთ კომისიის მონიტორინგში და შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჩვენი ორგანიზაცია ისედაც აქტიურად აკვირდება თვითმმართველობების საქმიანობებს," _ განგვიმარტა მან, თუმცა არ დაგვიკონკრეტა რომელი პარტიისგან ჰქონდათ შეთავაზება. `ქართული ოცნების~ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი დავით ნიკოლაშვილი საკუთარ სიმპათიას და მხარდაჭერას იოსებ ბერიკაშვილს უცხადებს. "არ ვიცი კომისია რა პრინციპით შეიქმნება და რა დებულება ექნება, თუმცა ვთვლი, რომ გამგებლობის ღირსეული კანდიდატი იოსებ ბერიკაშვილია. ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო ახმეტის საგამოძიებო ჯგუფის უფროსი, ასევე გურჯაანის საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელი, პოლიციის უფროსი. მას ყველა დადებითად ახასიათებს. ძალიან იშვიათია კაცი პოლიციიდან წამოვიდეს და ხალხს მაინც უყვარდეს," _ გვითხრა მან და აქვე დასძინა: "როგორც ჩანს, ცენტრიდან ნამდვილად არ ხდება ჩარევა და მათი მხრიდან რომელიმე კანდიდატის მიმართ პროტექცია არ იკვეთება. ასე რომ იყოს, ამას პირდაპირ იტყოდნენ. რაც შეეხება კომისიას, ვფიქრობ, წარმოდგენილი უნდა იყოს ფართო სპექტრით და მონიტორინგს უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები."

როგორც ალექსანდრე სირბილაშვილმა "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, კომისია ორშაბათს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცება. აქვე განისაზღვრება ის დებულებები, რაც გამგებლობის პრეტენდენტებს შეეხებათ _ თუ რა გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და როგორ გამოიყურებოდეს მათი cv-ები.

საკრებულომ დაარღვია ადმინისტრაციული კანონი და                                                        კანდიდატების cv-ები არ მოგვაწოდა

რადგან გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე სირბილაშვილი და მისი ოპონენტებიც თანხმდებიან, რომ თანამდებობის პირების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მონიტორინგს უწევდეს არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი, "სპექტრმა" საჭიროდ ჩათვალა ყველა კანდიდატის განაცხადი და ბიოგრაფიული მონაცემები გამოექვეყნებინა. ამ მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მივმართეთ. თუმცა დღის ბოლომდე პასუხი არ გაგვცეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა დავით გოგებაშვილმა, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, განმარტა, რომ ალექსანდრე სირბილაშვილმა მიმართვა მას დააწერა და იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე პასუხის გაცემა დაავალა, მას კი ამისთვისა 3 დღე სჭირდება. რადგან გურჯაანის საკრებულოს წარმომადგენლებმა მთელი დღის განმავბლობაში ვერ გაარკვიეს, უნდა აეღოთ თუ არა ნებართვა გამგებლობის კანდიდატებისგან მათი სივების გასაჯაროების შესახებ, `სპექტრი~ `საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს~ აღმასრულებელ დირექტორ, იურისტს თამარ კორძაიას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის 44 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ყველა ინფორმაცია თანამდებობის პირებისა და ამ პოსტზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ღიაა და დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება. საბოლოოდ, ალექსანდრე სირბილაშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და მთავარ რედაქტორთან სატელეფონო საუბარში განაცხადა: "მე მივეცი მითითება, რომ სასწრაფოდ გადაეღოთ შესაბამისი დოკუმენბტაციის ასლები და თქვენთვის მოეწოდებინათ. ნება იბოძოს დავით გოგებაშვილმა და ამ დარღვევისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს."

P.S. ამ ეტაპზე, სპექტრმა მოიპოვა ერთ-ერთი კანდიდატის ზვიად ყვირალაშვილის ცვ, რომელიც `საქართველოს რესპუბლიკური პარტიის XIV ყრილობის მასალებში~ 2011 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.

ზვიად ყვირალაშვილის cv

მე, ზვიად ყვირალაშვილი დავიბადე 1972 წლის 15 ოქოტმბერს ქ. გურჯაანში. 1989 წელს დავამთავრე ქ. გურჯაანის #1 საშუალო სკოლა. 1989 წლის 9 აპრილს ქ. გურჯაანში მოწყობილი მიტინგის ორგანიზატორობისთვის იმდროინდელი უშიშროების მიერ გაძევებული ვიყავი ქვეყნიდან და სწავლა გავაგრძელე ქ. ვორონეჟში. პროფესიით ვარ ინჟინერ-ტექნოლოგი. ვარ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი. 1994 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი გურჯაანის კოოპერაციული მრეწველობის კომბინატში, წარმოების უფროსის თანამდებობაზე. 2002-2003 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტში საინჟინრო სამსახურის ქიმიური ნაწილის უფროსის თანამდებობაზე. 2006-2010 წლებში ვიყავი გურჯაანის თვითმმართველობის წევრად არჩეული და ფრაქცია `რესპუბლიკელების~ თავმჯდომარე. 2007 წლიდავ ვარ რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამჟამად ვარ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.