თვითმმართველობა
კახეთში "ნაციონალები" პოზიციების შენარჩუნებას "ოცნების" სახელით ცდილობენ

მარინა პეტრიაშვილი

 ბოლო ორი კვირის განმავლობაში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათ წარმომადგენელზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. მართალია, ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ, მაგრამ განცხადებები თანამდებობიდან წასვლის შესახებ თითქმის ყველა ხელმძღვანელმა დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, `ნაციონალური მოძრაობის~ წევრებმა მმართველ პარტიას `დაასწრეს,~ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ათკაციანი ფრაქცია `ოცნების~ სახელით შექმნეს და თავმჯდომარეებად საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს (რიგ შემთხვევაში უკვე აირჩიეს). როგორც ექსპერტი დავით ლოსაბერიძე განმარტავს, ძველი მთავრობა პოზიციების შენარჩუნებას ამ გზით ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების გათავისუფლება კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, ამ პროცესს გურჯაანში უფრო მეტი ხმაური ახლდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების მიერ აქცია ორჯერ გაიმართა, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის შეცვლას ღიად მოითხოვდნენ. აქციაზე ისიც გაჟღერდა, რომ საკრებულოში შექმნილი იყო ათკაციანი ფრაქცია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაქარია იაგანაშვილისა და გამგებლის დავით მესხიშვილის შეცვლას გეგმავდა. აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე სირბილაშვილმა და აღნიშნა, რომ თვითონაც ფრაქციის წევრია, თუმცა მათი მიზანი ვინმეს გადაყენება კი არა, მოსახლეობის დახმარებაა. "ფრაქცია 6 ნოემბერს შეიქმნა. მისი თავმჯდომარეა ალექსანდრე ინანაშვილი და საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ. უახლოეს საკრებულოს სხდომაზე მოხდება მისი დარეგისტრირება. ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, რომ ვინმეს იმპიჩმენტი მოვუწყოთ, არამედ _ გურჯაანელი ხალხის კეთილდღეობაზე და მომავალზე ვიზრუნოთ."

"სპექტრის" ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ალექსანდრე სირბილაშვილის დანიშვნა იგეგმებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონ ალექსანდრეს ჯერ კიდევ მანამდე ვესაუბრეთ, სანამ ზაქარია იაგანაშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერდა. მან აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, იმავე საღამოს თანამდებობა დატოვა არა მარტო საკრებულოს თავმჯდომარემ, არამედ _ გამგებელმაც. "ყველაფერი ჩვენთვისაც მოულოდნელად მოხდა. საღამოს 5 საათისთვის განცხადება დაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ, ხოლო 6 საათისთვის _ გამგებელმა. ორივე მხრიდან იყო კოლეგიალური შეხვედრა, როგორც აპარატთან, ასევე ბიუროსთან. ჩვენ ეს ყველაფერი ოქმით დავადასტურეთ," _ გვითხრა ალექსანდრე სირბილაშვილმა და იქვე დასძინა: "ამჟამად გამგეობა პირველი პირის გარეშეა. ერთი მოადგილე სოსო ქიტიაშვილი პირადი განცხადებით გათავისუფლდა, გიორგი პეტრუზაშვილი შვებულებაშია, დავით ბეჟაშვილი კი _ ბიულეტენზე, თუმცა, გამოვიძახეთ და გამგებლის მოვალეობას დროებით ის შეასრულებს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თანამდებობის პირის დანიშვნა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მოხდეს."

საკრებულოს სხდომა 22 ნოემბერს 4 საათზე დაინიშნა. დღის წესრიგში სამი საკითხი იდგა: საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ განცხადების განხილვა, ახალი ფრაქციის დარეგისტრირება და გამგებლის არჩევა. თუმცა სხდომა გადაიდო, რადგან გამგებლის თანამდებობაზე პრეტენზია კიდევ ორმა კანდიდატმა განცხადა. როგორც "სპექტრთან" საუბარში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე სირბილაშვილმა აღნიშნა, დღესდღეობით გურჯაანის გამგებლის თანამდებობაზე უკვე ხუთი პრეტენდენტის განცხადებაა წარდგენილი. ესენი არიან: ზვიად ყვირალაშვილი, ჯონი ოსიაშვილი, ნუგზარ კვაცაშვილი, სოსო ბერიკაშვილი და ლენა მოდებაძე. მისივე თქმით, არ იყო საკმარისი დრო, რომ ყველა კანდიდატურა განხილულიყო, ამიტომ სხდომა მეორე კვირისთვის გადაიდო. "იმის გამო, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მივიღოთ და ყველა კანდიდატურა განვიხილოთ, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე კიდევ მოვითხოვე. ამის შესახებ ბიუროს წევრებს შევუთანხმდი. დასახელებული კანდიდატებიდან საკრებულოს წევრების მხრიდან სოლიდური მხარდაჭერა ჰქონდა ზვიად ყვირალაშვილს, მაგრამ, სხვა განცხადებების შემოსვლამ გვაფიქრებინა, რომ არ დავუშვათ კომპრომატები საზოგადოებასთან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან,"_ გვითხრა ალექსანდრე სირბილაშვილმა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამართულ აქციებზე, იმ საკითხმაც გაიჟღერა, რომ "რესპუბლიკური" პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად ყვირალაშვილი რეალურად "ნაციონალების" კადრია და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" სწორედ მათ მიერაა აგენტად შეგზავნილი. "ჩამოყალიბდა ფრაქცია, რომელსაც დაერქვა "რესპუბლიკელები ქართული ოცნება". მასში 10 ადამიანია გაწევრიანებული. მათი მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად მოიყვანონ ზვიად ყვირალაშვილი. ეს ადამიანი პოლიციასთან, კუდთან, სოდთან და პროკურატურასთან იყო შეკრული და "ნაციონალებში~ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. უშუალოდ მისი ხელშეწყობით მოხდა გურჯაანში გიორგი ღვინიაშვილის გამარჯვება. გამგეობაში ამბობენ, რომ სურთ `ქართულ ოცნებას~ ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცენ, მაგრამ რეალურად გამგებლის პოსტზე ზვიად ყვირალაშვილი ის კანდიდატურაა, რომელიც ისევ მათთვის იმუშავებს. მიდის კონსტიტუციური გარიგება, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ," _ ამბობდა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ ფურცელაძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში თანამდებობა დატოვეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა _ ნიკოლოზ შანშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე _ ლევან ბაღაშვილმა. თელავის გამგებელმა _ ნუგზარ ხუცაიძემ. ახმეტის გამგებელმა _ კობა მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე _ ალექსანდრე მაილაშვილმა.Lლაგოდეხის გამგებელმა _ დიმიტრი ლოლაძემ. აქვე აღვნიშნავთ, რომ დედოფლისწყაროში საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე აირჩიეს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, 30 წლის ლევან ნატროშვილი. ექსპერტი დავით ლოსაბერიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელების აღნიშნული ფორმით შეცვლა ბუნებრივი მოვლენაა. "ასე მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგაც, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა და ახალი მოვიდა, ასე ხდება დღესაც. ეს არის იმპროვიზაცია ძველი ხელისუფლების მხრიდან. პოზიციების შენარჩუნებას ისინი ამ გზით ცდილობენ. მმართველ გუნდში ყოველთვის დარჩებიან ასეთი ადამიანები. რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, პრობლემები იყო და ისევ იქნება, სანამ არ მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია, არა მარტო კანონით, არამედ პრაქტიკითაც. ეს პროცესი საქართველოში 1997 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა ცენტრალიზებული მმართველობის თანამიმდევრული რეფორმირება ჩვენთან მხოლოდ 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო," _ გვითხრა დავით ლოსაბერიძემ.

კახეთის რეგიონში პოლიტიკური მოვლენები ერთი სქემით ვითარდება. როგორ გადანაწილდება ძალაუფლება და რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოვლენ თანამდებობებზე, ალბათ, 2012 წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.