თვითმმართველობა
პროტესტის მეორე ტალღა "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში
თამარ კაპანაძე
13 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან `ქართული ოცნების~ მორიგი აქცია გაიმართა, სადაც ახალი მოთხოვნები გაჟღერდა."ხალხში შიში კიდევ არსებობს. ალეკო კახიძე რამდენიმე წელია გუბერნატორის მოადგილეა და ხალხი ტერორში ჰყავს. ისიც და გოგიტა სიბაშვილიც პოსტს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. გიორგი ღვინიაშვილმაც უნდა დატოვოს საქართველოს პარლამენტი. მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რაც პროკურატურამ უნდა გამოიძიოს," _ აღნიშნა `ქართული ოცნების~ წარმომადგენელმა მიხეილ ფურცელაძემ.
მან ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომლებმაც თვითმფრინავის ნაწილები შეიძინეს. უფრო ზუსტად, კი არ იყიდეს, უბრალოდ ფული გაფლანგეს. მთლიანი თანხა მილიონ 900 000 ლარს შეადგენს. ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს მიიღეს, სინამდვილეში ოქმი 24 აგვისტოთი გააფორმეს."
აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი. "თავის დროზე როდესაც ბიუჯეტი შედგა, საფინანსო სამსახურმა განმარტება გააკეთა. ეს არის შესყიდვების ცოდნის ამბავი. შესყიდვების ფორმა დამტკიცებულია. ყველა პუნქტს აქვს თავისი კოდი და მუხლი, ამ მუხლში ზის თანხა და არა ის, თუ რა შევიძინე. ეტყობა ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდათ, არანაირი თვითმფრინავის ნაწილები არ შეგვიძენია. ეს არის კოდი, სადაც თვითმფრინავის ნაწილებთან ერთად აღნიშნულია რკინიგზის, გარე განათების ქსელებისა და საცურაო მომსახურება. თუ იმ მუხლში რაიმე თანხაა უნდა მოხმარებოდა გარე განათების ქსელებს. რაც შეხება თარიღს, ესეც არასწორია. დადგენილებას რომ მივიღებთ, თუ ბიუჯეტი მეორე დღესვე არ გაიგზავნა მაცნეში, უკვე კანონდარღვევაა და ის ძალაში ვერ შევა. გეგმა შემუშავებულია ოქოტმბერში გამართულ საკრებულოს სხდომაზე და გადაწყვეტილებაც მაშინ არის მიღებული," _ განმარტა ზაქარია იაგანაშვილმა.
აქციაზე ბრალდებები კოალიცია `ქართული ოცნების~ გურჯაანის რაიონული შტაბის წევრის `რესპუბლიკური პარტიის~ თავმჯდომარის ზვიად ყვირალაშვილის მიმართაც გაჟღერდა. მიხეილ ფურცელაძე კვლავაც ამტკიცებდა, რომ ზვიად ყვირალაშვილი `ნაციონალური მოძრაობის~ წევრებთან არის გარიგებული. შეკრებილი საზოგადოების განცხადებით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაიმართება. "ხელისუფლების სათავეში ახალი მმართველი გუნდი მოვიდა და რაიონებში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციებს პერმანენტულად გავმართავთ," _ გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.
აქციაზე იმყოფებოდა სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, რომელიც მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გახსნაზე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. "მოვითხოვ, ჩემს ადგილზე დაბრუნებას, რადგანაც პოლიტიკური ნიშნით ვარ გათავისუფლებული. ჩალაუბნის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი, ასევე ვმუშაობდი სასწავლო ნაწილის გამგედ. ალეკო კახიძემ თავისი ნათესავი ვიღაც არაპროფესიონალი, ინჟინერი ლალი კუდაშვილი გამოძებნა და დირექტორად დანიშნა. მან კანონის უხეში დარღვევით უმიზეზოდ გამათავისუფლა. ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ჩემი საათები კახიძის ნათესავებს გაუნაწილეს. ძალიან განვრისხდი. შევიტყვე, რომ მელაანის საჯარო სკოლა პრეზიდენტს უნდა გაეხსნა. ვიფიქრე, პირადად შევხვედროდი, ჩემი პრობლემის შესახებ გავესაუბრებოდი და ამისთვის მელაანში წავედი. პოლიციის უფროსი ლევან ბიწკინაშვილი მოვიდა და მითხრა ტერიტორია დატოვე, თორემ გაგათრევთო. ამ სიტყვების შემდეგ ორმა პიროვნებამ ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამაგდო. თავში ისე მირტყეს, რომ გონი დავკარგე და აღარ მახსოვს კაჭრეთის საავადმყოფოში როგორ აღმოვჩნდი. ოქტომბრის ბოლო რიცხვებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ყველა პედაგოგი სკოლაში უნდა დაბრუნდეს, რისთვისაც სამი კვირის ვადა მისცათ. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ ლალი კუდაშვილი ისევ თვითნებობს და აცხადებს: "ჩემს სკოლაში მინისტრი მე ვარო." _ აღნიშნა ლამზირა ყორჩიშვილმა.
კოალიცია `ქართული ოცნების~ წევრებმა `რესპუბლიკური პარტიიდან~ აქციის ორგანიზატორებს პროვოკატორები უწოდეს და პროტესტი პლაკატების ჩამოხევით გამოხატეს. "ესენი არიან პროვოკატორები და არა `ქართული ოცნების~ წევრები," _ განაცხადა გელა მიმინოშვილმა. "ესენი არ არიან ქართული ოცნების წევრები. ვინ არის ფურცელაძე და ნიკოლაშვილი მთელ რაიონს მოეხსენაბა. რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერი ტყუილია,"_ აღნიშნა გიორგი დვალმა. შელაპარაკება მოხდა ტელეკომპანია "ტვ-9"-ის ოპერატორსა და "ქართული ოცნების" "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს შორის. ოპერატორი მათ მიუთითებდათ, რომ პლაკატების ჩამოხევა არ შეიძლება, რასაც კოალიციის წევრების აღშფოთება მოჰყვა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.