თვითმმართველობა
დაპირისპირება "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში
მარინა პეტრიაშვილი
9 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები. ისინი მოითხოვდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასრულდეს ორხელისუფლებიანობა და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყოფილი გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის, ასევე ძმების, გიორგი და გოჩა სიბაშვილების წინააღმდეგ. აქციაზე ბრალდებები გაისმა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ზვიად ყვირალაშვილის მისამართითაც, რომელსაც ბრალს `ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან გარიგებაში სდებდნენ. "ჩვენი მოთხოვნებია: გურჯაანის რაიონში დასრულდეს ორხელისუფლებიანობა. აგრეთვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე რესპუბლიკის პროკურატურაში გამგეობისა და საკრებულოს ქმედითუუნარობაზე და მათ კრიმინალურ საქმიანობაზე. დაისაჯონ არჩევნების გამყალბებლები: ძმები გიორგი და გოჩა სიბაშვილები და ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომლებმაც გურჯაანის რაიონში ტერორით და გაყალბებით შეძლებს არჩევნებში გამარჯვება. ეს უნდა გამოიძიოს რესპუბლიკის პროკურატურამ და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს," _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა დავით ნიკოლაშვილმა. მანვე სერიოზული ბრალდებები წაუყენა `რესპუბლიკური პარტიის~ თავმჯდომარეს ზვიად ყვირალაშვილს. "ჩვენ `რესპუბლიკურ~ პარტიას და მის ლიდერებს არ ვუპირისპირდებით, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი ზვიადი რაიონის პროკურორის ახლო ნათესავია. მისი მიზანია, შეიქმნას ფრაქცია და სასურველი კანდიდატი დააყენონ გურჯაანის გამგებლად. ჩვენ ის გარიგებაში ვამხილეთ," – გვითხრა მან.
აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა კოალიცია `ქართული ოცნების~ წევრი მიხეილ ფურცელაძე. მან იგივე ბრალდება წაუყენა ზვიად ყვირალაშვილს და ისიც დასძინა, რომ ის ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც გურჯაანის რაიონში `ქართული ოცნების~ არჩევნებში გამარჯვებას ხელი შეუშალა."ჩამოყალიბდა ფრაქცია, რომელსაც დაერქვა `რესპუბლიკელები ქართული ოცნება~. მასში 10 ადამიანია გაწევრიანებული. მათი მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად მოიყვანონ ზვიად ყვირალაშვილი. ეს ადამიანი პოლიციასთან, კუდთან, სოდთან და პროკურატურასთან იყო შეკრული და `ნაციონალებში~ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. უშუალოდ მისი ხელშეწყობით მოხდა გურჯაანის რაიონში, არჩევნებში გიორგი ღვინიაშვილის გამარჯვება. გამგეობაში ამბობენ, რომ სურთ `ქართულ ოცნებას~ ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცენ, მაგრამ რეალურად გამგებლის პოსტზე ზვიად ყვირალაშვილი ის კანდიდატურაა, რომელიც ისევ მათთვის იმუშავებს. მიდის კონსტიტუციური გარიგება, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ," _ გვითხრა მან და იქვე დასძინა: "მე `ქართული ოცნების~ წევრი ვარ, მაგრამ ეს აქცია არ ტარდება კოალიციის მხრიდან, ეს არის გურჯაანელი ხალხის მიერ ორგანიზებული. ისინი ამით პროტესტს გამოხატავენ `ნაციონალების~ მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ მძიმე რეჟიმისგან განთავისუფლებას ითხოვს."
`სპექტრი~ კოალიცია `ქართული ოცნების~ გურჯაანის რაიონული შტაბის წევრს, `რესპუბლიკური~ პარტიის თავმჯდომარეს ზვიად ყვირალაშვილს დაუკავშირდა და გამგეობის წინ გამართულ აქციას თაობაზე კომენტარი სთხოვა. როგორც მან გვითხრა, ორგანიზატორებმა მოსახლეობა აქციაზე მოტყუებით მიიყვანეს. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები კი სრული აბსურდია. "ხალხი მოტყუებით მიიყვანეს. უთხრეს, რომ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერი აქცია უნდა გამართულიყო, სადაც ქალბატონი მანანა ბერიკაშვილიც იქნებოდა. ის ბრალდებები, რაც დავით ნიკოლაშვილმა და მიხეილ ფურცელაძემ აქციის დროს გააჟღერეს, აბსურდულია. გურჯაანს ჰყავს მოქმედი გამგებელი, რომელსაც არც განცხადება დაუწერია და თანამდებობიდანაც არ წასულა, შესაბამისად, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის განხილვა შეუძლებელია. თვითონ ბატონი მიხეილი ხელმოცარული პიროვნებაა. მას ჯერ `ქართული ოცნების~ პარტიის თავმჯდომარეობა, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატობა და ბოლოს გამგებლობაც სურდა," _ გვითხრა ზვიად ყვირალაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანის საკრებულოში მართლაც არის ფრაქცია `ქართული ოცნება რესპუბლიკელები~, რომელიც საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნით შეიქმნა და 10 ადამიანი გაწევრიანდა. "ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ სურვილი უკეთესობისკენ წაიყვანონ ჩვენი მოქალაქეების ყოფა და მათთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მით უფრო, რომ ყველაფერი ჩემს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოხდა. ხოლო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან დავით ნიკოლაშვილი და მიხეილ ფურცელაძე, ჩვენს გვერდით ვერ დავიყენებთ. გურჯაანში კარგად იციან ვინ არის ზვიად ყვირალაშვილი და ვინ არის დავით ნიკოლაშვილი," _ გვითხრა მან. "სპექტრმა" კომენტარი იქ მყოფ მოქალაქეებსაც სთხოვა და აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა მართლაც შეცდომაში შეიყვანეს და აქციაზე შემთხვევით მოხვდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.