თვითმმართველობა
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა...

ლანა გულოშვილი

 28 ივლისს კოალიცია `ქართული ოცნების~ გურჯაანის ოფისში ხალხმრავლობა იყო. გაერთიანების ადგილობრივ წარმომადგენლებს მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილი და ამჯერად უკვე `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, მანანა ბერიკაშვილი შეხვდა. შეკრება ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. კოალიციის წარმომადგენლებს არ უთქვამთ რაზე ისაუბარეს. `სპექტრმა~ მანანა ბერიკაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, გურჯაანელი ხალხის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ `ქართული ოცნება~ მოახლოებულ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. ამავდროულად, კახელ გლეხს პრობლემების გადაჭრას ჰპირდება. "დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ თითოეული გურჯაანელის გასაჭირი გულდასმით მოვისმინო და იმ პოლიტიკურ ჯგუფამდე მივიტანო, რომელიც აუცილებლად მოვა ქვეყნის სათავეში და ამ პრობლემებს გადაჭრის. ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა მივხედო, მოვუარო გურჯაანს. ეს მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს წელში გამართული. აქ, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, უნდა დამთავრდეს სიღარიბე, გაჭირვება და დაშინება," _ განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მანანა ბერიკაშვილის თქმით, მას კონკურენტების არსებობა არ აშინებს და მიიჩნევს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურ კითხვას _ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადახდილი ოთხმოცი მილიონი ქველმოქმედებაა, თუ ყადაღის საფასური? _ მანანა ბერიკაშვილი შემდეგნაირად პასუხობს: "ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მონიტორინგის წარმოებას. მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი გაკონტროლდეს. მთავარია, ხელისუფლების კეთილი ნება, თორემ ბიძინა ივანიშვილმა პირველივე დღეებში გამოხატა კახელების დახმარების სურვილი და ეს კარგად გამოჩნდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ის ყადაღის გადახდას არ აპირებდა, რადგან უკანონობად მიაჩნდა, სტიქიის შემდეგ განაცხადა, რომ ბიუჯეტში ათ მილიონს ჩარიცხავდა, თუმცა როდესაც სიტუაციას ადგილზე გაეცნო, მიხვდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ გადაიხადა ოთხმოცი მილიონიც, მაგრამ თუ ამ ხელისუფლებას არ ექნება ხალხის დახმარების სურვილი, მაშინ რაზეა ლაპარაკი?!" _ გვითხრა მანანა ბერიკაშვილმა.

`ქართული ოცნების~ გურჯაანის ოფისში იმყოფებოდა მსახიობი ზურა ბერიკაშვილიც. როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილი ქართული კულტურის დიდი მეგობარია და წლების განმავლობაში უანგაროდ ინახავდა თეატრებს. ამიტომ თვლის, რომ ქვეყნის სადავეები სწორედ მან უნდა აიღოს ხელში."ათი წელია მსახიობებს გვერდში გვიდგას ყოველგვარი რეკლამისა და აფიშირების გარეშე, დიდი ხნის განმავლობაში სახეზეც კი ვერ ვცნობდით. მან ოჯახები _ შიმშილს და თეატრები დანგრევას გადაარჩინა. საქართველოში უამრავია ისეთი სფერო, სადაც ბატონმა ბიძინამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა. იმედი მაქვს, ამ არჩევნებში `ქართული ოცნება~ გაიმარჯვებს," _ გვითხრა ზურა ბერიკაშვილმა.

გურჯაანის ოფისიდან წასვლის შემდეგ, მანანა ბერიკაშვილი კოალიციის წევრის ილია სულიაშვილის ოჯახს ესტუმრა, რომელიც პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით პირველ ივლისს დააკავა და ოცდათხუთმეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ამჟამად სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ოცდაექვს ივლისს მას მამა, თამაზ სულიაშვილი გარდაეცვალა. დაკავებულს გათავისუფლებამდე ოთხი დღე ჰქონდა დარჩენილი. მამის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მას ბადრაგის თანხლებით მისცეს. ილია სულიაშვილი ამავდროულად საარჩევნო პროგრამა `კარდაკარის~ რეგისტრატორი იყო.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია `ქართულმა ოცნებამ~ მაჟორიტარი კანდიდატები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წარადგინა. ესენი არიან: გურჯაანში _ მანანა ბერიკაშვილი, სიღნაღში _ გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში _ ალექსანდრე თამაზაშვილი, საგარეჯოში _ თინათინ ხიდაშელი, ლაგოდეხში _ ლუკა კურტანიძე, ყვარელში _ დავით ქევხიშვილი, თელავში _ გელა სამხარაული და ახმეტაში _ ზურაბ ზვიადაური.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.