გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, განყოფილებისა
და სამსახურის უფროსები, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლები
წარადგინა, რომლებიც კონკურსის წესით დაინიშნენ.
თანამდებობები ასე გადანაწილდა:
-ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - მაია
ლალიაშვილი;
-მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების
უფროსი ლევან წინწალაშვილი;
- შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - მაია ჯაფარაშვილი;
-ინსპექტირების განყოფილების უფროსი - მაგდა მაჭავარიანი;
-კონტროლის განყოფილების უფროსი - ალექსანდრე შავგულიძე;
-იურიდიული განყოფილების უფროსი - თეონა ელიზბარაშვილი;
-ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების
განყოფილების უფროსი - რამაზ ქიტიაშვილი;
-კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი - თამარ ფურცელაძე;
-მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი -
მერი ოსოშვილი;
-საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის
განვითარების განყოფილების უფროსი - ნინი ნინოშვილი;
-კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
უფროსი - ეკა ცისკარაშვილი;
-ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი -
სოფიო ქუმსიაშვილი;
-ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების
უფროსი გივი ამისულაშვილი;
-ქონების მართვის სამსახურის უფროსი -კოტე ბერიძიშვილი;
-"ბრძანებებს ხელი დღეს მოვაწერე. საკონკურსო კომისიამ კანდიდატები
გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია, მაქვს მოლოდინი რომ
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს ადამიანები იდეალურად მოემსახურებიან
და გურჯაანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. "- აღნიშნა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
ვინ დანიშნეს სოფლებში მერის წარმომადგენლებად, შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე :
ვინ შეარჩია საკონკურსო კომისიამ გურჯაანის სოფლებში
მერის წარმომადგენლებად
მასალის გამოყენების პირობები