გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მოსალოდნელი რეორგანიზაციის
შესახებ განმარტება speqtri.ge-სთან კიდევ ერთხელ გააკეთა.
კულტურის სამსახურის უფროსს, ეკა ბეროშვილს კი ჩვენი საშუალებით
მადლობა გადაუხადა, რომ მისი თხოვნა სწორად გაიგო და
სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება
დაწერა.
“რაკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და განცხადება დაწერა, მე მას
შევთავაზე ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი.
მან ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო. რაც შეეხება, დირექტორის
დანიშვნას, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან ბევრ პრობლემაზე
ერთდროულად მიწევს მუშაობა.“-აღნიშნა გურჯაანის მერმა
speqtri.ge-სთან.
სხვა რა საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი მერიაში? - ამ კითხვაზე
არჩილ ხანდამაშვილს შემდეგი პასუხი აქვს:
-„რამდენიმე დღეში გამოვაცხადებ სტრუქტურულ რეორგანიზიაციას. ვფიქრობ,
სამსახურები და განყოფილებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია
მოქალაქეების მომსახურებასთან, სწორად უნდა იყოს დალაგებული.
კონსულტაციებს გავდივარ როგორც გუბერნიასთან, ასევე სამინისტროებთან.
სტრუქტურა დასახვეწია და ამიტომ ვერ ვამბობ ხმამაღლა, რა ფორმით
ჩამოყალიბდება. რაც შეეხება კონკურსით დანიშნულ თანამშრომლებს, მათთან
მიმართებით კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ წასვლის შესახებ
განცხადებას დაწერენ, დაკმაყოფილდება. იმ შემთხვევაში კადრების
შემცირება მოგვიწევს, ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილებთ. წინასწარ
ვერაფერს ვიტყვი სოფლებში მერის წარმომადგენლებზეც. ეს საკითხი
თავიდან ბოლომდე გასავლელია. ვფიქრობ, რამდენიმე სოფელში ცვლილება
იქნება.“
ცნობითვის, საკადრო ცვლილებები გურჯაანის მერმა სამსახურში
მისვლისთანავე დაიწყო. პირველივე დღეს სამსახურიდან დაითხოვა ორი
მოადგილე-
დიმიტრი კალატოზიშვილი და ალეკო ყვირალაშვილი.
მედიასთან კი განაცხადა, რომ სამსახურის უფროსებს და განყოფილების
ხელმძღვანელებს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა
მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები