თვითმმართველობა
"კანონში არადემოკრატიული არაფერია _ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეები საკუთარ თავზე გამოსცდიან"
 "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კამპანია _ "ეს შენ გეხება" წამოიწყეს. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის დაპირების მიუხედავად, რომ კანონი არ შეეხება ფიზიკურ პირს და არ შეზღუდავს მოქალაქის პოლიტიკურ აქტივობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ახსნა-განმარტებისთვის კონტროლის პალატაში დაიბარეს.
2011 წლის 28 დეკემბერს `მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ~ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კამპანიის _ `ეს შენ გეხება~ წამოწყების მიზეზი გახდა. 13 თებერვალს `ქორთიარდ მერიოტში~ 170-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებას მიუღებლად მიიჩნევს და ჩასწორებას მოითხოვს. თავად იურისტებიც აღნიშნავენ, რომ კანონი ბუნდოვან, ორაზროვან განმარტებებს მოიცავს და მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნას ისახავს მიზნად. 16 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა, პარლამენტის წინ აქცია _ `ეს შენ გეხება~ გამართეს და პროტესტი გამოხატეს. მონაწილეები საზოგადოებას აცნობდნენ, რომ ეს კანონი პოტენციურად ყველა მოქალაქის უფლებებს ზღუდავს (`სპექტრი~ ამის შესახებ წერდა).
23 თებერვლიდან კამპანიამ რეგიონებში გადაინაცვლა. აქციას გურჯაანიც შეუერთდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ადგილობრივ მედიასაშუალებებთან ისაუბრა თოქ-შოუში `ძალა უძალოთა~, რომელიც 2 მარტს ტელეკომპანია გურჯაანის პირდაპირი ეთერით გადაიცა. როგორც კუბლაშვილმა განმარტა, კანონი ფიზიკურ პირებს და რიგით მოქალაქეებს არ ეხება. მათ არ ეკრძალებათ აზრის გამოხატვა. მისივე თქმით, კონტროლის პალატა, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და იურიდიული პირების მდგომარეობით დაინტერესდება. "გარკვეული თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული იყო ევროსაბჭოს შესაბამისი მისია, რომელთაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის შესწავლა ჰქონდათ დავალებული. დასკვნა ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისის თვეში მომზადდა და განიხილა ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა, რის შემდეგაც დაიდო რეკომენდაცია. მათ შორის მთავარი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების მეტი გამჭვირვალობა, შექმნილიყო ქმედითი ორგანო, რომელსაც ექნება კონტოროლის მექანიზმი. პირდაპირ იყო მითითებული, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის სწორი ადრესატი ამ მიზნებისთვის და უნდა ყოფილიყო სანქციები, იმისთვის რომ არ მომხდარიყო დარღვევები პოლიტიკური პარტიების მხრიდან. სწორედ ამ მიზნით შევიტანეთ კანონში შესაბამისი ცვლილებები. მთავარი არის ის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ვალდებულება გახადოს საჯარო თავისი ფინანსები, საზოგადოებას აუხსნას რა დაფინანსება აქვს და როდის მიიღო. დაიცვას კანონში მიღებული მოთხოვნები," _ აღნიშნა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.
პავლე კუბლაშვილმა პირდაპირი ეთერით ისიც განაცხადა, რომ აღნიშნული სანქციები არ შეეხება უბრალო მოქალაქეებს, რომელთაც სურთ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა. "არც ერთ გურჯაანელს არ შეეხება ეს კანონი, ვერცერთ გურჯაანელს ვერ შეურაცხყოფს. ვერ შეზღუდავს მის მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში. ესეთი ფაქტი არც ყოფილა და არც იქნება. კანონი უკვე ძალაშია შესული, მოქმედებს იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიმართ, ვინც ცდილობენ უკანონო გზით მოიტანონ ფული პოლიტიკაში. მათ მიმართ კანონი არის მკაცრი, მაგრამ მაჩვენეთ ერთი გურჯაანელი, რომელსაც ეს კანონი შეეხო, ამ კანონის გამო დაზარალდა. ჩვეულებრივ გურჯაანელს, ჩვეულებრივ ტყიბულელს, ჩვეულებრივ თბილისელს, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს ეს კანონი ვერაფერს აუკრძალავს. რამდენიც არ უნდა ეცადონ, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები წარმოაჩინონ, რომ ეს კანონი დრაკონულია, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ამაში არადემოკრატიული არაფერია. ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავზე გამოსცდიან," _ განმარტა პავლე კუბლაშვილმა.
არასამთავრობოებმა და ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს სპეციალური მომხსენებლის დასკვნაზე. მათი თქმით, 26-ე პრიმა მუხლში არსებული ბუნდოვანი ტერმინები _ "პოლიტიკური მიზნები" და "დაკავშირებული პირი" გაუგებარია და ფართე ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ჩნდება საშიშროება, რომ კანონი შეეხოს ნებისმიერ მოქალაქესა და ფიზიკურ პირს. ამასთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა: "ნებისმიერი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ის, რომ არ არსებობს ფაქტი, როდესაც კონკრეტული მოქალაქის უფლებები შეიზღუდა, როცა ვიღაცას პოლიტიკური აქტივობის საშუალება არ მიეცა, ან ვინმეს არ ჰქონდა აგიტაციის უფლება, შეიძლება ეს ვინმემ თეორიულად წარმოადგინოს და შექმნან აჟიოტაჟი ამის გამო, მაგრამ მთავარი ერთი რამეა-კანონის ნორმების გამოყენება ადასტურებს, რომ ამ ნორმების სხვა მიზნით გამოყენების არანაირი საშუალება არ არსებობს" _ აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
ასეთი კომენტარების მიუხედავად, "კონტორლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური სამსახური" კოალიცია "ქართული ოცნების" რეგიონული ოფისების აქტივისტებით დაინტერესდა, რომლებსაც ადმინისტრაციული კოდექსის 252 მუხლის საფუძველზე უწყებები გაუგზავნა. 13 მარტს ისინი კონტორლის პალატაში ახსნა-განმარტებების მისაცემად დაიბარეს, თუმცა მათთვის ამის მიზეზი გაურკვეველი იყო. როგორც გაერთიანების აქტივისტი, სოფელ კალაურის მკვიდრი ნინო ხიხაძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია რატომ მიიღო უწყება და კონკრეტულად რას გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252 მუხლი. "11 მარტს მივიღე უწყება, რომლის შინაარსშიც ვერ გავერკვიე. 13-ში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილებაში ჩავაბარე განცხადების ფორმა ქალბატონ მოგელაძის სახელზე. მათ არაფერი უთქვამთ."
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ჩაილურში მცხოვრები ასმათ ათუაშვილის თქმით, კონტორლის პალატის წარმომადგენლები, რომელთანაც იგი ახსნა-განმარტების დასაწერად მივიდა, ცინიკურად ექცეოდნენ. "გამჩხრიკეს თავიდან ბოლომდე, არ ვიცი რა უნდოდათ, რას ეძებდნენ. მე შემეშინდა და ვუთხარი არაფერი ჩამიდოთ-მეთქი. გამაფრთხილეს, "ქართულ ოცნებას" ჩამოშორდი, თუ გინდა შენს შვილებს დედა გვერდით ყავდეთო." 14 მარტს "ქართული ოცნების" გურჯაანი ოფისს, კოალიციის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტუმრობდა, რომელიც გაერთიანების აქტივისტებს შეხვდა და თანადგომა აღუთქვა. მან სიმშვიდის შენარჩუნებისკენ საზოგადოებას მოუწოდა. `დინჯად, ემოციების გარეშე იმოქმედეთ, როგორც კახელებს შეგშვენით. ცოტაც გაუძელით და ყველაფერი კარგად იქნება. ოქტომბრამდე, შემოდგომამდე მივიდეთ, ჩვენ მოვალთ და სამართლიანობას აღვადგენთ," _ განაცხდა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა.
ამ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა. ომბუდსმენის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა კონტორლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსს მოსთხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე და რა სტატუსით დაიბარეს პოლიტიკური პარტიების წევრები და ახსნა-განმარტების პროცესს ესწრებოდა თუ არა ადვოკატი. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ კახეთის კოორდინატორის ნანა დევიძის თქმით, პავლე კუბლაშვილის მიერ, ტელეკომპანია "გურჯაანის~ პირდაპირ ეთერში გაჟღერებული დაპირება არ შესრულდა. "არსებულმა მდგომარეობამ სხვა შედეგი გვაჩვენა. მედიის და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პირადად პავლე კუბლაშვილისგან მოვისმინეთ, რომ იყო დაპირება კონტორლის პალატის მიერ, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს ეს კანონი არანაირად არ შეეხებოდა, თუმცა სხვა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. დაიწყო `ქართული ოცნების~ წარმომადგენლების მასიური დაბარებები. გამართლდა ის ვარაუდები, რისი მოლოდინიც გვქონდა ამ კანონტთან დაკავშირებით," _ განაცხადა ნანა დევიძემ.
როგორც "ქართული ოცნების" აქტივისტები ამბობენ, კონტროლის პალატამ მათი ოჯახური და ფინანსური მდგომარეობა, ასევე შემოსავლის წყარო გამოიკვლია. "თავისუფალი დემოკრატების~ და კოალიციის წევრმა _ ბიძინა ჯოხაძემ გვითხრა. "მთავარი ის კი არ არის რატომ, რისთვის დაგვიბარეს, არამედ ის, რომ ეს იყო დაგეგმილი სპექტაკლი. არა ჩვენს შესაშინებლად, არამედ ხალხის დასათრგუნად გარედან მაყურებელი ადამიანების შესაშინებლად, რათა მათ იფიქრონ, თუ `ქართულ ოცნებასთან~ დაამყარებენ კავშირს პრობლემები ექნებათ კონტროლის პალატასთან, პოლიციასთან. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ნორმალურად გვესაუბრებოდნენ, არავითარი აგდებული ლაპარაკი მათი მხრიდან არ ყოფილა. ვიმეორებ, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. მეტი არაფერი." მისივე თქმით, მართალია, დაკითხვებმა უხეშობისა და ექსცესების გარეშე ჩაიარა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედებები საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინებისთვისაა გამიზნული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.