თვითმმართველობა
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება და სკანდალური დებატები
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 28 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით წარსდგა. გამოსვლას დაესწრნენ მთავრობის წევრები, საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი, მცხეთა_თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ_აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II და დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე და წარმატებულ პროექტებზე, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, კვლავაც დაუკმაყოფილებელი რჩება ხალხის არაერთი მოთხოვნა და მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის გაზრდა მთავრობის მნიშვნელოვანი საზრუნავია. მან სოფლის მეურნეობის სფეროც პრიორიტეტულ საკითხებს შორის დაასახელა და განაცხადა, რომ ამ დარგის მოდერნიზაცია და განვითარება მომავალშიც იგეგმება. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და გამოვიდა ინიციატივით, ცალმხრივი წესით გაუქმდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს განვითარების 2015 წლის ხედვა ძალაში რჩება, თუმცა მთავრობას დამატებით 5-პუნქტიანი გეგმა გააჩნია, რათა ქვეყნის წარმატება თითოეული მოქალაქის წარმატებად იქცეს. "ეს გეგმა ხუთ ძირითად ასპექტს ეფუძნება. პირველია დასაქმება. საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ მაგალითზე ვერ გრძნობს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. მთავრობისთვის არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე იმ ადამიანების დასაქმებაა, რომლებიც ვერ ახერხებენ სტაბილური სამსახურის შოვნას. ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყნის წარმატება იზომება ციფრებით და რეიტინგებით, არა უცხოურ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობით. ეკონომიკა არ არის მხოლოდ ციფრები. ეკონომიკა არის ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს, რამდენად აქვთ სტაბილური შემოსავალი, რამდენად არიან დაცული და რამდენად აქვთ ხვალინდელი დღის იმედი," _ განაცხადა საქრთველოს პრეზიდენტმა.
მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას თანაბარი დრო მიეცა და პოლიტიკური დებატები გაიმართა. საპასუხო მოხსენებით პირველად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ `ხელისუფლებამ ააშენა სისტემა, რომელიც დეჰუმანიზებულია და აკლია სამართლიანობა. ქვეყანას დღეს სჭირდება არა ერთ პარტიაზე მორგებული კვაზი ეკონომიკა, არამედ ეკონომიკა, რომელიც მთელ ქვეყანაზე მუშაობს და რომელშიც მთელი ქვეყანა მუშაობს. დროა ქვეყანა გადავიდეს სახელისუფლებო ჯგუფების მიერ მართვად კაპიტალიზმიდან თავისუფალი ეკონომიკისკენ.~ უმცირესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, ქართულ საზოგადოებაში არ მოიძებნება ადგილი საშუალო ფენისთვის. "ძალიან კმაყოფილი ცოტა მდიდარი და ცოტათი კმაყოფილი ბევრი ღარიბია _ ეს არ არის თქვენს მიერ აღმოჩენილი ნოუჰაუ, არამედ ხალხის საარჩევნო მანიპულაციის კარგად გააზრებული პოლიტექნოლოგიური სქემაა, რადგან შიში, სიღარიბე და პროპაგანდა გადაიქცა თქვენი ხელისუფლების მთავარ პოლიტექნოლოგიურ სქემად," _ აღნიშნა თარგამაძემ.
პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა. მან პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, საკმაოდ მოკრძალებული ქონება ჰქონდა, კერძოდ 95 000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ `სოსიეტე ჟენერალში~, 3 500 ევრო `თი-ბი-სი~ ბანკში მეუღლის სახელზე და რუსული შავი ვილისი. მისივე თქმით, პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი კვალიფიციური ექიმი იყო, დედა ჩვეულებრივი მეცნიერმუშაკი, ძმებსაც არანაირ ბიზნეს და სხვა ტიპის შემოსავალი არ ჰქონდათ."დღეს თქვენ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ხართ. თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს, საქართველოს თითქმის ყველა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავისა და სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებააLსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვ.მ ფართი, შპს `საუნივერსიტეტო ავეჯს~, მასვე ეკუთვნის გეპეის მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე `ხადილი~, 14% `ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის~ `შავი ზღვის უნივერსიტეტი~, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწა (განკარგულება 127; 22.03.2007წ) და სხვა," _ მიმართა მიხეილ სააკაშვილს ჯონდი ბაღათურიამ.
პრეზიდენტისა და ჯონდი ბაღათურიას დებატები ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვებით დასრულდა. მისი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა. პასუხში კი აღნიშნა: "ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია.~ როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, `ეს ხალხი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოს მთავრობაში, რომ ხელახლა ძარცვონ საქართველო და მოაჯდნენ მას თავზე სისხლისმწოვლებად, ხელახლა გაფლანგონ ბიუჯეტი, მთელი ეკონომიკა გადაიყვანონ ჩრდილში და სიბნელეში. ესენი ფარჩაკი, სულელი, ბრიყვი ხალხია, რომელთაც მართლა არაფერი ესაქმებათ ხელისუფლებაში."
მისივე თქმით, ჯონდი ბაღათურიას თვითონაც არ სჯერა რასაც ამბობს. "მართლა ვინმეს სჯერა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს სახლი? ეს ხომ სრული სისულელეა?... მათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანი აღსავსე იყოს იდიალიზმით და ისე მუშაობდეს. შეიძლება სახლი ვერ აიშენო, მაგრამ ააშენო ახალი ბათუმი, ახალი სიღნაღი, ახალი მესტია... ზურა ადეიშვილის მამის სახლი დანგრეულია, მაგრამ მან გააკეთა რამდენიმე ტბა, ათობით იუსტიციის სახლი და ჩვენ გვაქვს პატივი გავხსნათ დიდი აღორძინების პროექტი კახეთში... ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის კამაზით იყო მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს ისეთივე გაღლეტილია დღესაც. ვანოს დედა ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც ვანო იზრდებოდა, მაგრამ იმ სახლიდან 200 მეტრში შენდება რაბატის ახალი ციხე-სიმაგრე, კეთდება ჯაყელების ისტორიული სასახლე და წარმოუდგენელი მნიშვნელობის ტურისტული ობიექტები, ამიტომ ვანოს შეუძლია თქვას, რომ მდიდარია. ამ სახლის გვერდზე მოხდა სასწაული და ამის ინიციატორი იყო ვანო მერაბიშვილი და ამას ვერასოდეს დავუკარგავ, (არასრული კომენტარი)" _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ამ გამოსვლასთან დაკავშირებით დადებითი კომენტარები გაკეთდა, ინტერნეტგამოცემებსა და სოციალურ ქსელებში ცალსახად გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეაყაროს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.