თვითმმართველობა
მაინა კიაი –"პოლიტიკური თამაშის არათანაბარ პირობებთან გვაქვს საქმე"
 გასული კვირიდან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ინიციატივით დაიწყო აქცია `ეს შენ გეხება”, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 170-მდე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ამ ცვლილებებს მიუღებლად აცხადებს და მის შეცვლას ითხოვს. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში, მაინა კიაიმ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ `პოლიტიკური თამაშის არათანაბარ პირობებთან გვაქვს საქმე." საკანონმდებლო ცვლილებები განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს საქართველოს კონტროლის პალატას. სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას. აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. 16 თებერვალს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პარლამენტში პეტიცია და საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს. პარალელურად გაიმართა აქცია, სადაც მოქალაქეებმა სხვადასხვაგვარად გამოხატეს პროტესტი... ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება, იმისთვის,რომ დღეს თუ არა, ხვალ არ აღმოვჩდეთ უსამართლო კანონმდებლობის მსხვერპლი. მონაწილეებმა პროტესტი საყვირებით გამოხატეს. მათ ეცვათ მაისურები წარწერით `ეს შენ გეხება~ და ხელში ეჭირათ პლაკატები იმავე წარწერით. ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პოტენციურად ყოველი მოქალაქის უფლებებს ზღუდავს. იურისტების შეფასებით, გასული წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბუნდოვან და ორაზროვან განმარტებებს მოიცავს და პოლიტიკური ნიშნით დევნის საშუალებას იძლევა. ცვლილებების მიხედვით, ამის საფუძველზე, კონტროლის პალატას უფლება ეძლევა მონიტორინგი გაუწიოს პოლიტიკურ პარტიასთან`არაპირდაპირ კავშირში მყოფი~ ფიზიკური თუ იურდიული პირის ფინანსებს და, საჭიროების შემთხვევაში, დააყადაღოს მისი ქონება. ამ გადაწყვეტილებათაAმისაღებად კონტროლის პალატას სასამართლოს ნებართვა არ ჭირდება: `ეს კანონები კონტროლის პალატას ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს და მას შეუძლია, დაუსაბუთებლად, სერიოზული შეზღუდვები დაუწესოს ნებისმიერ ორგანიზაციას და ადამიანს," _ ასე შეაფასა საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა ლიბერალთან საუბრისას. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში, მაინა კიაიმ ქვეყანაში რვადღიანი ვიზიტის დასასრულს საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერის ბოლოს რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით შეკრების თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესების გამო შეშფოთება გამოთქვა: "ნათელია, რომ აღნიშნული შეზღუდვები დაწესდა მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გარკვეული პიროვნებების მონაწილეობის შეზღუდვის და ხელის შეშლის მიზნით”, _აღნიშნა ექსპერტმა. მისივე თქმით, "ამ კონტექსტში გაერთიანების თავისუფლება მიზნად ისახავს ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცეს არჩევნებში რეალურად მონაწილეობის იმედი. საქართველოს შემთხვევაში პოლიტიკური თამაშის არათანაბარ პირობებთან გვაქვს საქმე. 2003 წლიდან მოყოლებული საქართველომ გრძელი გზა განვლო”, აღნიშნა ბატონმა მაინა კიაიმ. `ამასთანავე, არსებობს რიგი დამაფიქრებელი ნიშანი იმისა, რომ მოდერნიზაციასა და ინვესტიციებზე მეტმა ორიენტირებამ შესაძლოა ადვილად მიაყენოს ზიანი ვარდების რევოლუციის შედეგად რთული პროცესის გზით მიღწეულ წარმატებებს ადამიანის უფლებების სფეროში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოხდა არსებული მთავრობის ჩამოყალიბება, არსებობს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების პატივისცემის მოლოდინი,”_ დასძინა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში, მაინა კიაიმ. 15 თებერვალს ქ. გურჯაანში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ (ISFED) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე 2011 წლის დეკემბერში, კანონში განხორციელებული ცვლილებები განიხილებოდა, რომელსაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი თქმით, საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და მას აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, რომელიც ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის ნანა დევიძის თქმით, მათი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. " ჩვენი ორგანიზაცია ყველა მოსმენას ესწრებოდა და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ასევე ჩვენს გვერდით იყვნენ ახალგაზრდა იურისტები და სამართლიანი არჩევნები. ყველა მოსმენაზე ორგანიზაციები აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს არა მხოლოდ ზეპირად, არამედ მიმართვებით და რეკომენდაციებით. მისი მიღების შემდეგაც ვცდილობთ, რომ შეიცვალოს ანტიკონსტიტუციური მუხლები, რასაც მოიცავს ეს კანონი. ჩემი აზრით, საზოგადოების ჩართულობა გამოიღებს შედეგს და მიღებული იქნება ცვლილებები. ამ კანონით თავიანთი საქმიანობის განხორციელება გაურთულდებათ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კანონი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო წინასაარჩევნო პერიოდში არ მოქმედებს, ის უკვე დაწყებულია,"_ გვითხრა ნანა დევიძემ. დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებზე, კერძოდ ფაცებოოკ-ზე სპეციალური გვერდიც შეიქმნა, სადაც აქტიურად განიხილება აღნიშნული თემა და უმრავლესობა თანხმდება, რომ "ეს კანონი მართლა ამყარებს იმის ალბათობას, რომ მოსახლეობა ცვლილებების, განვითარების, თავისუფლად აზროვნების და საკუთარი მსოფლმხედველობის ხმამაღლა დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, კრიმინალური მენტალობის მქონე, არასრულფასოვან და ბნელ მასად დააკანონონ. არადა, ხომ თითოეული ადამიანი გრძნობს საკუთარი სხეულით, რომ ასეთები ძალიან დიდი უმრავლესობა ვართ". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას უახლოეს მომავალშიც გეგმავენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.