სპექტრი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა ჩატარდა. შეიქმნა კომისიები და განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატებმა გურამ ნატროშვილი აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა თავმჯდომარედ _ ლევან ნატროშვილი, ხოლო ინფრასტრუქტურის, აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გამგებლის ყოფილი მოადგილე _ გელა თეთრაული. საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია `მაჟორიტარების~ დაფუძნება, რომლის თავმჯდომარედ ვეფხია ნატროშვილი დაინიშნა, ხოლო ფრაქცია `ნაციონალების~ თავმჯდომარედ _ ივანე ლაპიაშვილი. დეპუტატებმა სხდომის დასრულების შემდეგ გამგებლის კაბინეტში გადაინაცვლეს და თათბირის მონაწილეებს შეუერთდნენ. სხდომას აქ უკვე მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი უძღვებოდა. მანვე დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. გამგებლის მოადგილედ აპარატის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი დაინიშნა, მის ადგილზე კი გამგებლის თანაშემწე ნინო ჩოხელი წარადგინეს, მის ადგილზე საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ლეკაშვილი გადაიყვანეს. გამგეობის განათლების კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამსახურის უფროსად ყოფილი საკრებულოს დეპუტატი გიორგი ყოჩიაშვილი დაინიშნა. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სავარძელი _ შპს `სერვისი 2007~-ის ყოფილმა დირექტორმა დავით სიხაძემ მოირგო. მის ადგილას კი ყოფილი მოადგილე ზურაბ ყოჩიაშვილი გადაიყვანეს.
ლალი მეხრიშვილი
speqtri.ge შენი ვებგვერდი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას. |
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX. |
მასალის გამოყენების პირობები