მაია ყალაბეგაშვილი
ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მასშტაბური შეხვედრა მოაწყო, რომელიც ორი საათი გაგრძელდა და საკმაოდ მრავალფეროვან საკითხებს შეეხო. პრესკონფერენციას კახეთში გამოცემული გაზეთებიდან მხოლოდ `სპექტრის~ წარმომადგენლობა ესწრებოდა.
მოგესალმებით. ჩემი მკაცრი რეჟიმის შედეგია, ის რომ დღემდე ვერ მოავახერხე შეხვერდა თქვენთან. რეგიონული მედიის დღევანდელი მდგომარეობა ჩემთვის ძალიან ნაცნობია, მე ვიცი, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მედიაგიგანტები როგორ ჩაგრავენ რეგიონალ მედიას და ხელისუფლება მაღალი ხელფასებისა და სხვადასხვა ზეწოლების საშუალებით, როგორც ცდილობს გადაიბიროს მისი თანამშრომლები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მაქსიმალური დამოუკიდებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
-ნატო გოგელია, გურია news. როგორია თქვენი პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით?
_სოფლის მეურნეობა ქვეყანაში წამყვანი დარგია, თუმცა ეს არ არის კომერციული სფერო და აქედან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო დაფინანსება, ან სხვა ფინანსების გამოძებნა ამ დარგის ასაღორძინებლად. Aამავე დროს ჩვენ უნდა მოვახერხოთ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ამ სფეროში. საუბედუროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ქვეყანაშიც კი, სოფლის მეურნეობა საჭიროებს დახმარებას, ალბათ ამ კუთხით ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზა, რომ გვყავდეს წელგამართული გლეხი და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპით საქართველოს მოსახლეობა კარგი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით დაკმაყოფილდეს. დაბალპროცენტიანი კრედიტების საშუალებით უნდა მოვახდინოთ გლეხური მეურნეობის აღორძინება, ასევე აუცილებელი პირობაა გლეხს დავეხმაროთ რომელ რეგიონში რა კულტურები უნდა მოიყვანოს(იგულისხმება ჰიბრიდული კულტურები და სახელმწიფო პროგრამით შემოტანილი სხვადასხვა ნერგები ავტ.)
`სპექტრის~ შეკითხვაზე როგორ უნდა მოხერხდეს გლეხისთვის მიწის დაბრუნება, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
_თქვენ ალბათ მიწების არაკანონიერ გადანაწილებას გულისხმობთ, მე ვფიქრობ რომ ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა_ სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც დაადგენს კანონიერად ვის ეკუთვნის მიწა. სოფლის მეურნეობის განვითარება რთული და რეგულარული პროცესია, მნიშვნელოვანია ასევე გლეხს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათეები. მუდმივი პროცესი უნდა იყოს განათლების მხრივ, რაც მთავარია გლეხმა უნდა იცოდეს სად წაიღოს მოწეული პროდუქტი. Uუნდა მოხდეს შიდა ბაზრის ათვისება, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამამულო პროდუქცია შიდა ბაზარსაც ვერ აკმაყოფილებს, შემოდის პროდუქტი საზღვარგარეთიდან და არ ხდება მისი კონტროლი. პარალელურად, უნდა ავითვისოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზარი და შემდეგ უკვე ევროპა. უნდა მოხდეს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენა_რეაბილიტაცია. პარარელურად თვითმმართველობის გასაძლიერებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი ორგანოებისთვის მმართველობის გადაცემა. რათა პრობლემები მოგვარდეს მათ მიერ და არა ცენტრალიზებურად.
კითხვაზე როგორ აპირებს მათი გუნდი ქვეყანაში სიღარიბის პრობლემის დაძლევას ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:
_ ჩემთვის ცნობილია, რა რაოდენობის მოსახლეობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა, იმისათვის რომ ქვეყანაში ეს პრობლემა გადაილახოს აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა. Nნურავის ექნება განცდა რომ ეს საკითხი მოგვარდება მყისიერად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს შეურაცხმყოფელი დახმარებები, რამდენიმე ტელევიზიის თანხლებით პროდუქტისა და სასუქის დარიგება, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს კონკრეტული პროგრამა ცალკეული რეგიონების განვითარების მიზნით. დღეს საქართველოში ადამიანებს წართმეული აქვთ სამუშაოს შოვნის უფლება, სანამ მათ ამ პრიორიტეტს არ დავუბრუნებთ ვერ გადავლახავთ სიღარიბეს, როგორც კი ქვეყანა დაადგება სწორ ჭეშმარიტად დემოკრატიული განვითარების გზას, დაბრუნდებიან ემიგრანტები, რომლებიც ასე მრავლად გვყავს.
-რამაზ სამხარაძე ჰერეთი: რას ეტყვით კახელებს და როგორ აპირებთ რუსული ბაზრის დაბრუნებას?
-კახელ გლეხს მოვუწოდებდი რომ ცოტაც გაუძლონ, მე კარგად ვიცი რა დღეში არიან კახელები ეს ნაღდი ხალხი, რაც შეეხება ვაზის კულტურას, ეს წამყვანი კულტურა იყო და საბედნიეროდ დღემდე ასე რჩება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხუთი_ექვსი წელი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით შეღავათიანი კრედიტებით ვაფინანსებდით ქარხნებს, რომ ყურძენი უპრობლემოთ ჩაებარებინათ. Mმაგრამ საქართველოს `მძიმეწონიანმა ეკონომიკის მინისტრა~ ჩემთვის გაუგებარი მოტივით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი შეწყვეტილიყო. რაც შეეხება რუსულ ბაზარს, რომელიც ყურძნისა და ღვინისთვის ფაქტობრივად წარმოადგენდა ერთადერთ პერსპექტივას, საქართველოსთვის დღესდღეობით ხელმიუწვდომელია და ეს არის ჩვენი პრეზიდენტის იმ რიტორიკული გამონათქვამების შედეგი, რომლითაც ხშირად მოიხსენიებს სრულიად გაუაზრებლად და ემოციურად რუსეთის ხელმძღვანელობას. ბაზრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ერთი რამ ცხადია, სანამ სააკაშვილი იქნება ამ ხელისუფლებაში, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხდება.
-გელა მთივლიშვილი `კახეთის საინფორმაციო ცენტრი~: რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სია, ვისაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი უწევდა დახმარებას, მასში არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ამ ფინანსებით, რა არის თქვენთვის კრიტერიუმი, როცა საქართველოში არსებობს ამდენი გაჭირვებული? რით არჩევთ პიროვნებებს? მეორე, ბევრი ადამიანი, რომელმაც ღიად დაგიჭირათ მხარი იდევნება. როგორ აპირებთ თქვენ და თქენი გუნდი ამ ადამიანების დაცვას, რადგან ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება რეგიონებში ძალიან რთულია?
_პირველ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ფონდი ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი წვლილი და დამსახურება მიუძღვის, ამავე დროს ნუ გგონიათ, რომ ისინი არ საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას, რაც შეეხება იმას, რომ არსებობენ უფრო გაჭირვებულები, ჯერ ერთი ჩვენი ფონდიდან პროცენტულად უფრო მეტი ფინანსები სწორედ ამ კატეგორიაზე იხარჯება. მეორე კითხვის პასუხად შეიძლება გითხრათ, რომ ევროპული ორგანიზაციები და მათ შორის ამერიკაც მიმდინარე ამბების შესახებ საქმის კურსშია და თავისთავად ჩაერევიან ამ პროცესებში. მეორე მხრივ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის აქტიურობა, ბოლოს და ბოლოს ყველას ხომ ვერ დაიჭერენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც კახეთის რეგიონს და ზოგადად საქართველოში დგას, საზღვრების საკითხია.
`სპექტრის~ მორიგი შეკითხვაც სწორედ ამ თემას ეხება.
-ბატონო ბიძინა, საკმაოდ მტკივნეულია ერისიმედისა და დავითგარეჯის საკითხი, რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით და როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას?
_ ამ საკითხის შესახებ საქმის კურსში ვარ და ვიცი რა პრობლემაცაა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამ ეტაპზე მზად არ ვარ. რადგან აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს საკითხი კარგად დაფიქრებას საჭიროებს.
მასალის გამოყენების პირობები