თვითმმართველობა
მამუკა არეშიძე: "აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხიდი ჩატეხილია..."
ინგა ბიტარაშვილი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 18 წელი სრულდება. ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა. მათ უმრავლესობას, ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, სოხუმში დაბრუნების იმედი უკვე აღარ აქვს. თუმცა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამ რეგიონის დაბრუნების შესაძლო გზებზე მაინც საუბრობს.   ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა (1992-93 წლებში). მოწინააღმდეგეს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის და გუდაუთაში არაოფიციალურად განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები უჭერდნენ მხარს. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღვოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში, ორ მხარეს შორის, 1993 წლის 27 ივლისს დაიდო. 16 სექტემბრს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან ერთდროულად მიიტანეს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს ამ დროისათვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფთრებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა, თუმცა მცირერიცხოვანმა ქართულმა ჯარებმა მასიურ შემოტევას ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა. სოხუმის აღების შემდეგ, შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო_უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა). საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გადარჩენილმა 250 ათასზე მეტმა ქართველებმა, ეთნიკურმა ბერძნებმა თუ სხვა უმცირესობებმა აფხაზეთი ლტოლვილის სტატუსით დატოვეს. (წყარო:wikipedia.org) "აფხაზეთი საქართველოს მრავალეთნიკურ ხალხს ეკუთვნის და რა თქმა უნდა, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის აშენებულია. ჩვენ ყველანი ამ ყველაფერს დავიბრუნებთ," _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 5 ივნისს ვენეციის ბიენალეზე შვეიცარიის პავილიონში ქართველი მოქანდაკის ანდრო ვეკუას ნამუშევრების დათვალიერებისას (www.droni.ge).   მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გვსმენია, უკვე 18 წელია, ათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში კვლავ დევნილად რჩება."საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს~ ოფიციალურ ვებ.გვერდზე (www.mra.gov.ge) არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 503 ოჯახი და 1 458 ფიზიკური პირია რეგისტრირებული. უმრავლესობას საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი აღარ აქვს, თუმცა გაზეთ `სპექტრთან~ საუბარში ამბობენ, რომ ამ დღეზე კვლავაც ოცნებობენ. `საკუთარ სახლებში დაბრუნებას უკვე ოცნებას ვუწოდებთ. ჩვენ აქ, სხვა სამყაროში საერთო საცხოვრებლებში ვცხოვრობთ და ეს მწარე რეალობაა. იმის შანსი, რომ როდესმე აფხაზეთს დავიბრუნებთ, ძალიან მცირეა. უკვე იმდენი ხანი გავიდა და იმდენი უბედურება გადაგვხდა, რომ უფალს მხოლოდ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებასღა ვევედრებით," _ გულდაწყვეტით ამბობენ დევნილები. მშობლიურ მხარეში დაბრუნების იმედი აღარ აქვს აფხაზეთიდან დევნილ გრიგოლ ჩალაძესაც, რომელიც 2010 წლის ზაფხულში გურჯაანში `ახატალის~ ტერიტორიიდან გამოასახლეს და ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. "ჩვენ კი გვინდა დაბრუნება, მაგრამ აფხაზები მიგვიღებენ?! საქართველოს ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსი არ აქვს. რამდენი წელი გავიდა და შედეგს ვერ ვხედავ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ყველაფერი დავკარგეთ, მივატოვეთ ჩვენი ნაშრომ-ნაწვალები, სახლ-კარი და ახლა მხოლოდ მოგონებებიღა შემოგვრჩა. 18 წელი ოჯახთან ერთად ახტალაზე ვცხოვრობდი და იქედანაც გამოგვყარეს,"_ გვითხრა გრიგოლ ჩალაძემ.   მისგან განსხვავებით, აფხაზეთში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს ემზარ ჩიკვილაძეს. "გამოგვაძევეს იქიდან და ასე უპატრონოდ ვართ. ამ ხნის მანძილზე კაციშვილი არ მოსულა და არ უკითხავს რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დავბრუნდებით. თითქოს ამას გული მიგრძნობს. დღემდე იმედი არ დამიკარგავს," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში ემზარ ჩიკვილაძე. აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელს, ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. "2008 წლის შემდეგ აფხაზეთში პრაქტიკულად არაფერი ხდება, პროცესი მკვდარია. თუ 2008 წლამდე ჩვენ და დასავლეთი პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით, 2008 წლის შემდეგ ამ რეჟიმს ჩამოვშორდით, გავჩერდით და დასავლეთი რაღაცას მარტო წვალობს, შესაბამისად, შედეგიც არ არის. ამ დროს, ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთი, აფხაზეთის პროექტზე ძალიან ეფექტურად და მომგებიანად მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს პასიურობას ერთადერთი პლიუსი მაინც აქვს: აფხაზები დარჩნენ რუსებთან პირისპირ და ჩვენი პრობლემა მაინცდამაინც აღარ აწუხებთ. აქედან გამომდინარე, ახლა რუსებს ებრძვიან. მათ შორის ხიდი ჩატეხილია და უთანხმოება ღრმავდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი კრეატიული იდეების პრეზენტირება, რომელიც აფხაზებს მისცემს საშუალებას რუსებთან არგუმენტებით ილაპარაკონ. ჩემი აზრით, ასეთი არგუმენტი შეიძლება ყოფილიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი. მარტივად რომ ვთქვათ: მე (საქართველო) შენ გაძლევ დამოუკიდებლობას, ოღონდ შენ ასრულებ ორ პირობას: 1. რუსეთის ჯარის უპირობოდ გაყვანა. ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. 2. დევნილების დაბრუნება. სხვათა შორის, ამ იდეას ერთნაირი შეფასება მოჰყვა თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში-სამივეგან უარყოფითი. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ რუსები და აფხაზები ამ შეთავაზებაზე არ წამოვიდოდნენ, მაგრამ საქმე შემდეგშია: ამ შემთხვევაში, საქართველოს პლიუსი აქვს ის, რომ რეგიონს სთავაზობს უპრეცენდენტო წინადადებას_დამოუკიდებლობას და რეგიონი უარზეა. ნებისმიერ სიტუაციაში ეს არის უაღრესად მომგებიანი მდგომარეობა, რადგანაც ფაქტობრივად აფხაზეთი ამბობს: `მე არ მინდა დამოუკიდებელი ვიყო, მე მინდა რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრება.~ ამაზე უარს ამბობს არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ რუსეთიც. ანუ, საქართველო ეუბნება მსოფლიო საზოგადოებას, რომ ის აფხაზეთს სთავაზობს დამოუკიდებლობას და რუსეთი ამის წინააღმდეგია. ე.ი რუსეთი აფხაზეთს კი არ იცავს საქართველოსგან, არამედ მას ეს ტერიტორიები სჭირდება. ამ გზით მათი ოკუპაციური რეჟიმის ფაქტობრივი მტკიცებულება ხდება. ასეთია ჩემი იდეა. გავილანძღე, მაგრამ არ ვნანობ. იმას მაინც მივაღწიე, რომ ამით აფხაზეთის თემა უფრო აქტუალური გავხადე და ახალგაზრდების დიდი ნაწილი კამათში ჩავრთე. ფაქტობრივად, მოსახლეობის 60 პროცენტს აფხაზეთი აღარ ახსოვდა. მოკლედ, საზოგადოების გაღიზიანებისთვისა და მათი გამოღვიძებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა," _ განმარტა მამუკა არეშიძემ, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე.   მამუკა არეშიძემ საქართველო-რუსეთის საზღვრთან არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან 44 გადმოსასვლელი, ხეობა/უღელტეხილი იყო. ამჟამად 24 უღელტეხილს ორივე მხრიდან _ რუსები, დანარჩენ 20-ს კი, ერთის მხრიდან _ ქართველები, ხოლო მეორე მხრიდან რუსები აკონტროლებენ.          
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული
სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ მელაანში ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებს დაამონტაჟებს.
15:34 / 18.04.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს,
რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს”
უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე
არსებული მანქნა Toyota Hilux.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის თანახმადაც აიპ-ი “გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურს” უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქნა Toyota Hilux.
15:04 / 18.04.2024
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.