სიღნაღის მუნიციპალიტეტში, პირველი კონკურსის დასრულების შემდეგ დარჩენილ 15 პოზიციას კიდევ ორი ვაკანტური ადგილი დაემატა.
როგორც გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ მევლუფიშვილი speqtri.ge-სთან საუბრისას განმარტავს, კონკურსი საკრებულოს კიდევ 2 შტატზე გამოცხადდა: „ საკრებულომ სრულად აითვისა საკუთარი საშტატო განაკვეთები, ხოლო გამგეობას 15 ვაკანსია დარჩა. სანამ მეორედ გამოვაცხადებდით
კონკურსს, საკრებულოდან გვითხრეს, რომ კიდევ 2 შტატი დავამატეთ და გაითვალისწინეთო, რამაც ჯამში 17 ვაკანსია შეადგინა“.
ამჟამად
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში; 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში; 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილების უფროსი; 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საბუღალტრო საკითხებში; 5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი(2 ვაკანსია); 6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ბოდბისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში; 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ საქობოს ადმინისტრაციულ ერთეულში(2 ვაკანსია); 8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში; 9. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ბოდბის ადმინისტრაციულ ერთეულში; 10. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულში; 11. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში; 12. გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ სიღნაღის ადმინისტრაციულ ერთეულში; 13. გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში; 14. გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბოდბისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში; 15. გამგებლის თანაშემწე.
ნოდარ მევლიფიშვილის თქმით, განაცხდების მიღება 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს. „ჯერ დოკუმენტაციას გადავარჩევთ(პირველი ეტაპი), შემდეგ შევთანხმდებით ტესტირებაზე, რომელიც სავარაუდოდ, 18-21 თებერვალს ჩატარდება. გრაფიკში 21 რიცხვი კი გვაქვს მითითებული, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე დღე დაგვიანდეს, რადგან იუსტიციის სამინისტროსთან ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ. ბოლო ეტაპზე კი იქნება გასაუბრება“.
მისივე თქმით, კონკურსის ჩატარებას ერთ თვეზე მეტი არ დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები