გასულ კვირას კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა. დეპუტატების უმრავლესობა ``ნაციონალური პარტიის`` წარმომადგენელი იყო და რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე აირჩიეს. აწ უკვე ლეგიტიმურმა ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებისთვის პირველი კომენტარებიც გააკეთეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
[caption id="attachment_120" align="alignleft" width="300" caption="ლევან ბაღაშვილი მედიას აქტიურ თანამშრომლობას ჰპირდება"]
[/caption]
გასულ კვირას კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა. დეპუტატების უმრავლესობა ``ნაციონალური პარტიის`` წარმომადგენელი იყო და რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე აირჩიეს. აწ უკვე ლეგიტიმურმა ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებისთვის პირველი კომენტარებიც გააკეთეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
``სპექტრის`` შეკითხვაზე, თუ როგორი ურთიერთობა ექნება მედიასთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ბატონმა ლევან ბაღაშვილმა უპასუხა:
_ მედიასთან ხშირი შეხვედრები მექნება, გავმართავ პრესკონფერენციებსაც, ვიქნები გულწრფელი ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე. საკრებულოს დახურულ სხდომებზეც აუცილებლად დავასწრებ პრესის ყველა წარმომადგენელს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბაღაშვილი 2008 წლიდან 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლი გახლდათ, არჩევნების შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორც თვითონ აღნიშნა სურვილი ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობები საკანონმდებლო ორგანოშიც მოესინჯა.
რა თქმა უნდა, მივესალმებით საკრებულოს თავმჯდომარის ასეთ მონდომებას მედიასთან თანამშრომლობის შესახებ, ძალიან გვინდა მისი სიტყვები გულწრფელი იყოს, თუმცა აქვე შევახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით დახურულ სხდომაზე პრესის წარმომადგენლების დასწრება აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები