სოფლის მეურნეობა
რიგები ქარხნებთან და ცნობის აღების არაეფექტური განრიგი
გურჯაანში რთველი თითქმის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ქარხნებთან ისევ დაუსრულებელი რიგები დგას. მოსახლეობის თქმით, მართალია, წელს ყურძნის ფასით კმაყოფილები არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრობლემები ცნობის აღებისას ექმნებათ. ჩუმლაყელი ნოდარ ზურაბაშვილი, სხვა გლეხებთან ერთად ქარხანაში რქაწითელით დატვირთული მანქანით მივიდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოსავალს თითქმის ყოველ წელს აბარებს. -"რქაწითელი მაქვს მოტანილი. მართალია, დღეს ძალიან დიდი რიგი არ არის, მაგრამ წინა დღეებში ხალხს ღამის გათენება აქ უწევდა.Fფასი გასულ წლებთან შედარებით კარგია, მაგრამ დღევანდელობასთან მიმართებაში მაინც ცოტაა. ამას ისიც ემატება, რომ ათასი ხლაფორთი გვიწევს. რატომ ართულებენ საქმეს, არ მესმის. იმ დღეს, როდესაც ქარხანაში ყურძენი მიგვაქვს ჩასაბარებლად, რწმუნებულისგან ცნობა უნდა ავიღოთ, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე ჩაბარება, მეორე დღეს ცნობის ხელახლა აღებაა საჭირო. 3 დღე მაინც ჰქონდეს ვადა,Aრა შავდება ამით, არ მესმის!"-გვითხრა მან. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა პავლე ჭუმბურიძემ აღნიშნა, მას ცნობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა. -"ჩვენთან სოფელში ერთი ქარხანაა და იქაც იმხელა რიგებია, რომ ხალხი 3 დღე და ღამე ილოდება და მოსავალს ძლივს აბარებს. ჩვენს რწმუნებულთან პრობლემა მქონდა, ამ ქარხანაზე ცნობას არ მიწერდა, გინდა თუ არა, აკურაში წაიღეო. აკურაშიც ძალიან დიდი რიგებია.Mმე ჩემს ყურძენს სადაც მინდა იქ წავიღებ, ვის რა ეკითხება? შემდეგ კოტეხში მოვედი და ქარხნის დირექტორს შევუთანხმდი. ასე მითხრა ცნობა აიღე და რამდენიც გინდა იმდენი მოიტანე, პრობლემა არ არისო. სულ მთლიანობაში 7 ტონა მაქვს ჩასაბარებელი და ეტაპობრივად ვკრეფავ. ფასი შარშანაც და წელსაც ნორმალურია, თორემ წინა წლებში კილოს 18 თეთრად ვიხვეწებოდით და იმასაც არ იღებდნენ. იყო შემთხვევები, რომ ყურძენი ვენახებში გვილპებოდა,"-გვითხრა მან. rtveli2 როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დიმა არევაძემ აღნიშნა, შტაბთან მუდმივი კავშირი აქვთ და მოსავლის მიღებას მათი საშუალებით არეგულირებენ. რაც შეეხება ცნობის გაცემის ვადებს, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან აქვთ მკაცრი მითითება, რომ მხოლოდ ერთი დღის ვადით გასცენ. -"შტაბიდან ყოველ საღამოს გვირეკავენ და გვეუბნებიან, მომდევნო დღეს რომელ ქარხანაზე გავცეთ ცნობა. პრობლემა არავის ექმნება, და არც არავის ვაძალებთ სად უნდა წაიღოს. თუ გლეხი მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ რომელიმე ქარხნის მეპატრონესთან არის მოლაპარაკებული და იქ უნდა ჩააბაროს, იმ ქარხანაზე ვუწერთ ცნობას, თუ არადა, ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას სად შეუძლია წაიღოს თავისი მოსავალი. ქარხნები კერძოა და მათი მეპატრონეები გვატყობინებენ, ყოველდღე რამდენი ტონის მიღება შეუძლიათ,"- გვითხრა მან და ცნობების გაცემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. -"ნამდვილად ასეა, რომ თუ მოქალაქემ იმავე დღეს ვერ ჩააბარა ყურძენი, ცნობა მეორე დღეს ხელახლა უნდა აიღოს. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, რომ რიგში მდგომი ხალხი უკან აღარ გამოაბრუნეს და მაინც ძველი ცნობით მიიღეს. ცნობის აღებას ზუსტად 20-30 წამი სჭირდება. სხვა არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღესდღეობით მხოლოდ კერძო ქარხნები იღებენ ყურძენს, მაგრამ გვაქვს რეზერვში სახელმწიფო ქარხნაც, რომელიც იმხელაა, რომ მთელი კახეთის მოსავალი შეუძლია ჩაიბაროს. ამისთვის ის სათანადოდ არის მომზადებული. თუ კერძო ქარხნები გადაწყვეტენ, რომ საჭირო რაოდენობის პროდუქცია შეისყიდეს, მაშინ სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს დარჩენილ მოსავალს. ასე რომ, გლეხს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. პირიქით, კერძო მესაკუთრეები მზად არიან, ბოლომდე გადაავსონ მარნები, რადგან რუსეთთან გაიხნა ბაზარი და ღვინოზე დიდი მოთხოვნაა,"-აღნიშნა მან. გუჯაანში წელს ყურძენს კოტეხის ღვინის ქარხანაც იღებს, რომელიც კერძო კომპანია "მილადა ინტერნეიშენალს" აქვს დაქირავებული. როგორც ჩვენთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა დავით ფანჯაკიძემ აღნიშნა, დღეის მონაცემებით, უკვე 3000 ათას ტონამდე ყურძენი აქვთ მიღებული. "ჩვენი ქარხანა რქაწითელს და უწამლს იღებს. მოსავლის ჩაბარებას კოორდინირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტაბი უწევს. მათ დაახლოებით იციან ჩვენი სიმძლავრე და ყურძნის მოწოდებაც შესაბამისად იგეგმება. თუმცა სამწუხაროდ, გვქონდა ტექნიკური გაუმართაობაც, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა. დღის განმავლობაში 250-300 ტონას ვიღებთ. რთველი ადრე დაიწყო და სავარაუდოდ, მალე დამთავრდება. აქვე გეტყვით, მეტი სიმძლავრე, რომ გვქონდეს, უფრო მეტ პროდუქტს გადავამუშავებდით,"-გვითხრა მან. ჩვენ შეკითხვაზე: წინასწარ რატომ ვერ განსაზღვრავენ მთელი კვირის განმავლობაში რა რაოდენობის მოსავლის მიღება შეუძლიათ, გვიპასუხა: -"კომპანიას არ აქვს იმის რესურსი, რომ მთლიანი კვირა წინასწარ დაგეგმოს. ამ დროისთვის დაახლოებით 1000 ჩამბარებელი გვყავს დარეგისტრირებული. მოსახლეობის ნაწილი წინასწარ გვითანხმდება ყურძნის ჩაბარებაზე, მაგრამ შეუთანხმებლადაც რომ მოვიდნენ და ცნობა ჰქონდეთ, პრობლემა არავის შეექმნება.მთავარია, მითითებული იყოს რა რაოდენობის ყურძენი მოაქვს. მოსული მანქანა უკან არასოდეს გაგვიშვია, ამისთვის ღამეებს ვათენებთ. გვინდა, კლიენტიც კმაყოფილი იყოს და ჩვენს ინტერესებშიცაა, სწრაფად დავამზადოთ პროდუქცია. რაც შეეხება თანხის გაცემას, თავდაპირველად, იმ დღესვე ხდებოდა, მაგრამ ძალიან დიდი ქაოსი იქმნებოდა, ამიტომ ამჟამად ეს პროცესი 3-დღის ინტერვალით ხდება,"-გვითხრა მან. შეგახსენებთ, რომ წელს კახეთში 140-150 ათას ტონა ყურძენს ელიან, ამ დროისთვის კი, როგორც "რთველი 2013"-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, 60 ათას ტონამდეა გადამუშავებული. მარინა პეტრიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
13:05 / 12.09.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
12:49 / 12.09.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
14:35 / 28.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.