სოფლის მეურნეობა
საადრეო კარტოფილი აპრილში და პილოტური პროექტების შედეგი კახეთში
სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები კახელი გლეხების ერთმა ნაწილმა უკვე აქტიურად გაიზიარა. დედოფლისწყაროში ფერმერებმა წვეთოვანი მორწყვის სისტემა და ჰელიო გამაცხელებელი გამოსცადეს. 32 წლის ლევან გორგაძე საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე, სათუთად მოვლილ 50 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ სათბურში ახლა პირველ მოსავალს _ ახალ კარტოფილს იღებს. მოსავლის აღებაში მეუღლე და 5 შვილი, მათ შორის ერთი წლის გიორგიც ეხმარება. გორგაძეები მოსავლით გაოცებულნი და სიხარულთან ერთად, კმაყოფილებიც არიან, რადგან აპრილში საადრეო კარტოფილი, არა მხოლოდ გორგაძის სოფელ სამთაწყაროში, არამედ ზოგადად საქართველოშიც კი იშვიათია. ლევან გორგაძე უკვე მეურნეობის გაფართოვებაზე ფიქრობს. -,,სიამოვნებით გავადიდებდი ამ მეურნეობას, ეხლა 50 კვადრატულ მეტრზეა, ალბად 200 კვადრატულზე გადავიტან. მთელი ზამთარი მწვანილი გვქონდა, უკვე პამიდორი გადავრგეთ და ახალი ნიორი გვაქვს. ამის გასაკეთებლად მე ხის მასალა მოვიტანე და შრომა დავხარჯე, თორემ დანარჩენში არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვეხმარა _ ცელოფანი გვიყიდეს და სათბური გაგვიკეთეს. დიდ ფართობზე გადავიტან და აღარც გაგვიჭირდება. 5 შვილი მყავს და არანაირ სოციალურ დახმარებას არ ვიღებ და არც ვითხოვ. ჩემი შრომით მომყავს ყველაფერი, რაც მაქვს“, _ ამბობს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ლევან გორგაძე. მასთან ერთად სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიების სიკეთე პროექტის _ ,,ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა“ _ ფარგლებში სამთაწყაროს კიდევ 9 ბენეფიციარმა ოჯახმა იგემა. CENN-მა ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კახეთისა და აჭარის რეგიონების სოფლებში რამდენიმე პილოტური პროექტი განახორციელა. პილოტური პროექტების ფარგლებში ადგილზე შექმნილმა ფერმერთა ასოციაციებმა 2 ჰელიო გამაცხელებელი, 2 სათბური- თითოეულის მოცულობა 50 კვ მეტრი და წვეთოვანი მორწყვის თანამედროვე სისტემები დაამონტაჟეს. პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ სამთაწყაროში ექვსი თვის წინ შეიქიმნა ფერმერთა ასოციაცია ,,ფერათი“, რომელშიც 6 სამთაწყაროელი ფერმერი გაერთიანდა. ,,ფერათის“ პრეზიდენტი გულად ჯაიანი ამბობს, რომ მთავარია, საქმე იყოს გასაკეთებელი და პირადად იზრუნებს იმისთვის, რომ ყველა სოფლად მცხოვრებ გლეხს, ვისაც მუშაობა არ ეზარება, ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. -,,ყველა ბენეფიციარ ფერმერეს თანაბრად დავუნაწილე პროექტის მიხედვით განსაზღვრული ტექნოლოგიები. ერთ ოჯახს წვეთოვანი სისტემა, მეორეს _ სასათბურე მეურნეობა, მესამეს _ ჰელიო წყლის გამაცხელებელი და ეს ყველაფერი CEEN-ის პილოტური პროექტით მოხდა. 6 თვის განმავლობაში 2 სასათბურე მეურნეობა გაკეთდა, თითო 150 ლარად. ეს პროექტი მომავალში ძალიან წარმატებული იქნება, რადგან დედოფლისწყარო ყველაზე უხვმოსავლიანი და დიდმიწიანი რაიონია. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვყიდულობთ სხვა რაიონებიდან, ლაგოდეხიდან შემოგვქონდა მწვანილი და აზერბაიჯანიდან შემოდის საქართველოში პირველი კარტოფილი, რატომ, როცა აპრილში ჩვენც შეგვიძლა გვქონდეს ახალი კარტოფილი?“ _ აღნიშნა გულად ჯაიანმა და კარტოფილის დეგუსტაციაზე ყველა დაინტერესებული ფერმერი იქვე დაპატიჟა. CEEN-ის ექსპერტი კობა კობალაძე ამბობს, რომ სხვა შედეგს არც ელოდა. დარწმუნეული იყო, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. -,,ვნახეთ, რა შეიძლება გაკეთდეს სოფელში, მით უფრო ასეთ შორეულ ადგილზე რაიონული ცენტრიდან, ადგილზე, რომელიც გაუდაბნოების საშიშროების წინაშე დგას. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა მინიმალური თანხებით მაქსიმალური შედეგის მიღება იყო. შესაბამისად, როცა აპრილის თვეში ადამიანს აქვს შემოსავალი სოფლად მემცენარეობიდან იშვიათია, უფრო მეტიც, ეს არის საექსპორტო მოსავალი, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთის მთიან რეგიონებში საკმაოდ ძვირი ღირს. ამ ეტაპზე საადრეო კარტოფილი 4 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, ჩვენ დავამონტაჟეთ წვეთოვანი მორწყვის სისტემები, იმიტომ, რომ წყალი ამ რეგიონში (დედოფლისწყარო სამთაწყარო ფიროსმანი) საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს სისტემა საშუალებას იძლევა მორწყვაზე გაწეული წყლის რაოდენობა 7-8-ჯერ შემცირდეს. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია ნიადაგის დეგრადაციის რისკასაც ამცირებს. ფერმასა და ოჯახებში დამონტაჟდა ჰელიო წყლის გამაცხელებელი. დღეს წყლის ტემპერატურა დაახლოებით 4 საათისთვის შეადგენდა 80 გრადუს. ასე რომ გაგრძელდეს, წარმოიდგინეთ, მთელი წლის განმავლობაში ერთი ოჯახი რამდენ შეშას დაზოგავს, მასიურად დამონტაჟების შემთხვევაში კი, რამდენი ტყე გადარჩება გაჩეხვას“, _ განაცხადა კობა კობალაძემ. ასოციაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სადემონსტრაციო ჩვენებას სოფელ სამთაწყაროში რამდენიმე დაინტერესებული ფერმერი ადევნებდა თვალს. ჩვენებას არ დასწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა, საკუთარი იდეები სადემონსტრაციო ჩვენებამდე რაიონის გამგეობაში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. ის საზოგადოებას ახალი ტენოლოგიების დანერგვის ადგილზე და ზოგადად არასამთავრობო სექტორთან ახლებური მუშაობის შესახებ ესაუბრა. - ,,ჩვენ ხელისუფლებაში რამდენიმე თვეა ვართ და ეხლა დავიწყეთ მუშაობა არასამთავრობოებთან და გვინდა შევქმნათ პრეცედენტი სწორედ ამ მიმართულებით, რომ ყველაფერი, რასაც გააკეთებენ, გაკეთდეს საერთო მნიშვნელობის ობიექტებზე და არა კერძო ოჯახებში. ჩვენ შევთავაზებთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ისეთ საერთო ობიექტებში განთავსდეს აღნიშნული ტექნოლოგიები და დაინერგოს, როგორიც არის ბაღები, სპორტული მოედნები და ასე შემდეგ. როცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ ტექნოლოგიებს ნერგავს, კერძო საკუთრებაში ავტომატურად და შინაგანად საზოგადოების ერთ ნაწილს უჩნდება პრეტენზია _ რატომ გაკეთდა მის ეზოში და არა ჩემს ეზოში. ჩვენი იდეის მიხედვით კი, თუ პროექტი საერთო დანიშნულების ობიექტზე გაკეთდება, არავის პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება“, _ განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. შიოლაშვილის განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩენილა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტი და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი კობა კობალაძე განმარტავს, რომ ყველა დონორ ორგანიზაციას თავისი სამოქმედო გეგა აქვს. - ,,თითოეულ პროექტს აქვს თავისი დიზაინი, მიზანი, რომელიც განსაზღვრულია დონორის მიერ. არიან დონერები, რომლებიც კერძო მოსახლეობასთან მუშაობენ და არიან დონორები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობენ. არაფრით შეიძლება პროექტის დიზაინის დარღვევა. თუმცა შესაძლებელია დონორმა გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის წინადადებები და შექმნას სხვა პროექტი. ამ ეტაპზე ეს არის ამ პროექტის დიზაინი, რომელსაც ვერ გადავუხვევთ“, _ აღნიშნა კობა კობალაძემ. ის, რომ სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხა რეგიონებში თვალსაჩინოა, უფრო მეტად თვალსაჩინო მათი დანერგვა სადემონსტრაციო ჩვენებებით ხდება, სწორედ ჩვენებებიდან იღებენ ადგილობრივები ძირითად ინფორმაციას, მსგავსი პრექტები კი იმის გარანტიაა, რომ პროექტი სწორედ ცენტრიდან მოშორებულ ისეთ სოფლებში განხორციელდება, სადაც ყოველდღიურად იზრდება მიგრაცია. გელა თეთრაული დედოფლისწყაროს მკვიდრია და ის ფერმერია. მისმა ასოციაციამ მსგავსი ტექნოლოგიები სოფელ ფიროსმანში გასულ წელს დანერგა CENN-ის მიერ განხორციელებული პილოტური პროექტის ფარგლებში (რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდებოდა), დღეს წვეთოვანი მორწყვის სისტემა ფიროსმანში მცხოვრებ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს შეძენილი. თეთრაული ამბობს, რომ დონორი პროექტი სწორედ, რომ გლეხს უნდა დაეხმაროს, რათა მას გაუდაბნოების პირას მყოფ სოფელში არსებობის საშუალება მიეცეს. -,,ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო მსგავსი პროექტების მნიშვნელობა ასეთ სოფლებში, რადგან რაიონში სხვა საშუალება, რომ ადამიანები დამაგრდნენ და იცხოვრონ, უკვე აღარ არსებობს, მით უმეტეს, სადაც ამჟამად საპილოტე პროექტები ხორციელდება _ სამთაწყაროსა და უდაბნოში. ეს სოფლები ეკომიგრანტებითაა დასახლებული და თუ ასე გაგრძელდა და მათ ახალი არაფერი შესავაზეს, გამოვა, რომ ისინი ისევ ახლიდან ეკომიგრანტები გახდებიან. ეს ადამიანები ისევ გადასახლების გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ _ განაცხადა რეგისტრირებული კავშირის ,,აგრალური და გარემოსდაცვითი ასოციაციის“ თავმჯდომარემ გელა თეთრაულმა. მიგრაცია კი ისედაც დიდია. თუ არ იმუშავა გლეხმა და არ მოიწია რამე, ის იძულებული გახდება წავიდეს იქ, სადაც საცხოვრებლად და საარსებოდ მეტი პირობა ექნება. CENN-ის პროექტის "ძლიერი სოფელი, მოქნილი მმართველობა" კოორდინატორი ნინო თევზაძე ამბობს, რომ -,,ბენეფიციარების შერჩევა მოხდა ადგილობრივ მოსალხეობასთან, ადგილობრივი თემებისა და ადგილობრივ მთავრობასთან მჭირდო კონსულტაციების საფუძველზე. ბუნებრივია, პროცესში სექტორული სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც შეიმუშავეს სპეციალური კრიტერიუმები ბენეფიციარების შერჩევის მიზნით, ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ფერმის მდებარეობა, ფერმერის გამოცდილება, მზაობა და ა.შ.“ _ განაცხადა თევზაძემ. პროექტი "ძლიერი სოფელი მოქნილი მმართველობა," რომლის ფარგლებშიც კახეთსა და აჭარის რეგიონებში პილოტური პროექტები ხორციელდება, 2012 წლის ივნისში დაიწყო და 2013 წლის მაისის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება პილოტური პროექტების განხორციელებას, ისინი 2012 წლის ოქტობრისთვის დაიწყო და ასევე მაისის ბოლოს დასრულდება. მარიკო წიქორიძე, დედოფლისწყარო
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
13:05 / 12.09.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
12:49 / 12.09.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
14:35 / 28.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.