არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი-ირაკლი ღარიბაშვილი
არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი
ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად,
მათ შორის დასეტყვილ ყურძენს, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა აღნიშნულო სფეროში გასულ 10 წელთან შედარებით
გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში
40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს არის 2500, ასევე ვენახების
ფართობები 10 წლის წინ მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს, ხოლო 10
წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ დს განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას
შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო
ჩაიბარებდა 90 თეთრად. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა
მოვიდა კახეთში. დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა
ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის
მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი
მოქალაქეები, რომ არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი
თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო
ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს. ეს მინდოდა,
მკაფიოდ მეთქვა.
ასევე რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას, მათ
შორის, ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, თუ სად ვიყავით 10 წლის
წინ, რა ხდებოდა ამ სექტორში, რა მდგომარეობა იყო. მაშინ ქვეყანაში 40
ღვინის კომპანია არსებობდა. დღეს არის 2500 მეგობრებო. ასევე გეტყვით,
რომ ვენახების ფართობები მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს
დაახლოებით. ბოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.
ჯამურად ქვეყანაში 50 000 ჰექტარი ვენახის ფართობია გაშენებული.
შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ
მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში.
შედარებისთვის, თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს - მაშინ
შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი, მაქსიმუმ. ჯამში, 10 წელიწადში, 2
მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და
ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ თუ ამას
შევადარებთ, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში და
მანამდე, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე
მეტი არ ყოფილიყო 10 წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი.
რაც რა თქმა უნდა, ჩანს, რომ 10-ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და
ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და
გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია. უამრავი პროგრამა,
რომელიც მუშაობს დრემდე.
ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს
მევენახეებს, აუცილებე4ლია აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ
შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს
გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს
მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.
ასევე ერთ მონაცემს მოგახსენებთ - შარშან რეკორდული რაოდენობის, - 103
მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის
შემოსავლები შემოდის ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებს ეძლევათ
საშუალება მეტი8 განვითარების, მეტი გამდიდრების და ა.შ. ასევე
შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი
ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ,
გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს,
ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო
არაფერი არ აქვთ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და
დაზიანებულ ყურძენს, ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, -
განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები