სოფლის მეურნეობა
არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ყურძნის სუბსიდირება წელსაც მოხდება, რადგან მევენახეობა-მეღვინეობა სტრატეგიული დარგია საქართველოსთვის.

„სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე - ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები, ამის არაერთი მაგალითი ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად.

ასევე, შეგახსენებთ მაგალითისთვის, თუ რამდენიმე ათეული კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანია, წელს არის მინიმუმ 300 კომპანიაზე მეტი და მათი წლიური შემოსავლები შეადგენს ასეულობით მილიონ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ დარგში ჩართული არის დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალს, მეტ კეთილდღეობას.

ახლა, რაც შეეხება რთველს და წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ამის თაობაზე, გვქონდა შეკრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და ჩვენ წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს ველოდებით წელს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება, დაახლოებით, 150 მლნ ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და მიჩნეულია, დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის. ასე რომ, ამის თაობაზე ბატონი ოთარი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, ჩვენს მოსახლეობას და უნდა იყოს მაქსიმალურად იდეალურად ჩატარებული წლევანდელი რთველი,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
13:05 / 12.09.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
12:49 / 12.09.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
14:35 / 28.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი -1 / 8 °C
img
საგარეჯო -1 / 3 °C
img
დ.წყარო -3 / 3 °C
img
სიღნაღი -1 / 4 °C
img
ლაგოდეხი -2 / 4 °C
img
ყვარელი -1 / 8 °C
img
თელავი -2 / 4 °C
img
ახმეტა -3 / 3 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.