გურჯაანში საადრეო გარგარის კრეფა უკვე დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს
სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო
ცენტრის უფრსმა, ალექსანდრე თათრიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის
ხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 7 ლარიდან იწყება.
-„ჯერჯერობით გარგარი ექპორტზე არ გასულა. შიდა ბაზარზე იყიდება
საკმაოდ კარგად და მაღალი მოთხოვნაა. მინიმალური ფასი, რაც ამ
დროისთვის დადასტურებულად გვითხრეს გლეხებმა, 7 ლარი და კიდევ უფრო
ზემოთაცაა. ის ათვისებული ბაზრები, რაც წინა წელს იყო, რა თქმა უნდა,
ისევ შენარჩუნდება. კვლავაც იგეგმება საექსპორტო პროდუქციის გატანა და
ჩვენი მხირდანაც იქნება ამ პროცესში ხელშეწყობა,“- განაცხადა
speqtri.ge-სთან ალექსანდრე თათრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები