გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური
დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც საუბარია მსოფლიო
კრიზისის ფონზე აუცილებელ მდგრად განვითარებასა და სურსათის
უსაფრთხოებაზე.
მისი შეფასებთ, გასული ორი წელი იყო წყალგამყოფი, რომელმაც
მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოვრება.
COVID-19-ის პანდემიამ იმოქმედა წარმოებაზე, ვაჭრობაზე, ლოგისტიკასა
და საქონლის მოხმარებაზე - საკვებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტის ჩათვლით.
წერილში საუბარია კიდევ ერთ კრიზისზე, რომელმაც გავლენა მოახდინა
გლობალური სურსათის უსაფრთხოებაზე - ეს არის უკრაინის ომი, რადგან
მსოფლიოს ბაზრებზე უკრაინა და რუსეთის ფედერაცია მთავარი მოთამაშეები
არიან.
როგორც კუ დონჟუ განმარტავს, ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა
(ხორბალი, სიმინდი, ქერი, მზესუმზირა) და სხვა ნაწარმის, მათ შორის,
სასუქის მნიშვნელოვანი მომმარაგებლები არიან.
„ერთად აღებული, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ანგარიშზეა მსოფლიოს
ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20%.
დეფიციტი, ალბათ, მომავალ წელსაც გაგრძელდება.
FAO-ს
გამოთვლების მიხედვით, უკრაინაში ზამთრის კულტურების, განსაკუთრებით
კი, ხორბლისმოსავალი, შეიძლება, 20%-ით ნაკლები იყოს. ხოლო ფერმერები
უკრაინაში, დიდი ალბათობით, მაისშითესვის სეზონს გამოტოვებენ. ეს
მსოფლიო საკვების მარაგებს უფრო მეტად შეამცირებს და სერიოზულ
გართულებებს გამოიწვევს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და მის მიღმა.
აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაბალი შემოსავლისა და სურსათის
დეფიციტის მქონე 50-მდე ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულიაუკრაინისა
და რუსეთისგან მარცვლეულის მიწოდებაზე.
ენერგეტიკის, სასუქისა და სურსათისსექტორებშიმოსავლის მდგომარეობის,
ექსპორტის ხელმისაწდვომობისა და ფასის ინფლაციის შესახებ გარკვეული
შიშების გამო, სურსათზე ფასი უკვე მომატებული იყო. ხოლო, მას შემდეგ,
რაც უკრაინაში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების
ბაზრებზეშოკი გამოიწვია, სურსათზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და მარტში
ისტორიულ პიკს მიაღწია.“ - აღნიშნულია წერილში.
გენერალური დირექტორი გამოსავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ სურსათის
უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების შესარბილებლად, საჭიროა
დაუყოვნებელი და, რაც მთავარია, ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები და
ნაბიჯები, სადაც FAO-მ კრიტიკული როლი უნდა ითამაშოს.
„მნიშვნელოვანია, საკვებისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვი არ გაწყდეს.
ადგილობრივმა და გლობალურმა ბაზრებმა უნდა განაგრძოს ვაჭრობა
დამომარაგება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით. ევროპისა და ცენტრალური
აზიის ქვეყნებმა და მსოფლიომ უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად უნდა
მართონ ბუნებრივი რესურსები. ეს უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასების შემცირებას, არამედ, ინოვაციების
ხელშეწყობას და გაძლიერებასაც. ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანია
ექსპორტის შემთხვევაში.
საბოლოოდ კი, უნდა გავზარდოთ საარსებო საშუალებების მდგრადობა და
გამძლეობა.“
როგორც ღია წერილშია აღნიშნული, FAO აქტიურად პასუხობს კრიზისს, რათა
ადამიანების სიცოცხლესა და საარსებო წყაროებზე კონფლიქტების გავლენა
შეამციროს.
კუ დონჟუს შეფასებით, მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი
ურთიერთდაკავშირებული, როგორც ახლა. „ერთ რეგიონში კონფლიქტები
დედამიწის ყველა კუთხეში გამოძახილს ჰპოვებს და მათი შედეგები მძიმედ
აისახება საკვების უსაფრთხოებასა და განვითარების მისწრაფებებზე.
“
მასალის გამოყენების პირობები