აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107
მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით,
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული
ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა
მილიონ ბოთლს.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ
განახორციელა, მაშინ როცა, 2012 წელს, მხოლოდ 120 კომპანიას ჰქონდა
ამის შესაძლებლობა. ღვინის, , ჭაჭის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და
ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია შემოსავალი 400 მლნ
აშშ დოლარამდე, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები