ფერმერების თქმით, უკვე რამდენიმე დღეა გურჯაანში, სამაცივრე
მეურნეობების ნაწილმა ატმის მიღება შეაჩერა. ნაწილი კი პროდუქტს
შეზღუდული რაოდენობით იღებს.
როგორც ისინი მოსახლეობას ეუბნებიან, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის
მიმართულებით, საზღვარზე შეფერხებებია.
„ორი-სამი დღეა ვაშლატამის ფასმა დაიკლო. აქამდე სამაცივრე
მეურნეობებს ვაბარებდით, გუშინ და დღეს კი ზოგიერთი დაკეტილი იყო,
ზოგიც მცირე რაოდენობით იბარებდა. შესაბამისად, ფასმაც დაიკლო.
გვითხრეს, რომ საზღვარზე გარკვეული შეფერხებებიაო. იმედია, ატმის
გაყიდვაში პრობლემები არ შეგვექმნება.“ - ამბობენ ფერმერები.
სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო
ცენტრის მთავარი სპეცილისტის ივანე ბასილაშვილის განმარტებით,
პრობლემა არ არსებობს და ატმის ჩაბარება ჩვეულ რეჟიმში
მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით სამაცივრე მეურნეობები გამართულად და სრული
დატვირთვით მუშაობენ. ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაზე არანაირი
პრობლემა არ აქვთ. ფასიც მისაღებია, უმაღლესი ხარისხის ვაშლატამა 1.60
ლ. ღირს. რაც შეეხება ბაზარს, იქ მიაქვთ გადანარჩევი, დაბალი ხარისხის
და უფრო იაფია. ამიტომ ამ მხრივ ფერმერები უკმაყოფილოები არ უნდა
იყვნენ. დღეს ორჯერ ვიყავი ადგილზე, შემოვიარე ბაზარი, ასევე თითქმის
ყველა მაცივარი და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ფაქტია, რომ
დღეს შეუფერხებლად ხდება პროდუქციის რეალიზაცია. პროდუქცია რაც
იმატებს, ფასი იკლებს. მე ვერ გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ
დღეს ეს მდგომარეობაა. “
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმისა და ვაშლატამას
ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით 18 -ჯერ
გაიზარდა.
„2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა
ატმისა დავაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433
ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის
მოცულობა18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში
განხორცილებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, რომლის ღირებულებაც
73 ათასი აშშ დოლარი იყო.“ - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას
ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა)
განხორციელდ
მასალის გამოყენების პირობები