აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ფერმერ, მერი ბაჩაკაშვილის მერძეულ ფერმას
ეწვია, რომელიც ყვარლის რაიონის, სოფელ ენისელში მდებარეობს და
ამერიკული ინვესტიციით გაფართოვდა. ამასთან, ელჩი გაეცნო,
საქართველოში, მესაქონლეობის სექტორში არსებულ შესაძლებლობებს და
გამოწვევებს.
ყვარელის რაიონი, სოფელი ენისელი, კახეთი - პარასკევი, 14 მაისი, 2021
- ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი
ყვარლის რაიონის, სოფელ ენისელში მერძევე ფერმერს, მერი ბაჩაკაშვილს
და მის ოჯახს ეწვია, რომელმაც ფერმერული მეურნეობის განვითარების
მიზნით, თანადაფინანსება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის
დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან
მესაქონელეობაში“ (SQIL) ფარგლებში მოიპოვა.
რა: აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი მესაქონლეობის ფერმას ეწვია
როდის: პარასკევი, 14 მაისი, 2021, 09:30
სად: სოფელი ენისელი, ყვარელი, საქართველო
ვინ: აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
მერძეული ფერმერი - მერი ბაჩაკაშვილი
ენისელში, მერი ბაჩაკაშვილი და მისი მეუღლე, ბაქარ ხოსროშვილი მერძეულ
ფერმას, 2018 წლიდან მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი,
ოჯახური ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ერთ-ერთი
მთავარი გამოწვევა, საკვებწარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური
აღჭურვილობის არქონა იყო. ამასთან, 20 ჰექტარ მიწას პირუტყვის
საკვების მისაღებად ამუშავებდნენ და საკვებს ხელით ამზადებდნენ, რაც
უარყოფითად აისახებოდა ფერმის წარმადობაზე.
პროექტის, „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“
(SQIL), რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი
ახორციელებს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით,
ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მერი ბაჩაკაშვილმა ააშენა ახალი
და თანამედროვე, 100 სულიანი, მეწველ საქონელზე გათვლილი ფერმა. ძველი
ფერმის ადგილას, კი პირუტყვის საკვების შემნახველი მეურნეობა მოაწყო.
თანადაფინანსების ფარგლებში, ფერმის მფობელმა, ასევე, შეიძინა 10
მაღალპროდუქტიული მაკე პირუტყვი, რომლის საშულებითაც დაგეგმილია
ფერმაში წველადობის და ფინანსური შემოსავლის ზრდა. ამასთან,
დაფინანსება მეწარმეს საშუალებას მისცემს, საკვებწარმოებისთვის
განკუთვნილი მიწის დამუშავება 40 ჰე-მდე გაზარდოს 2021 წლის
ბოლოსთვის.
თანადაფინანსების ფარგლებში, ფერმაში ჰიგიენური ნორმების დასაცავად,
მეწარმემ იტალიური წარმოების 13 ცალი საქონლის მატრასი, ხოლო
საკვებწარმოების გასაუმჯობესებლად კი გერმანული წარმოების საკვების
შემრევ-დამაქუცმაცებელი დანადგარი მიიღო.
პროექტის ჯამური ღირებულება 248,400 ლარია, სადაც SQIL-ის პროექტის
ფინანსური კონტრიბუცია 78,000 ლარია, ხოლო მეწარმის თანამონაწილეობა
170,000 ლარი.
Land O'Lakes Venture37-ის შესახებ
About Land O'Lakes Venture37-იარის Land O’Lakes-ის შვილობილი
კომპანია. Land O’Lakes, Inc.,-ი არის $15 მილიარდ დოლარიანი
აგრობიზნესი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს თითქმის 100 წლიან
გამოცდილებას რძის, ცხოველთა საკვების, მოსავლისთვის საჭირო
სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების
სფეროში. იგი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აძლევს უნიკალურ
ხედვას სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე და გამართულ საბაზრო სისტემაზე.
Land O’Lakes, Inc.-ი მხარს უჭერს აღნიშნულ ძალისხმევას, როგორც მის
მიზანს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პროგრესს ქვეყნის შიგნითა და
მსოფლიო მასშტაბით.
[R]
მასალის გამოყენების პირობები