კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს ატმისა და ვაშლატამის 35 000 ტონაზე
მეტ მოსავალს ელოდებიან.
როგორც speqtri.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ
პავლიაშვილმა განუცხადა, ძირითადი ექსპორტიორები ისევ ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნები იქნებიან და რამე სახის შეზღუდვა ამ ეტაპზე
გამოკვეთილი არ არის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოეწყობა ე.წ შლაგბაუმები,
სადაც ექსპორტიორები თერმოსკრინიგს გაივლიან.
-„სამშაბათს შევიკრიბებით გურჯაანის მერიის შენობაში. ყველა სამსახური
იქნება წარმოდგენილი: გუბერნია, ადგილობრივი თვითმმართველობა,
სურსათის უვნებლობა და რეგონის პოლიციაც. გვინდა, შევქმნათ ისეთი
მდგომარეობა, რაც უსაფრთხოების პროტოკოლიდან გამომდინაროებს და ხელი
არ შევუწყოთ კორონავირუსის გავრცლეებას. გასულ წელს ცხრა სამაცივრე
მეურნეობა მუშაობდა, ამჟამად მათი რიცხვი 20-ს შეადგენს. ჩუმლაყში
მოეწყობა სპეციალური ლოკაცია, იქნება ე.წ შლაგბაუმები და ვერავინ
გადავა ისე, რომ არ გაიაროს თერმოსკრინინგი. ყველა ექსპორტიორის
მანქანა გაკონტროლდება, თუ ვინ გადმოამისამართა საქართველოში, საიდან
ჩამოვიდნენ, როგორ მოძებნეს ადგილობრივი ფერმერი. ეს გაკეთდება ერთი
ფანჯრის პრინციპით და არ იქნება დროში გაწელილი პროცესი. ჩვენ უნდა
ვიცოდეთ, სად მიდის მძღოლი, როდის ბრუნდება უკან, რათა მან თავისი
სურვილის მიხედვით არ იმოძრაოს ბაღებში. ყველა ფერმერს ეცოდინება, რა
ადგილას უნდა მოიტანოს ატამი და იქ მოხდება რეალიზაცია. ექსორტიორი
ქვეყნები შესაძლებელია ისევ იგივე დარჩეს, ან გაიზარდოს. მაქსიმალურს
გავაკეთებთ, რომ ბიუროკრატიას ადგილი არ ჰქონდეს და ექსპორტიორებს
დისკომფორტი არ შეექმნათ,“ - გვითხრა პავლიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფასს ბაზარი არეგულირებს და წინასწარ მისი
განსაზღვრა შეუძლებელია.
-„ბოლნისის და მარნეულის მაგალითმა გვაჩვენა, რომ პროდუქტზე კარგი
ფასები შენარჩუნდა. მარნეულიდან კარანტინის რეჟიმში 7 000 ტონამდე
ბოსტნეული გამოვიტანეთ. ისე გავაკეთეთ ყველაფერი, რომ პროტოკოლი არ
დაგვირღვევია. შეიძლება ატამზეც გაიზარდოს შიდამოხმარება, ან შეიძლება
შემცირდეს, მაგრამ ექსპორტი გაიზარდოს, ამას ახლა ვერ გეტყვით.
წინასწარ ფასს ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა ვფიქრობ, მისაღები იქნება.
სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მოსავლის
რეალზაციას,“-ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სურსათის
უნებლობის სამსახური და კრიმინალური პოლიცია ერთობლივად
გააკონტროლებს, თუ როგორ იქნება სამაცივრე მეურნეობებში დასაქმებული
ადამიანებისთვის უსაფრთხოების ზომები დაცული. დარღვევის შემთხვევაში
პასუხისმგებლობა საწარმოს დაეკისრება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის
შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, ქალაქ
გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები