სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების
ექსპორტის 2017 წლის 8 თვის მონაცემები გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44
ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით
აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში
ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით
აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 51%
(5098091), რუსეთი - 94% (28493063), უკრაინა - 42%(4334970),
პოლონეთი - 19% (1622872), ლატვია - 25% (963266), ბელარუსი - 35%
(904070), აშშ - 67% (286496), გერმანია - 39% (256672), ისრაელი -
232% (139994), საფრანგეთი - 378% (95530), აზერბაიჯანი - 170% (102
342) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი,
ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.
ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული“ –
7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“
– 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ –
172 358, „ნაფარეული“ – 121 986 და ა.შ.
ამასთან, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5
ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ს
აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746
ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით
მიღებული შემოსავლები 367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე
სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში
165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან
შედარებით 52% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები