სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი)
ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა.
თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’, ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ და
კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის ბოსტნეულ- ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის
თანამშრომლებმა გამოიყვანეს. რეგისტრირებულმა ახალმა ჯიშებმა
წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა. თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’
- მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა; ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის
180 გრამიან ბოლქვს ივითარებს. მისი გამოყენება შეიძლება ადრე
გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით.
გასავრცელებლად რეკომენდირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რეგიონში, ზღვის დონიდან 460 მ სიმაღლეზე.
ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ - მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა; ივითარებს მსხვილ,
მკვრივ,6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს.
აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის
მიღებული.გასავრცელებლად რეკომენდირებულია აღმოსავლეთ საქართველოს
ყველარეგიონში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ
საქართველოში(აჭარა, ონი, ამბროლაური).
კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ - მოსავლიანობა 20-22 ტ/ჰა, ერთ ძირზე
ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ,
თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი
კონსისტენციის ტუბერებს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური
მასალიდან არის გამორჩეული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის
ზონებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები