2017 წლის იანვარ ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში
ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება
გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს.
„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა
ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო
ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების,
ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით,რაც ღვინის ეროვნული
სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და
ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104% (3
842 412),რუსეთი - 89% (19 313 343), უკრაინა - 30%(2 983 000),
პოლონეთი - 13% (1 212 704),ლატვია - 19% (685 508), ბელარუსი - 43%
(660 674), გერმანია - 20% (200 440), აშშ - 43% (176 274), ისრაელი -
150% (105 710), საფრანგეთი - 457% (95 530), აზერბაიჯანი - 241% (87
402) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 19 313 343, ჩინეთი
- 3 842412, უკრაინა - 2 983 000, პოლონეთი - 1 212 704 და ყაზახეთი
-1 163 827 ბოთლი. ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში
ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი,რაც 85%-ით აღემატება
2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16 მლნ
აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 88%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910
ბოთლი(0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 110% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით
მიღებული შემოსავლები 245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ს მიაღწია. მთლიანობაში,
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალისა და საბრენდე სპირტის
ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14
მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით
56% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები