ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017”, რომელიც
საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia“-ში გაიმართა, ქართული ღვინის
მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ
აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის
პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო.
„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ
ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავ ვიზიტორს
იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები,
რესტორნებისა და ბარების მფლობელები, ბლოგერები და მედიის
წარმომადგენლები. გამოფენაში
მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის
მწარმოებელიკომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია
ევროპელ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის
ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნა გიორგი
სიხარულიძემ.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი
ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის
განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. ღვინის
ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში
მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: “კახეთის
ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine
Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის
მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“,
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“,
„მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების
ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.
„London Wine Fair 2017” - წელს ოცდამეჩვიდმეტედ ჩატარდა და მასზე
მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო
წარმოდგენილი
მასალის გამოყენების პირობები