39 ქვეყანაში ოთხი თვის განმავლობაში18,4 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში
საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 18,4 მლნ ბოთლი
ღვინოა ექსპორტირებული, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ
მონაცემებს.
უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ
აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის
ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ
ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981),საფრანგეთი - 332% (65 040),
აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87%
(11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150),
უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14%
(400 190) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი
-2 391981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი -
602 407 ბოთლი. ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325
298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე
პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 67%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410
ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა.
ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს
შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს
მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი
ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები
საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის
ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები