მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულ
კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების
გარდა გადაეცემა, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის
ანათლის ავზით.
ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს მისთვის სასურველი აღჭურვილობა
როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
უწყების ინფორმაციით, მათ ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში
არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, ასევე ერთი-
ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი
სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა
ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი
დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასევე იმ კოოპერატივებს,
რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება
გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით. მათ მიერ წარმოებული თაფლის
ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის
ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე იღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი
მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის
ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის სექტემბერიდან ხორციელდება. პროგრამის
მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების
ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის
უზრუნველყოფა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე
(www.acda.gov.ge) დისტანციურად შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები