2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53
ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც
40%-ითაღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების
ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელზე.
ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების
მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია:
იანვარი -1 521 802 ბოთლი, თებერვალი - 3 009 754, მარტი - 2 877 640,
აპრილი - 3862 589, მაისი -3 220 323, ივნისი - 4 327 983, ივლისი -3
766 752, აგვისტო -3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი - 5
264 684 და ნოემბერი - 6665 311 ბოთლი.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე
აშშ-ს დასხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ
შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინა - 73% (5 179454),
ბელარუსი - 62% (1 060 806), რუსეთი - 48% (24 914 877), პოლონეთი
-47% (2 123 500), ესტონეთი - 37% (588 450), კანადა 30% (198 456),
აშშ -27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139
706),იაპონია - 14% (144 126), ყირგიზეთი - 9% (202 666), გერმანია -
4% (270176),და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24
914877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი),
ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500). ამასთან, განვლილ 11
თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8952 795 ბოთლი (0,5 ლ)
ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია. მთლიანობაში,
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელიბრენდისა და
საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა
საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11
თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა -
ზრდამ 31 %შეადგინა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები