კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის რაიონში კოოპერატივმა ეკოჰერეთმა აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე
მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი
ქადაგიშვილმა, კახეთში, ლაგოდეხის რაიონში პროგრამაში მონაწილე
ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი ეკოჰერეთის ბაღი მოინახულეს.
კოოპერატივი ეკოჰერეთი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 6 ჰექტარზე
ხურმის ხოლო 9.27 ჰთხილის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის
მოწყობისთვის 50,705 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული
დაფინანსებიდან 13,230 ლარი ნერგებზე, ხოლო 37,475 ლარი წვეთოვანი
სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. აგროპროექტ „დანერგე მომავლის“
ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 487 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა
მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა
დაფინანსებამ შეადგინა 1,840,514 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების
გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს
მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 2,044
ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 9,767,644 მილიონ ლარს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“
განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა
მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის
გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის
მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე
მეურნეობების მოწყობა. აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში
სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და
წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში -მეურნეობის შექმნის ღირებულების 50
% -ს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან
აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი
მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის
ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას,
სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
[R]
მასალის გამოყენების პირობები