ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო
ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ
მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი
ჩოლობარგიამ ესტონეთსა და ლატვიაში გამართული ქართული ღვინის
პრეზენტაციების შემდეგ განაცხადა. ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია
სახელწოდებით - „Wines of Georgia”,რომელსაც ირაკლი ჩოლობარგია
უძღვებოდა, ტალინსა და რიგაში გაიმართა.პრეზენტაციებს ადგილობრივი და
უცხოელი იმპორტიორები, სომელიეები,რესტორნების მეპატრონეები, ღვინის
კლუბის წევრები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ტალინში
ერთ-ერთი პრეზენტაცია ესტონეთის სომელიეთა სკოლაში გაიმართა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის ტრადიციული ბაზრებია, თუმცა
ჩვენ ვმუშაობთ ახალ სეგმენტზე - ახალგაზრდებზე, რათა მათ გავაცნოთ
ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. ქართული ღვინის
პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ
ესტონეთის სომელიეთა სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ღვინოებიც
შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს აქტიურ
მარკეტინგულ ღონისძიებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც ქართული
ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე“ - აღნიშნა ირაკლი
ჩოლობარგიამ.
რიგაში გამართულ ღონისძიებას ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ
ჯანჯალია დაესწრო. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის
პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩო ხელს უწყობს ქართველ
მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში.თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით,
ბოლო ორი წლის მონაცემებით, ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა
ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში
ქართული ღვინისა და სპირტიანი
სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.ტალინსა და რიგაში
გამართულ დეგუსტაციებში წარდგენილი იყო 8 ქართული ღვინის კომპანიის
სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ეს კომპანიებია:
„ბესინი“,„კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „თელა“, „ვაინმენი“,
„მათრობელა ვაინსი“, „კახური“ და BGW.ლატვია და ესტონეთი ქართული
ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში შედიან.2016 წლის 10 თვის
მონაცემებით, ლატვიაში (მე-6 ადგილი) საქართველოდან ექსპორტირებულია
980 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს, ხოლო ესტონეთში (მე-8 ადგილი) 516 ათასამდე ბოთლი, რაც
33%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე.
[R]
მასალის გამოყენების პირობები