სოფლის მეურნეობა
ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში “პრეზენტაციაც გაიმართა. ორდღიან გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინის პროფესიონალი,მოყვარული, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“,„მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნა,ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია. ქართულ სტენდს უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული ესტუმრა, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ელენე კიკნაძემ. ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურაში“ (My Odyssey through the World’s MostAncient Wine Culture’) პრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა. მიმდინარე წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით.წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ალის ფეირინგმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
„მოველოდი, რომ ბევრი კითხვა ექნებოდათ აქაურებს და ასევე მოწვეულ სტუმრებს.მაგალითად იაპონელებს, რომლებიც აქ ღვინის კულტურის გასაცნობად ჩამოვიდნენ,თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყო, თუ რას ვფიქრობდი ქართული ღვინის შესახებ.ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა,ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია. ძალიან მესიამოვნა, რომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა ქართულ ღვინოზე” - აღნიშნა ფეირინგმა., რომელიც საქართველოს მიმდინარეწლის გაზაფხულზე სტუმრობდა.გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი დარამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო. აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც ბუნებრივი, მაღალი ხარისხის და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 235 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
13:05 / 12.09.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
12:49 / 12.09.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
14:35 / 28.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.