2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50
ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც
37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელზე.ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის
ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში - 138% (4 307 825 ბოთლი), უკრაინა - 64% (4 212 110),
ბელარუსი - 57%(931 602), დიდი ბრიტანეთი - 47% (74 188), პოლონეთი -
44% (1 819 542), რუსეთი -40% (20 531 892), ესტონეთი - 33% (516
048), ყირგიზეთი - 17% (202 666), იაპონია -12% (141 774), აშშ - 12%
(234 616), გერმანია - 11% (234 422), კანადა 7% (157860), ლატვია 6%
(978 762) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე
გამოიყურება: რუსეთი (20 531 892), ჩინეთი (4 307 825), უკრაინა (4
212 110) , ყაზახეთი (3 019 147) და პოლონეთი (1819 542). ამასთან,
გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158
ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის
მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი,რაც
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.მთლიანობაში,
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და
საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა
საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10
თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა -
ზრდამ 28,2% შეადგინა.
ინფორმაციისთვის:
2016 წლის 10 თვის მონაცემების შედარება 2012 წლის 10 თვესთან:
ღვინის ექსპორტი 2016 წ. - 38 392 510 ბოთლი 2012 წ. - 13 373 826
ბოთლი ზრდა - 187% თანხაში: 2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი 2016 წ. –
88,3 მლნ აშშ დოლარი ზრდა - 53%
ბრენდის ექსპორტი 2012 წ. – 4 694 304 ბოთლი 2016 წ. - 7 129 158
ბოთლი ზრდა - 51% თანხაში: 2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი 2016 წ. –
16,3 მლნ აშშ დოლარი ზრდა - 17%
[R]
მასალის გამოყენების პირობები