ლევან დავითაშვილი „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო
სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია წალენჯიხაში, თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს სამუშაო
პროცესს გაეცნენ.
კომპანია „ჯეოდემოს“ საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი
საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა.
საწარმოში ჯამში განხორციელდა 1 150 000 აშშ დოლარის ინვესტიცია,
აქედან 294 167 აშშ დოლარი გრანტი, ხოლო 367 709 აშშ დოლარი
შეღავათიანი აგროკრედიტია. შპს „ჯეოდემოს“ საწარმოში 90 ადამიანია
დასაქმებულია. კომპანია წელიწადში 550 ტონა დაკალიბრებული თხილის გულს
აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება.
უახლოეს მომავალში კომპანია „ჯეოდემოს“ სოფლის მეურნეობის პროექტების
მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო
სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს.ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის
ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი
ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ
დაუფინანსა, 4,490 დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა ხოლო
დარჩენილი, 1,796 აშშ დოლარის გადახდა კომპანიამ თავად
უზრუნველყო.
შპს ,,ჯეოდემო“დაახლოებით 3 კვირაში სერტიფიკატს უკვე მიიღებს.
„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი
ბიძგი მისცაწარმოების განვითარებისა და გაფართოებისთვის. სოფლის
მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან
აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი
მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის
ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას,
სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, -
განაცხა დალევან დავითაშვილმა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის
სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის
მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ ეტაპზე, პროექტის
ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 153 ახალი საწარმო,
დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი
საწარმო და გაფართოვდა 36 საწარმო.
[R]
მასალის გამოყენების პირობები