საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის
გადაწყვეტილებით,სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე
გიორგი ჩხეიძე დაინიშნა.
გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს სოფლის
მეურნეობისმინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.გიორგი ჩხეიძე
ეკონომისტის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.
გარდა ამისა, გიორგი ჩხეიძეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები გავლილი
აქვს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა მენეჯერთათვის,
სამუშაო პრაქტიკა ამერიკულ კორპორაციებში), აიოვას სახელმწიფო
უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებსა და
კრედიტში), თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში (ინგლისური ენის
ინტენსიური სწავლების კურსი), თბილისის მენეჯერთა სკოლაში
(სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსების
მართვა, ხელმძღვანელობა),ბიზნესის ადმინისტრირების ონლაინ კურსები
(MBA პროგრამა მენეჯერთათვის).
გიორგი ჩხეიძეს, 2012-2014 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გენერალური
დირექტორის თანამდებობა ეკავა; გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო
ლილოს წისქვილკომბინატის (შპს „ბეგი კომპანი“) გენერალური დირექტორი,
შპს „ქართული პროდუქტების“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება
ბრენდით „სოფლის ნობათი“) გენერალური მენეჯერი, შპს „დავით
სარაჯიშვილი და ენისელის“ (ქართული კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური
სასმელების წარმოება) გენერალური დირექტორი, „საქართველოს სოფლის
მეურნეობის განვითარების პროექტის“ (მსოფლიო ბანკი) საკრედიტო და
საფინანსო კომპონენტის მენეჯერი, „საკრედიტო კავშირების განვითარების
ცენტრის“ (მსოფლიო ბანკი) სასოფლო ფინანსური განვითარების კომპონენტის
მენეჯერი, ქსნის მინის ქარხნის (სს „მინა“) გენერალური დირექტორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
[R]
მასალის გამოყენების პირობები