ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით ღვინის თემაზე
მომუშავე ჟურნალისტების ჯგუფი (იტალია, ავსტრალია, აშშ,
პორტუგალია,ჩინეთი) ერთკვირიანი ღვინის მედია-ტურით საქართველოს
ესტუმრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ტურის
ფარგლებში,მედიის წარმომადგენლებმა ქართლსა და კახეთში მოინახულეს
სხვადასხვა ღვინის კომპანია, სადაც გაეცნენ საქართველოს ღვინის
კულტურას, ისტორიას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორს, დააგემოვნეს
ქართული ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მედია-ტურის
მონაწილეებს კახეთში,ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში სტუმრობის დროს
შეხვდა.
„საქართველოში ჩამოსულია დებრა მეიბურგი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ღვინის მაგისტრი, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთზე მუშაობს. მას
ჩამოყვანილი ჰყავს ჯგუფი, რომლის წევრებიც ღვინოზე და ღვინის
კულტურაზე წერენ. ისინი მოგზაურობენ კახეთში და ქართლში, სადაც
ადგილზე ეცნობიან ღვინის კომპანიების მარნებსა და ვენახებს, ესწრებიან
რთველს და ყურძნის დაწურვის პროცესს, რის შესახებაც შემდგომში
დაწერენ“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
დებრა მეიბურგის შეფასებით, საქართველო გამორჩევა ადგილობრივი
ბუნებრივი ღვინოების მრავალფეროვნებით. „ჩვენი ჟურნალისტების ჯგუფი აქ
იმისთვის შეიკრიბა, რომ გაიცნოს ქართული ღვინო. საინტერესო ისაა, რომ
ამ ჯგუფიდან ზოგიერთი ღვინის სპეციალისტია,ზოგიერთი კი ისეთი
ჟურნალისტი, რომელიც ღვინოს არც ისე კარგად იცნობს,რადგანაც ჩვენ
გვინდოდა წარგვედგინა ქართული ღვინო ისეთი ადამიანებისთვისაც,
რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება ამ სფეროში.საქართველოს დიდი
უპირატესობები აქვს, რადგან აქ დიდი მრავალფეროვნებაა ადგილობრივი
ბუნებრივი ღვინოებისა. ეს უპირატესობაა, მაგრამ ამასთანავე
საპასუხისმგებლოა, რადგან ეს მრავალფეროვნება ბაზარს უნდა
წარვუდგინოთ, სწორედ ეს ხდის საქმეს ამაღელვებელს, რადგან ეს
ყველაფერი ახალი სახეობების და ღვინის აღქმის ახალი გზების აღმოჩენაა,
ტანინიანი თეთრი ღვინო თუ ტკბილი წითელი, ეს ახალი კონცეპტია
საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი აზიაში. ისტორიის გამო,
საქართველო ბევრი ჩინელისთვის ძალიან საინტერესოა, მათ კარგი
თანამშრომლობა აქვთ, ისინი ძალიან გახსნილები არიან და მზად არიან
ხელი შეუწყონ საქართველოს, დიდი საქმე გვაქვს წინ, საქართველო ჩინეთის
ბაზარზე უნდა დავამკვიდროთ, როგორც მაღალი ხარისხის ღვინის ქვეყანა“ -
აღნიშნა დებრა მეიბურგმა.
ინფორმაციისთვის: ღვინის მედია-ტურის შემადგენლობა - დებრა მეიბურგი -
ღვინის მაგისტრი და სპიკერი (ჰონგ-კონგი), ღვინის ეროვნული სააგენტოს
კონტრაქტორი „Meiburg Wine Media”-ს დამფუძნებელი; მაიკ პიტერსი -
ღვინის მწერალი „China Daily”; ჯენის ლენგი - ღვინის მწერალი და
ბლოგერი www.janiceleunghayes.com; სარა ჰელერი - სომელიე, ღვინის
მწერალი “South China Morning Post”; ჯისი ვიენსი - ღვინის მწერალი
„SpiritoDi Vino”; რონი ლაუ - ღვინის კრიტიკოსი, „Hong Kong Wine
& Spirits WritersAssociation”-ის თავმჯდომარე; ძიაო პედრო -
ღვინის მწერალი; სიან ჟანგი -ღვინის მწერალი ჩინეთში; ბორის ლი - „The
Sun Daily”-ის ჟურნალისტი ; სანგვონგი - “Life Week”-ის მწერალი; ჯული
ჟუ - “Modern Weekly” -ის მწერალი; ალექს ვებსტერი - მენეჯერი
„Meiburg Wine Media”; პამელა ლემი -მარკეტინგის და პროექტების
მართვის მენეჯერი „Meiburg Wine Media”)
[R]
მასალის გამოყენების პირობები