კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება ყურძნის კრეფა - 22 სექტემბრის
10.00 საათის მონაცემებით, რთველი 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 62
ათასი ტონა ყურძენი.
ღვინის კომპანიებს ყურძენი 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა,რომელთა
შემოსავლებმა 53,8 მლნ ლარი შეადგინა. რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ
სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 331
ტონა. სულ გადამუშავებულია 31,8 ათასი ტონა რქაწითელი,25,9 ათასი ტონა
საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების
მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 22,3 ათასი ტონა, ყვარელი
- 15 ათასი ტონა, თელავი -13,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა,
დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა,ლაგოდეხი - 1,4 ათასი ტონა, საგარეჯო
- 733 ტონა და ახმეტა - 669 ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში
უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის, 12 სახელმწიფოს მიერ
დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ
ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და
კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20
ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში
მუჯურეთული/ალექსანდროულზე -1 კგ-ზე - 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.რთველის მიმდინარეობის
დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე
http://georgianwine.gov.ge/statistic
დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic .
მასალის გამოყენების პირობები