ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის
საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის
პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა.
(Lisa Granik, Kyle Eberle, GiancarloLuiggi, Carolyn Beaty, Aaron
Zebrook, Amber Rill, Tristan Prat-Vincent, BrunoAlmeida, Isabella
Fitzgerald, Barbara Haimes).ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში
ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები
ქართლსა და კახეთში: "გოცას ღვინოები","ალავერდის მონასტრის მარანი",
„დანიელის მეღვინეობა”, „შალაურის ღვინის მარანი“, "თელავის ღვინის
მარანი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", „შუმი“, "თელედა",„ჩვენი ღვინო“,
„ხოხბის ცრემლები“, „ნიკა ბახიას მარანი“, „ჩელთი“, „თელიანიველი“,
"ლაგვინარი", "შატო მუხრანი", "თბილღვინო", „ვინოტელი“ და„ბაგრატიონი
1882“, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული
ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს. ღვინის ეროვნული
სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელის,
რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს
- ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო
იხვეწება და უმჯობესდება.
„ქართული ღვინოები ყოველ წელს იცვლება, რაც ბევრ მწარმეობელთან ჩანს.
მათ აქვთ სურვილი, რომ დაამზადონ მსოფლიოს დონის, მაღალი ხარისხის
ღვინოები. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია.
ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის
სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს. მსგავსი ღვინის ტურები
ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული
ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის
ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს
შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის
განვითარებას საქართველოში“ “ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის
განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის
პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან
ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის
ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის
ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.
„ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი
მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ.
ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი
არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების
ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე
ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს
და ის შთაბეჭდილება,რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული
იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან“
- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში გამართული დეგუსტაციებისა, საქართველოში
ღვინის პროფესიონალების მოწვევით და სხვა აქტივობებით, ღვინის
ეროვნული სააგენტო აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ კამპნიას ახორციელებს,
რაც უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას
აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის
გაფართოებას.მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში
ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით
აღემატება გასული წლი სანალოგიურ მაჩვენებელს.
მასალის გამოყენების პირობები