ნოდარ კერესელიძემ რიგაში ქართულ სტენდთან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა [R]
ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე
დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” გაიხსნა, სადაც ქართულ
სტენდთან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა
მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაიმონდ
სვეიონისს და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრსიანის დუკლავსს
უმასპინძლა.
აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 9 ქართული კომპანიის
პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: „შალოშვილის ღვინის
მარანი“, „არიანი“,„ვაზიანი“, „კახური“, „ბადაგის“ ჩურჩხელა,
მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, კომპანია „ზედაზენის“ ლუდი და
გამაგრილებელი სასმელები, კომპანია „კულას“ ნატურალური წვენები
დასხვადასხვა ქართული ტკბილეული.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ლატვიის სოფლის მეურნეობის
მინისტრს იანის დუკლავსს შეხვდა. ნოდარ კერესელიძის განცხადებით,
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების
ხელმოწერის შემდგომ, ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის
ქვეყნებში გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რვა თვის მონაცემებით,
წინა წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლატვიაში, მხოლოდ ქართული
ღვინის ექსპორტი 9%-ითგაიზარდა.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის
შესახებშეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ევროკაშირის შესაბამისისტანდარტების დანერგვის შემდეგ, ქართველ
მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციისევროკავშირის ბაზარზე რეალიზების
საშუალება ექნებათ“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამეცნიერო-კვლევითი
მიმართულებითთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე, სოფლის
მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და
მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობას. იანუს
დუკლავსმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს ლატვიის გამოცდილება
გაუზიაროს და ამ მიზნით, ქართველი სპეციალისტები მიიწვიონ და
გადაამზადონ ლატვიაში.
საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2016” 10
სექტემბრამდე გაგრძელდება, მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37
ქვეყნის 700-ზემეტი კომპანია. წელს აღნიშნული გამოფენა ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდ სვეიონისმა დალატვიის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკიმ გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები