კომპანია „კარტლის აგროსისტემები“ ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან
მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების,
სასუქებისა და სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
კომპანიის სტრატეგიას დღეისათვის მსოფლიოში არსებული ყველაზე
თანამედროვე, პროგრესული ტექნოლოგიების მოძიება-შესწავლა, ადგილობრივი
პირობებისათვის მორგება და ქართველი ფერმერებისათვის მიწოდება
წარმოადგენს. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით
მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთ
წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევებისა და
პრობლემების გადაჭრის გზებზე გვესაუბრება ,,კარტლისის“ დირექტორი
ბატონი რობერტ რევია, რომელიც ათეული წლებია, სათავეში უდგას
კომპანიას და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის განხორციელებული
ინოვაციური პროექტების ინიციატორია.
ყველა მიზანი მიღწევადია
აგრობიზნესში 20-წლიანი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ,
რომ საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში
ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებაა. სწორედ ამიტომ, ვნერგავთ ახალ
ტექნოლოგიებს და ვასწავლით მათ გამოყენებას, რათა ქართველმა
ფერმერებმა შეძლონ კონკურენცია თურქეთში, უკრაინაში ან რუსეთში
მცხოვრებ ფერმერებთან.
მოგახსენებთ, ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებულ
მაგალითსაც. 7-8 წლის წინ, სტატისტიკური მონაცემების შესწავლისას
აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სიმინდის მოსავალი 1 ჰექტარზე მხოლოდ
2,2 ტონას შეადგენდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დაბალი მოსავლიანობის
მიზეზი იყო ცუდი სათესლე მასალა, უხარისხო სასუქები და პესტიციდები.
ფერმერებს არც საჭირო ტექნიკაზე მიუწვდებოდათ ხელი. ამასთან ერთად, არ
იცოდნენ მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია.
სწორედ ამიტომ, ლაგოდეხის რაიონიდან დავიწყეთ სიმინდის მოყვანის
ტექნოლოგიის განვითარება. შემოვიტანეთ ხარისხიანი სათესლე მასალა,
ტექნიკა - პნევმატური სათესები და კულტივატორები, გამოვიყენეთ
ხარისხიანი სასუქები და პესტიციდები. როდესაც შევკარით მთელი ციკლი და
თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვიყვანეთ სიმინდი, პირველივე
სადემონსტრაციო ნაკვეთებში მოსავლიანობამ ჰექტარზე 15 ტონას
მიაღწია.
ეს იმ დროისთვის ერთგვარი აფეთქება იყო ბაზარზე, რადგან ფერმერები
ჰექტარზე მაქსიმუმ 3 ტონას ღებულობდნენ. ასე დაიწყო ლაგოდეხის რაიონში
სიმინდის ბუმი, ჩვენს მიერ დანერგილი ტექნოლოგია ხალხმა აიტაცა და
დღეისთვის, ჩვენ გვყავს ასობით მომხმარებელი ლაგოდეხის რაიონში,
რომელიც სეზონზე ღებულობს 10-დან 12 ტონამდე მოსავალს. არიან ასევე
ერთეულებიც, რომლებიც 16 ტონამდე მოსავალს ღებულობენ. მაგალითად,
ვახტანგ წულუკიძე, მუხრან მეტრეველი, ნოდარ ჭაბაშვილი.
ახალი ტექნოლოგიების წარმატებული დანერგვის შედეგად, ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიმინდის ნათესების ფართობი.
გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ შევცვალეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
ეკონომიკა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თავად ფერმერებიც კი ამბობენ,
რომ ხალხის ცხოვრების დონე შეიცვალა.
რაც შეეხება ხორბალს, საქართველოში ხორბლის საშუალო მოსავალი 1,1
ტონას შეადგენს. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ჩვენთან მხოლოდ
რამდენიმე ფერმერი იღებს ხორბლის მაღალ მოსავალს. ეს საკითხიც
შევისწავლეთ და გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა, რომ ხორბლის შემთხვევაშიც
შესაძლებელია უხვი მოსავლის მიღება. ამისთვის 100-ჰექტრიანი ფართო
საჩვენებელი ნაკვეთები გავაკეთეთ და ჩავატარეთ ცდები მარნეულსა და
დმანისში. ამ ფართობზე მივიღეთ საშუალოდ 10,4 ტონა, რაც ძალიან მაღალი
მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მაშსტაბითაც.
ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ თუ ნიადაგს ამუშავებ სწორად, შეგაქვს
ხარისხიანი სათესლე მასალა, პესტიციდები და სასუქები, იღებ ხარისხიან
და დიდ მოსავალს.
გარდა სიმინდისა და ხორბლისა, დაგეგმილი გვაქვს სხვა კულტურებზეც
(ვაზი, ვაშლი და ატამი) ვაჩვენოთ ჩვენი პოტენციალი ხალხს. თუ სწორად
გამოიყენებ ტექნოლოგიებს და გექნება შესაბამისი ცოდნა, ყველა მიზანი
მიღწევადია.
პრეპარატების გავრცელება ნიადაგის სტრუქტურისა და შემადგენლობის
მიხედვით უნდა ხდებოდეს
პესტიციდების და სასუქების დანერგვამდე, ხანგრძილვ ცდებს ვატარებთ.
პრეპარატებთან დაკავშირებით გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ამ დარგში
წამყვანი კომპანია, რადგან ვმუშაობთ ამერიკული და ევროპული
სტანდარტებით მსოფლიოს უმსხვილეს და სანდო კომპანიებთან. წელს დავდეთ
ხელშეკრულება უდიდეს იაპონურ კომპანია „მიცუი“-სთან და საქართველოში
დავარეგისტრირეთ ვაშლის ქეცის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე
თანამედროვე და ინოვაციური პრეპარატი „აფეტი“, რომლის გამოცდაც გორის
რაიონში 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ვაპირებთ სხვა უახლესი
პრეპარატების დანერგვასაც. ამჟამად ცდები მიმდინარეობს 2 ფერმერის
ნაკვეთში კასპში, გორსა და ქარელში. ვარჩევთ პროგრესულად მოაზროვნე,
მოწინავე ფერმერებს, რომლებმაც იციან საქმე და აინტერესებთ სიახლეები.
პესტიციდებთან მიმართებაში ჩვენი პროფესიონალური მიდგომის და
სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის გამო, 2011 წელს მნიშვნელოვანი
ჯილდოც მივიღეთ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობის
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მოხდა ჩვენი დაჯილდოება, როგორც
პესტიციდების საუკეთესო დისტრიბუტორი კომპანიისა ამიერკავკასიის
რეგიონში.
რაც შეეხება სათესლე მასალას, ყოველწლიურად, სიმინდის 4-5 ახალ
ჰიბრიდს ვცდით. კარტოფილის ახალ ჯიშებს ვცდით სოფელ დმანისთან ახლოს
საცდელ მიწის ნაკვეთებში, კარტოფილის 10-მდე საცდელი ჯიში გვითესია,
ასევე პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და სხვადასხვა ბოსტნეული სხვადასხვა
რაიონში. დაახლოებით 15 ჯიშია ცდაში ჩართული. გვყავს ბევრი
სპეციალისტი და ვიკვლევთ ნიადაგს მუნიციპალიტეტების მასშტაბით,
ვითვალისწინებთ მის სტრუქტურასა და შემადგენლობას, რის მიხედვითაც
ვახდენთ პრეპარატების გავრცელებას. არც ერთი პესტიციდი, სასუქი ან
ჯიში არ გვაქვს გაყიდვაში, რომელიც არ არის გამოცდილი ამა თუ იმ
რაიონში. ვატარებთ ფართომასშტაბიან ცდებს უშუალოდ ფერმერების
ნაკვეთებშიც. მათ ვუხსნით, როგორ მოიყვანონ მოსავალი. თავისი
ტექნოლოგიით მოყვანილი მოსავლის გვერდით საცდელი ნათესებიც აქვთ,
სადაც ნათლად ჩანს შედეგები. ჩვენი სპეციალისტები კი, რეგულარულად
დადიან და იწერენ მიღებულ მონაცემებს, რომლის შემდეგაც ჩვენ მთლიან
ჯამში ვიღებთ შედეგებს.
სარწყავი სისტემები ეფექტური და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სარწყავი სისტემები. „კარტლისი“
თავის მომხმარებლებს სთავაზობს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა
ტიპის სარწყავ სისტემებს: წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს,
მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.
პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული
სხვადასხვა კულტურებისათვის; ასევე, ადვილად შესაძლებელია
წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.
ჩვენი ძლიერი მხარეებია პროფესიონალური კონსულტაცია მორწყვის და
აგროტექნოლოგიების საკითხებში; ეფექტური და ხარისხიანი პროექტირება;
მაღალი ხარისხის მასალები და მექანიზმები; ხელსაყრელი ფასები;
საქონლის მიწოდება და სამუშაოების წარმოება უმოკლეს ვადებში; მონტაჟის
შემდგომი მომსახურება.
ჩვენი სპეციალისტების მოვალეობებს შეადგენს: ნაკვეთის დათვალიერება და
ანალიზი; რწყვის რეჟიმების შერჩევა მოცემული კულტურებისა და
კლიმატურ-ნიადაგობრივი მონაცემების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს
მაქსიმალურ მოსავალს და საუკეთესო ხარისხს. დაგეგმვა, პროექტის
შედგენა, საჭირო მასალის შერჩევა და მოწოდება, სამონტაჟო სამუშაოები,
სისტემის მუშაობის მონიტორინგი. კომპანიის სპეციალისტები მსურველებს
დაეხმარებიან პროექტის დიზაინში, რაც უზრუნველყოფს ფართის თანაბარ
მორწყვას ოპტიმიზირებული ხარჯებით.
„კარტლისის“ პროდუქცია ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს
ცენტრებში ვიღებთ პასუხისმგებლობას და ფერმერებს ვაძლევთ იმის
გარანტიას, რომ რასაც ჩვენთან შეიძენენ, არის ის პრეპარატები,
რომელსაც დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში იყენებენ. სამწუხაროდ,
ზოგიერთი ქვეყნიდან შემოდის ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომლის
გამოყენების შემთხვევაში, მოსავალი თავიდანვე განწირულია. ასეთი
პროდუქცია იაფია, ფერმერები მომხიბვლელი ფასის გამო ყიდულობენ, თუმცა
მოსავალს ვერ იღებენ და თითქოს მოჯადოებულ წრეში ტრიალებენ.
მართალია, შეიძლება ხარისხიანი პროდუქცია ოდნავ ძვირი იყოს, მაგრამ თუ
სწორად მიყვებიან ტექნოლოგიას, აუცილებლად მიიღებენ შედეგს და
მოგებასაც ნახავენ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ წამყვან
კომპანიებთან, აუცილებლად ვითვალისწინებთ ადგილობრივი ბაზრისა და
ხალხის შესაძლებლობებს. მაგალითად, პრეპარატ „აფეტის“ ფასი,
საქართველოში 30%-ით ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს პრეპარატი
ყველა ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხელმისაწვდომია.
ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე რეგიონებში,
ფერმერთა მომსახურების ყველა ცენტრში გვყავს სპეციალისტები, რომლებიც
კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღმოსავლეთ
საქართველოს მაგალითზე, გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრში
ფერმერებს შეუძლიათ მამუკა ამონიშვილთან მიიღონ ამომწურავი
ინფორმაცია. გორის რაიონში, ასევე „კარტლისის“ ფერმერთა მომსახურების
ცენტრში შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ დავით კაკაშვილს.
ჩვენი თანამშრომლები ხშირად ჩადიან ფერმერებთან მონიტორინგისთვის და
კონსულტაციებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს საინფორმაციო ბუკლეტები და
ფლაერები, სადაც კონკრეტული კულტურის მოყვანის ტექნოლოგია და
დამუშავების სქემაა მოცემული ფაზების მიხედვით. ეს მოვლის სქემები
თითოეულ კულტურაზე გვაქვს მომზადებული. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შეუძლია ჩვენთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება, მისამართზე:
თბილისი, კოსტავას 75 გ, ტელ: 032 2445541. ჩვენ მხარს ვუჭერთ
საგანმანათლებლო პროექტებსაც. მზად ვართ, მაქსიმალურად გავცეთ ცოდნა
და მივიღოთ მონაწილეობა პროექტებში.
კახეთში ფერმერთა მომსახურების ცენტრი და მინი მაღაზიები გვაქვს
გურჯაანში, წნორსა და ლაგოდეხში. მომავალში ვგეგმავთ ქსელის
გაფართოებას ძირითადად იმ ქალაქებში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგში
აქტივობა მაღალია, რათა ფერმერს ჩვენი პროდუქციის საყიდლად არ
დასჭირდეს სხვა ქალაქში წასვლა. გარდა მაღაზიებისა, ვმუშაობთ
დილერებთანაც, რომლებსაც მიაქვთ ჩვენი პროდუქცია და ყიდიან
ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები