ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინისა და
ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე „საქართველო - ღვინის
სამშობლო,მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“ აღინიშნა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩინეთში
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასზე
მოწვეულ სტუმრებს კაფე Art Café Ku-მ უმასპინძლა. ჩინელ და ქართველ
დელეგატებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკაში დავით აფციაური და ქართული ღვინის წარმომადგენელი
ჩინეთში მაია ცქიტიშვილი.
სტუმრებს შორის იყვნენ პეკინის წამყვანი უნივერსიტეტების (Peking
University, RenminUniversity და სხვა), ღვინის ინდუსტრიის,
ხელოვნების სფეროს, ღვინის სპეციალიზირებული და სხვა მედია
საშუალებების წარმოამდგენლები.სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ქართული
ღვინის კომპანიების („თელედა“,„დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კახური
ღვინის მარანი“, „შალვინო“, „ტიფლისკივინნი პოგრები“, „მეღვინეობა
ხარება“ და „თელავის ღვინის მარანი“) 30 სახეობის100-მდე ბოთლი ღვინო.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩინეთში მოღვაწე ქართველი
მოქანდაკე-მხატვრის ალექსანდრე გელაშვილის შემოქმედებას.ღონისძიება
ჩინური და ქართული ფოლკლორითა და ცეკვებით წარიმართა,რომელიც ქართული
და ჩინური კერძებისა და ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა.
ჩინურ ტრადიციულ საკრავზე (Guzheng) შესრულებული მუსიკა და ჩინური
ფოლკლორული ცეკვები კორეის ანსამბლის მიერ იქნა შეასრულებული,რომლის
ორგანიზება პეკინის საერთაშორისო კულტურის განვითარების ორგანიზაციამ
უზრუნველყო. მსგავს ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1 242 523
ბოთლი ღვინო, რაც 106%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014
წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი
(0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების
ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის
შემდეგ.
R
მასალის გამოყენების პირობები