სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის
სააგენტომ „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის
მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას და მის გუნდს საქართველოს სოფლის
მეურნეობის განვითარებისთვისგაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიმდინარე პროექტების გაერთიანება „ერთიან
აგროპროექტში" მთავრობის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და
სახელმწიფო პროექტებით სარგებლობა ხალხს უფრო მეტ სიკეთესმოუტანს.
„ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა,
ოთარ დანელიამ წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის
მეურნეობის სამინისტროსინიცირებით, სააგენტო არაერთ მასშტაბურ პროექტს
ახორციელებს, რომელთა მიზანიც სასოფლო-სამეურნეო წარმოების
ხელშეწყობაა.
,,მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ
არაერთიპროექტი ხორციელდება, გვაქვს ახალი პროექტებიც. ერთიანი
კონცეფციის ფორმატში დამთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად,
ჩვენ დღეს ახალი ინიციატივა შევთავაზეთსაზოგადოებას, რაც მიმდინარე და
დაგეგმილი პროექტების ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებასგულისხმობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტიანი
კომუნიკაციასაზოგადოებასთან. „ერთიანი აგროპროექტი“ შესაძლებლობას
მისცემს მეწარმეებს,ფერმერებს, გლეხებს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ
ყველა ის პროდუქტი, რომელსაცაგრარული დარგის განვითრების მიზნით
ვთავზობთ. „ერთიანი აგროპროქტში“ შევიდა აგროდაზღვევა და აგროკრედიტი
უკვე განახლებული კომპინენტებით. ჩვენთვისუმნიშვნელოვანესია
მოქალაქეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე კიდევ უფრომეტი
ხელმისაწვდომობის, ლარის გრძელვადიანი პერსპექტივით სესხების გაცემის
შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ასევე, საერთაშორისო დონორ
ორგანიზაციებთანურთიერთობა, ევროსტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების
დანერგვის ხელშეწყობა, იმარსებული რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც
მობილიზებულია, დამატებითი სამუშაოადგილების შექმნა.დღეისათვის ჩვენ
ვსაუბრობთ 15000-მდე დასაქმებულზე, საიდანაც 4000-მდე ახალი
სამუშაოადგილი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში
შეიქმნა. სულმილიარდ ლარზე მეტი სესხი გაიცა. მინდა შეგახსენოთ, რომ
2011 წლისთვის ეს ციფრი 60მლნ ლარს არ აღემატებოდა. ყოველივე ამან
განაპირობა აგრარულ დარგში უპრეცედენტოდ მაღალი უცხოური პირდაპირი
ინვესტიცია, რამაც 2015 წელს 28 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა“,
- აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის
პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე
პროექტებზე - შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება,
აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხული
სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი. თითოეული პროექტი შემუშავებულია
სამინისტროს მიერ დარგისგანვითარების ერთიანი ხედვისა და სტარტეგიის
გათვალისწინებით. პროექტებისფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების
მართვის სააგენტოს 1,000,000-მდე ადამიანთან ჰქონდა ინტერაქცია.
დაინტერესებულ მოსარგებლეს საშუალება აქვს შექმნას პირველადი და
გადამამუშაველი აგროსაწარმო და დანერგოსაგროსტანდარტი. აღნიშნული
ფაქტორების გათვალისწინებით, მოსახლეობასთანკომუნიკაცია გახდა
მრავალმხრივი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციის
ეფექტიანობის გაზრდის,დაინტერესებული მოსარგებლისთვის
საჭირო/შესაბამისი პროექტის/პროექტების ამოცნობის გასამარტივებლად,
ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენისა და სწორი პოზიციონირებისთვის სოფლის
მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი
პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება.
გაწეული საქმიანობის შეფასების საფუძველზე, პროექტები მუდმივად
იხვეწება და მიმართულებათა რაოდენობა იზრდება.
საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება ცვილებები როგორც
საკანონმდებლო, ასევე დაფინანსების მიმართულებით. დაფინანსებულ
საწარმოებში ინერგება HACCP და ISO22000:2005 სტანდარტები;
მიმდინარეობს მუშაობა Global G.A.P. სტანდარტის დანერგვაზე.
ჩამოყალიბდაკომპეტენციის ცენტრი, ჩატარდა კვლევა აგრარული დარგის
მიმართულებითსაჭიროებების გამოსავლენად; დაიწყო სასწავლო კურსები
პროექტებითმოსარგებლეთათვის;
იგეგმება თანამშრომლობა საერთაშორისო ფონდებთან, ასევე სააგენტოს მიერ
დაფინანსებულ საწარმოებში სასწავლო ტურები დაინტერესული
სტუდენტებისთვის. შეიქმნა ერთიანი სივრცე მოსახლეობასთან კომუნიკაციის
გამარტივების და გაუმჯობესების მიზნით და ამოქმედდა ცხელი ხაზის ახალი
ნომერი 1501. დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სოფლის მეურნეობის პროექტებისმართვის სააგენტოს მიერ განხორცილებული
პროექტების ფარგლებში გაცემულია 26 300 სესხი, მათ შორის, 24,426
სესხი, საერთო თანხით 693,960,821ლარი და 1,874 სესხი, საერთო თანხით,
202,557,257 აშშ დოლარი; შეიქმნა 150 ახალი აგროსაწარმო;
გაფართოვდა/გადაიარაღდა 700 პირველადი და
გადამამუშავებელიაგროსაწარმო; დაეზღვა 200 000 000 ლარამდე
ღირებულების მოსავალი; ყოველწლიურად დახმარება 700 000 - ზე მეტ
მცირემიწიან ფერმერს გადაეცემა და მათ საკუთრებაში არსებული 200 ათას
ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება.
მასალის გამოყენების პირობები