სოფლის მეურნეობა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2016
3-5 ივნისს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016“ იმართება.

გამოფენა WinExpo Georgia 2016 სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები,ღვინის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ გამოფენას მასშტაბურს და პრესტიჟულს ხდის.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს გამოფენა მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, ღვინის პროფესიონალებს,ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის კულტურის რვაათასწლიანი, მრავალფეროვანი ისტორიით“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 95 კომპანია 5 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, გერმანია,იტალია, საფრანგეთი). WinExpo Georgia 2016-ზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები,შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მოწყობილია მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე. WinExpo Georgia 2016-ს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ტრადიციებით დამზადებულ ყველის ნაირსახეობებს გაეცნონ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 3-4 ივნისს ჩატარდება ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th Interna!onal Wine Award. კონკურსზე წარდგენილ ღვინის ნიმუშებს ენოლოგების საერთაშორისო ექსპერტებით, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW -ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa BalMS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი და ღვინის ექსპერტი - ლადო უზუნაშვილი(საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო).

4 ივნისს, კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა კატეგორიაშიგამარჯვებულ ღვინოებს საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვებს. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ XI   პავილიონში გამოფენის ვიზიტორებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის გამოფენას - „ღვინის ხელოვნება“.

R


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან,
35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი
სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
13:05 / 12.09.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს უხვი მოსავალია. შესაბამისად, ყურძნის ფასი შემცირდა და ასევე, თუ 2 წლის წინ ყურძენი 35 თეთრით დასუბსიდირდა, დღეს ეს მაჩვენებელი 20 თეთრამდე შეიცვალა.
12:49 / 12.09.2024
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
15:14 / 26.07.2024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური, რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
14:35 / 28.05.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.