მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია
დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების
სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი:
ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, ჯამურად 2200
ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი)
ღირებულების 30%-ად გადაეცემათ კოოპერატივებს. სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის
მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ
შემოწმებას. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ
დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714
დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების
აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის
(სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, როგორც მონაწილის საკუთრებაში
არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე ,
რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და
უვნებელი თაფლის წარმოებას.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი რომელთა მეპაიეების 50%-ს
შეადგენენ დევნილები და შშმ პირები პროგრამის ფარგლებში
განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების
20%-ად. მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი
ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7588 სკა.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად 51
კოოპერატივს გადაეცემა 3609 სკა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ
თაფლის საწურს და ჯამურად 41, 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ
ჭურჭელს.სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.geპროგრამაში რეგისტრაცია
შესაძლებელია ბმულზე:
http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175
R
მასალის გამოყენების პირობები