ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე
მასშტაბური ღვინის გამოფენა VYNO DIENOS (ღვინის დღეები) ჩატარდა,
რომლის ფარგლებშიც სპეციალური ღონისძიება - „გამორჩეული ღვინოები
საქართველოდან“ გაიმართა.
პრეზენტაცია-დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის
მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. პრეზენტაციაში „საქართველო - 8
ათასი რთველი“ ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ მეღვინეობის უძველეს
ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების
ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ
მეთოდზე, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს
მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 6
კომპანია: „ვაინმენი“, „კახური“, „ვინი ვერია“, შპს „ქინძმარაული“,
„როიალ ხვანჭკარა“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. გამოფენას VYNO
DIENOS საქართველოს ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძე
დაესწრო. ლიტვა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი
პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და
პოპულარიზაციი სმიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით
ქართული ღვინის კომპანიები ლიტვაში, და ზოგადად ბალტიისპირეთის
ქვეყნებში, სხვადასხვ აგამოფენასა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ.
ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის. 2015 წელს
საქართველოდან ექსპორტირებულია 658 ათას ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 4%-ით
აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის
იანვარ-აპრილში კი - 183 ათასი ბოთლი, რაც 37%-ით მეტია გასული წლის
ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელზე. გამოფენა VYNO DIENOS
უკვე მეთორმეტედ, ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ
LITEXPO-ში გაიმართა. გამოფენას 4 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავდა -
ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები,დისტრიბუტორები, ღვინის
ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა სტუმრები.
მასალის გამოყენების პირობები